თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2013, 17:38
ავტორი: love united,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
პროექტი სახელად "მენეჯერი"
ჩემი, ანუ love united–ის გუნდი...
პროექტი სახელად
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროექტი ძალიან საინტერესოა, შესაბამისად საინტერესოა მასში მონაწილეობა.ამიტომ, მადლობას ვუხდი იდეის ავტორსდა მის ორგანიზატორებს.

მინდა ვთქვა, რომ მე წარმოგიდგენთ მანჩესტერს რამდენიმე წლის შემდეგ.გუნდში აღარ იქნებიან "ვეტერანები" და 31 წელს ზემოთ ფეხბურთელები(გიგზი, სკოულზი, ფერდინანდი, ვიდიჩი და ა.შ.)გადავიდეთ გუნდზე.გუნდის ტაქტიკა არაფრით გამორჩეული იქნება–უპირატესობას კლასიკურ 4–4–2–ს ვანიჭებ, მითუმეტეს "იუნაიტედს" ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ჩემი აზრით ეს ტაქტიკა ოპტიმალურადაა მორგებული მასზე.4 მცველი მართლაც საჭიროა, თუ კლუბს რაიმე ღირებულის მიღწევა უნდა.კარგი ცენტრალური ნახევარდაცვა კი დამეთანხმებით, გამარჯვების საწინდარია.ვინგერებიც აუცილებელა რადგან რაც შეიძლება გაწელონ მეტოქის დაცვა და ნახევარდაცვა, შესაბამისად უფრო მეტი სივრცე დარჩება თავდასხმელს.ამ უკანასკნელის როლზე არაფერს ვიტყვი, ყველაფერი ნათელია.

როგორც ზმოთ ავღნიშნე, "იუნაიტედის" თითქმის ყველა ფეხბურთელი მაღალკვალიფიციურია, მაგრამ ზოგიერთი მადგანის გაყიდვა მაინც მომიწია.გუნდიდან შემდეგი ფეხბურთელები გავუშვი:ეშლი იანგი და დენი უელბეკი.ეშლი ნამდვილად ვერ ამართლებს გულშემატკივრის იმედებს და თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მატჩს, თითქმის არ მოუტანია სარგებლობა გუნდისთვის.მისი ფასი transfermarkt.co.uk–ზე 22 მილიონია.ხოლო რაც შეეხება უელბეკს, ეს ახალგაზრდა უდაოდ ნიჭიერია და საკმაოდ პერსპექტიულიცაა.მაგრამ ჩემი აზრით, მისი ადგილი ასეთი დონის თავდასმხელების გვერდით არაა–უბრალოდ მას არ ექნება დიდი სათამაშო დრო, ამიტომ ჯობია ძალა სხვა კლუბში მოსინჯოს, იქ სადაც სათამაშო დრო გარანტირებული ექნება.მისი გაყიდვით მე 15 მილიონი მივიღე.

რაც შეეხება შეძენილ ფეხბურთელებს:მანჩესტერი თითქმის არ ყიდულობს ძვირადღირებულ ფეხბურთელებს და მეც გადავწყვიტე არ გამეკეთებინა გრანდიოზული ტრანსფერები.მხოლოდ მატ ჰუმელსი, ლეიტონ ბეინსი და კევინ სტროტმანი.დაცვაში მანჩესტერს პრობლემები აქვს, მითუმეტეს რიო–ვიდას წყვილის წასვლის შემდეგ.ამიტომ ჰუმელსის ყიდვა აუცილებელია.მასში 21 მილიონი გადავიხადე.რაც შეეხება ბეინსს, ის სრულად შეცვლის პატრის ევრას.ლეიტონი საუკეთესოა მის ამჟამინდელ კლუბში და დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ მერსისაიდული კლუბი ამ დროისთვის მოწინავე პოზიციებზეა.მისი ფასი 19 მილიონია.გადავიდეთ კევინ სტროტმანზე.ის ძალიან პერსპექტიული ჩამშლელია.იგი მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს.სწორედ მისი და ვან ბომელის დამსახურებაა ეინდჰოვენის წარმატებული თამაში ამ სეზონში.მისი ფასი მხოლოდ 10 მილიონია.ეს იყო სულ, რისი თქმაც მინდოდა.ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ალბათ ბევრი არც დამეთანხმება.ახლა კი წარმოგიდნენთ განლაგებას:

პროექტი სახელად "მენეჯერი"
პროექტი სახელად "მენეჯერი"
---
12 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
7 თებერვალი 2013 21:19
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ავტორ კარგი გუნდია მომეწონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: Chogo_14
8 თებერვალი 2013 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
kaia mara es humelsi ra ari amnairi xo ver gavige ra uketesi mcveli ar moipoveba vitom? :X jonsi evansi ar iqneba kai wyvili 3-4 welshi vitom? me magat davayenebdi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top