თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2013, 17:38
ავტორი: love united,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
პროექტი სახელად "მენეჯერი"
ჩემი, ანუ love united–ის გუნდი...
პროექტი სახელად
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ ეს პროექტი ძალიან საინტერესოა, შესაბამისად საინტერესოა მასში მონაწილეობა.ამიტომ, მადლობას ვუხდი იდეის ავტორსდა მის ორგანიზატორებს.

მინდა ვთქვა, რომ მე წარმოგიდგენთ მანჩესტერს რამდენიმე წლის შემდეგ.გუნდში აღარ იქნებიან "ვეტერანები" და 31 წელს ზემოთ ფეხბურთელები(გიგზი, სკოულზი, ფერდინანდი, ვიდიჩი და ა.შ.)გადავიდეთ გუნდზე.გუნდის ტაქტიკა არაფრით გამორჩეული იქნება–უპირატესობას კლასიკურ 4–4–2–ს ვანიჭებ, მითუმეტეს "იუნაიტედს" ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ჩემი აზრით ეს ტაქტიკა ოპტიმალურადაა მორგებული მასზე.4 მცველი მართლაც საჭიროა, თუ კლუბს რაიმე ღირებულის მიღწევა უნდა.კარგი ცენტრალური ნახევარდაცვა კი დამეთანხმებით, გამარჯვების საწინდარია.ვინგერებიც აუცილებელა რადგან რაც შეიძლება გაწელონ მეტოქის დაცვა და ნახევარდაცვა, შესაბამისად უფრო მეტი სივრცე დარჩება თავდასხმელს.ამ უკანასკნელის როლზე არაფერს ვიტყვი, ყველაფერი ნათელია.

როგორც ზმოთ ავღნიშნე, "იუნაიტედის" თითქმის ყველა ფეხბურთელი მაღალკვალიფიციურია, მაგრამ ზოგიერთი მადგანის გაყიდვა მაინც მომიწია.გუნდიდან შემდეგი ფეხბურთელები გავუშვი:ეშლი იანგი და დენი უელბეკი.ეშლი ნამდვილად ვერ ამართლებს გულშემატკივრის იმედებს და თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მატჩს, თითქმის არ მოუტანია სარგებლობა გუნდისთვის.მისი ფასი transfermarkt.co.uk–ზე 22 მილიონია.ხოლო რაც შეეხება უელბეკს, ეს ახალგაზრდა უდაოდ ნიჭიერია და საკმაოდ პერსპექტიულიცაა.მაგრამ ჩემი აზრით, მისი ადგილი ასეთი დონის თავდასმხელების გვერდით არაა–უბრალოდ მას არ ექნება დიდი სათამაშო დრო, ამიტომ ჯობია ძალა სხვა კლუბში მოსინჯოს, იქ სადაც სათამაშო დრო გარანტირებული ექნება.მისი გაყიდვით მე 15 მილიონი მივიღე.

რაც შეეხება შეძენილ ფეხბურთელებს:მანჩესტერი თითქმის არ ყიდულობს ძვირადღირებულ ფეხბურთელებს და მეც გადავწყვიტე არ გამეკეთებინა გრანდიოზული ტრანსფერები.მხოლოდ მატ ჰუმელსი, ლეიტონ ბეინსი და კევინ სტროტმანი.დაცვაში მანჩესტერს პრობლემები აქვს, მითუმეტეს რიო–ვიდას წყვილის წასვლის შემდეგ.ამიტომ ჰუმელსის ყიდვა აუცილებელია.მასში 21 მილიონი გადავიხადე.რაც შეეხება ბეინსს, ის სრულად შეცვლის პატრის ევრას.ლეიტონი საუკეთესოა მის ამჟამინდელ კლუბში და დიდი წვლილი აქვს იმაში, რომ მერსისაიდული კლუბი ამ დროისთვის მოწინავე პოზიციებზეა.მისი ფასი 19 მილიონია.გადავიდეთ კევინ სტროტმანზე.ის ძალიან პერსპექტიული ჩამშლელია.იგი მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს.სწორედ მისი და ვან ბომელის დამსახურებაა ეინდჰოვენის წარმატებული თამაში ამ სეზონში.მისი ფასი მხოლოდ 10 მილიონია.ეს იყო სულ, რისი თქმაც მინდოდა.ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ალბათ ბევრი არც დამეთანხმება.ახლა კი წარმოგიდნენთ განლაგებას:

პროექტი სახელად "მენეჯერი"
პროექტი სახელად "მენეჯერი"
---
12 კომენტარი
№1
ავტორი: love united
7 თებერვალი 2013 17:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს პროექტი გრძელდება მგონი ხო?..მოკლედ,ეს ჩემი აზრია,ბევრი არ დამეთანხმება...მაგრამ არაუშავს...ჩემი მე-2000 კომენტარი... wink
0
№2
ავტორი: Beckham 7
7 თებერვალი 2013 17:42
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
love united,
კი და ყველამ ვინც გამოგზავნეთ ეს სიახლე პმში მომწერეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: buka oboladze
7 თებერვალი 2013 17:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
love united,
შენ ძალიან წინ ხომ არ განჭვრიტე??? lol lol
ისე კარგია მემომეწონა ერთი 5 წლის შემდეგ კაი ხო 3 წლის შემდეგ ესეთი შემადგენლობა გაასწორებს smile
0
№4
ავტორი: dachi
7 თებერვალი 2013 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
კაი მომეწონა ჰუმელსი და ბეინსი
0
№5
ავტორი: UTD-Rule
7 თებერვალი 2013 18:05
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მომეწონა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: Amerigo
7 თებერვალი 2013 18:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
THEvv,
ხო ისე
0
№7
ავტორი: Lomsa099
7 თებერვალი 2013 18:34
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
მე ცოტამერე გამოვგზავნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№8
ავტორი: love united
7 თებერვალი 2013 19:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
THEvv
ნუ ჰუმელსი შეუცვლელია... wink აქ მე3 შემადგენლობის ჩამატებას აზრი აღარ ექნებოდაშესაბამისად ჯონსი-ჰუმელსი,ჰუმელსი-ევანსი და ევანსი-ჯონსი გაცვლიან ერთმანეთში ადგილებს...
0
№9
ავტორი: always ReD
7 თებერვალი 2013 19:58
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
აუ მინდა ამაზე მუშაობა და გუნდის აწყობა მარა დრო არ მრჩება ამ სკოლის შემხედვარე derpwhy
0
№10
ავტორი: koko2222
7 თებერვალი 2013 20:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 194
THEvv,
ჰულემსი,დე ხეა,რაფაელი და ვალენსია
არიან ორივე შემადგენლობაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მილანელი.ქომზე მოდენატორი რედარმი.გიზე იუზერი ნომელი?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top