თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2018, 18:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2169,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე
"წითელი ეშმაკები" მცველის ძიებაში არიან.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები იგეგმება "მანჩესტერ იუნაიტედში". დაანონსებულია გუნდში ახალი კადრების მოყვანა. გუნდის მენტორ ჟოზე მოურინიოს დაცვის და ნახევარდაცვის ხაზების გაძლიერება სურს. დღეს გავრცელებული ცნობებით, მოურინიოს სატრანსფერო სიას გერმანული გუნდის ფეხბურთელიც შეუერთდა.

პორტუგალიელ სპეციალისტს, გერმანული გრანდის "მიუნხენის ბაიერნი" ფეხბურთელის გადაბირება სურს. საუბარია ჯერომი ბოატენგზე რომელიც იუპ ჰაინკესის გუნდის უცვლელი წევრია. გრდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, კიდევ ერთი "მანჩესტერული" კლუბი "მანჩესტერ სიტი" გამოხატავს.

The Sun- ის ცნობით, ინგლისური გრანდი მზად არის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადმოიბიროს. სატრანსფერო ღირებულება გერმანელი ფეხბურთელისა კი შეადგენს 55 მილიონ ევროს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ჯერომი ბოატენგს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, შეგახსენებთ ის 2010-2011 წ.წ "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში 29- წლის ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად ანგარიშზე.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
23 მარტი 2018 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: Phil Jones
ეს რანაირი მცველია მესი ატყუებს :დ

მესი ფაქტიურად ყველა მცველს მოატყუებს მსოფლიოში, მაგრამ რაც ამას უქნა ეგ +18 იყო ჯიგარო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top