თბილისი:
მანჩესტერი:
22-03-2018, 18:59
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2174,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე
"წითელი ეშმაკები" მცველის ძიებაში არიან.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები იგეგმება "მანჩესტერ იუნაიტედში". დაანონსებულია გუნდში ახალი კადრების მოყვანა. გუნდის მენტორ ჟოზე მოურინიოს დაცვის და ნახევარდაცვის ხაზების გაძლიერება სურს. დღეს გავრცელებული ცნობებით, მოურინიოს სატრანსფერო სიას გერმანული გუნდის ფეხბურთელიც შეუერთდა.

პორტუგალიელ სპეციალისტს, გერმანული გრანდის "მიუნხენის ბაიერნი" ფეხბურთელის გადაბირება სურს. საუბარია ჯერომი ბოატენგზე რომელიც იუპ ჰაინკესის გუნდის უცვლელი წევრია. გრდა "მანჩესტერ იუნაიტედისა" ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, კიდევ ერთი "მანჩესტერული" კლუბი "მანჩესტერ სიტი" გამოხატავს.

The Sun- ის ცნობით, ინგლისური გრანდი მზად არის ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გადმოიბიროს. სატრანსფერო ღირებულება გერმანელი ფეხბურთელისა კი შეადგენს 55 მილიონ ევროს. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, ჯერომი ბოატენგს ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, შეგახსენებთ ის 2010-2011 წ.წ "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში 29- წლის ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა პირად ანგარიშზე.


წყარო: ukrainefootball
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
22 მარტი 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
კრიმიხი კოიყვანეთ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: ikeoni
22 მარტი 2018 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
რავი არაა ცუდი ვარიანტი
0
№3
ავტორი: Svanchester
22 მარტი 2018 19:24
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
კარგი მცველია, პრემიერ ლიგაში გამოცდილი, საქმე მის ასაკშია, თუმცა 29 წელი არ არის ის ასაკი რომ ტრანსფერი ამის გამო არ გაჩარხო.
0
№4
ავტორი: vale13
22 მარტი 2018 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Kimixi da kingsli comani
0
№5
ავტორი: dybbuk
22 მარტი 2018 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ამის დანახვაზე ეგრევე ის მომენტი მახსენდება მესიმ ტრა კით რო დააგდო
2
№6
ავტორი: SANDROGRIGA
22 მარტი 2018 20:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაღაც არამგონია
0
№7
ავტორი: Old Red Devil
22 მარტი 2018 22:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
როხო, სმოლინგი, ჯონსი, ლინდელოფი, ბაილი ეს 5 აცენზურაწელნი ფიზიკური მონაცემების მქონე ცენტრია და ვერცერთი ჯანმრთელი ბოლომდე ვერ ვნახე. გასაშვებია ჯონსი და როხოც, აზრი არ აქვთ მათ ყოფნა არ ყოფნას. ბაილიც რაღაც ხრუსტალის გამოდგა.
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
22 მარტი 2018 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
არ მინდა ***ას რა
0
№9
ავტორი: Phil Jones
22 მარტი 2018 23:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს რანაირი მცველია მესი ატყუებს :დ
0
№10
ავტორი: stepno
23 მარტი 2018 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
29 wlisaa baierni datanxmdeba amis transfers iset fuls uxdian. 3-4 weli kid magrad itamashebs es kaci
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top