თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2018, 18:52
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3169,
კომენტარები: 20
დიდი წმენდა "მანჩესტერში"
ზაფხულში "იუნაიტედში" წმენდა იგეგმება.
დიდი წმენდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში "სევილიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ხასიათი "ბრაიტონთან" გამართულმა შეხვედრამაც ვერ გამოუსწორა მეტიც, მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია ღიად გააკრიტიკა, პორტუგალიელი სხვა ფეხბურთელების გარჯითაც დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ დანარჩენების ვინაობა არ გაუმხელია.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, არ წყდება საუბრები ლუკ შოუს მომავალთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. შექმნილ სიტუაციას ლონდონის "ტოტენჰემის" გარდა, ლონდონის "ჩელსიც" აკვირდება.

დიდი ალბათობით ლუკ შოუ მიმდინარე ზაფხულს, გუნდიდან წასული ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება, და წამსვლელთა რიცხვი შეიძლება ორ ნიშნიანიც კი იყოს.

დავიწყოთ მეკარის პოზიციით, მოგეხსენებათ სემ ჯონსტონი აქსელ ტუანზებესთან ერთად, არენდით იმყოფება ჩემპიონშიპის ბინადარ "ასტონ ვილაში" და გუნდის პირველ ნომრადაც ითვლება, დიდი ალბათობით ბირმინგემელები სემთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებენ და 8 მილიონ ფუნტსაც დახარჯავენ.

ყველაზე მეტი ფეხბურთელი შეიძლება ითქვას დაცვის რგოლიდან წავა, ზემოთ ხსენებული ლუკ შოუს გარდა, რომელიც 25-30 მილიონადაა შეფასებული, დიდი ალბათობით იგივე ბედს გაიზიარებს დეილი ბლინდი, რომლის შეძენითაც ზამთარში "რომა" იყო დაინტერესებული. ფაქტიურად გარკვეულია მატეო დარმიანის მომავალიც, რომელიც დიდი ალბათობით "იუვენტუსის" მაისურს მოირგებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას იღებს კრის სმოლინგი, ეს მეტწილად თანაგუნდელების ტრამვების დამსახურებაა, და მასაც მოუწევს კლუბის დატოვება, შეგახსენებთ მის მომავალს ხშირად უკავშირებდნენ ლონდონის "არსენალს". კლუბს ერთი წლით დაუკავშირა საკუთარი მომავალი ეშლი იანგმა, მაგრამ მის მომავალზე საუბრები არ შეწყვეტილა და დიდი ალბათობით ინგლისელს ზაფხულში მსურველები მრავლად ეყოლება.

ნახევარმცველებიდან უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მაიკლ კერიკი ფეხბურთის ამპლუაში დაემშვიდობება გუნდს და სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. ყოველდღიურად ვრცელდება სიახლეები მარუან ფელაინისა და მისით დაინტერესებული თურქული გრანდების შესახებ. კლუბთან მოქმედი ხელშეკრულებები ერთი წლით გააგრძელეს ესპანელებმა, ხუან მატამ და ანდერ ერერამ, მაგრამ ჟურნალისტების ვარაუდით, ამის მიზეზი მათი უფასოდ დაკარგვის შიში იყო. ანდერ ერერათი დაინტერესებულ კლუბებში მადრიდის "ატლეტიკო" და "მილანის" სახელებიც ფიგურირებს. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ კლუბში დაბრუნებას ნაკლებად მოინდომებს ანდრეას პერეირა, რომელიც "ვალენსიაში" თავს ფანტასტიურად გრძნობს, და ტრამვამდე სათამაშო პრაქტიკის არ ქონასაც ნაკლებად უჩიოდა.

ყველაზე ნაკლები შანსებია, მაგრამ ფაქტია მის ტრანსფერზე მუშაობს ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი პაველ ნედვევდი, რომელიც ენტონი მარსიალის პირად აგენტს უკვე შეხვდა ერთ-ერთ ლონდონურ რესტორანში, და ფრანგის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. მარსიალმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ კლუბში ალექსის სანჩესის მოსვლის და მარჯვენა ფლანგზე გადაყვანის შემდეგ, მისმა შედეგიანობამ იკლო. სანჩესის გარდა ენტონის უშუალო კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს მარკუს რეშფორდი, რომელმაც თავის მხრივ პირადად გადაწყვიტა "ლივერპულთან" მატჩის ბედი. და ბოლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედი ლეგენდა ცალი ფეხით ამერიკაშია და როგორც ამბობენ, მისი ოჯახი ლოს ანჟელესში სახლსაც ეძებს, რომ ადგილობრივ "გალაქსიში" გააგრძელოს კარიერა.

წყარო: global.espn.com
ჭორები
20 კომენტარი
№11
ავტორი: vale13
19 მარტი 2018 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Nani da ronaldosnairi Tu ara magattan miaxloebuli mainc gvchirdeba magtnairs ver vishovit azri araaq
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
19 მარტი 2018 22:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბევრიც უნდა მოვიდეს მაშინ
0
№13
ავტორი: gogita1991
19 მარტი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
აი ვინც იძახით რო მარსიალი არ არის გასაშვებიო მაინტერესებს როგორ უნდა ათამაშოს მწვრთნელმა მარსიალი სანჩესი და რაშფორდი ერთად? არა აქვს მნიშვნელობა მაურინიო იქნება თუ გვარდიოლა სამი ერთიდაიგივე პოზიციის ფეხბურთელია და ერთერთი გასაშვებია სანჩესი ეხლა მოვიდა და მაგას ამ ზაფხულს არავინ გაუშვებს რეში კიდე მანჩესტერელია და ზოგადად ყველაზე ჟილკით ეგ თამაშობს მოსაყვანია მარჯვენა შემტევი შეიძლება დიბალას და მარსიალის გაცვლაც, იგივე პრობლემაა დაცვის მარცხენა ფლანგზე შოუ,დარმიანი,ბლინდი,იანგი 4 მარცხენა მცველია და იანგი თამაშობს ყველაზე უკეთ ჩამოთვლილთაგან არადა რეალურად ყველამ ვიცით რო იანგი შემტევია იგივეს ვიტყვი ვალენსიაზე წლებია შემტევად თამაშობდა და ეს რამდენიმე ხანია უკვე დაცვაში დახიეს და მგონი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მაგ კაცზე ორივე ფლანგზეა მოსაყვანი ტოპ მცველები როგორც გვარდიოლამ გააკეთა იანგი და ვალენცია გადავლენ ზამენაზე და მოგვარდება ეგ პრობლემაც, რაც შეეხება ნახევარდაცვას ჯერ პირველრიგში პოგბას ამბავია მოსაგვარებელი და მერე მეორე უნდა ჩამოყალიბდეს გუნდი რა სქემით და ტაქტიკით ითამაშებს ბოლოსდაბოლოს. ჟოზეს სტილია 4-2-3-1 ამ ტაქტიკაში პოგბა ვერ ქაჩავს ფაქტია რადგან დაცვითი ფუნქციების შეთავსებაც უწევს და თუ როგორ ეხერხება პოგბას დაცვა ყველამ კარგად ვიცით თუ ამ ტაქტიკას მიაწვება მოსაყვანია გუნდში ისეთი საყრდენი ვინც მატიჩის გვერდზე დადგება და გადაინაწილებს საყრდენის ფუნქციებს მაქტომინეი კი კარგი ბიჭია მარა გასაზრდელია ჯერ მაინც და ზამენისთვის იდეალური ვარიანტია, თუ ტაქტიკა შეცვალა და გადავიდა 4-3-3 ზე მაშინ ცენტრშია მოსაყვანი ისეთი ვინც მარჯვნივ დადგება მაგალითად ვერატი, რომელიც შეტევების ჩაშლას არ თაკილობს და მატიჩს დაეხმარებოდა მშვენივრად თავდაცვის დროს მოკლედ ორივე ფლანგის მცველია მოსაყვანი,მარჯვენა შემტევი ორი ნახევარმცველი და ერთ ცენტრალურს მცველსაც თუ იყიდიან კარგი იქნება ოღონდ მომსვლელი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა იყვნენ ტოპ დონის წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერს არ ექნება აზრი, ვან გაალმაც მოიყვანა 100 ფეხბურთელი მარა რა დონე იყო ყველამ კარგად ვნახეთ
2
№14
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 22:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: SANDROGRIGA
ბევრიც უნდა მოვიდეს მაშინ

მოვიდნენ მერე ჩვენი რა მიდის:)ფული ამდენი ხალხის გაყიდვის გარეშეც გვაქ და ..მე პირადად ვინგერად დაყენებულ მარსიალს მილიარდჯერ მირჩევნია ვინგერი პერიშიჩი..მითუმეტეს ფასებს შორის საკმაო სხვაობაა ანუ პერიშიჩი ბევრად იაფად მოვა მინიმუმ 20 მილიონით..დაიერის მოსვლა ორ პრობლემას ერთად ჭრის,ჯანმრთელი მცველებია დროს ნახევარდაცვაში დადგება და დამტვრეული ბაილის ან ჯონსის დროს თავისუფლად შეცვლის..მარჯვენა მცველის პრობლემას კაი ფოსუ მენსათი გადავჭრით .ანუ რეალურად სხვაობა თანხებში გაყიდულს და ნატიდს შორის კატასტროფული არ გვექნება.. მაჰრეზი პერიშიჩი გრიზმანი დაიერი ალდერვეირელდი სესენიონი სადღაც 250-280 ლიმონია და ეს ხალხი რო გაუშვათ მატას გარდა ყველა პრობლემა არ გვექნება
0
№15
ავტორი: gogita1991
19 მარტი 2018 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: gache1991
ციტატა: SANDROGRIGA
ბევრიც უნდა მოვიდეს მაშინ

მოვიდნენ მერე ჩვენი რა მიდის:)ფული ამდენი ხალხის გაყიდვის გარეშეც გვაქ და ..მე პირადად ვინგერად დაყენებულ მარსიალს მილიარდჯერ მირჩევნია ვინგერი პერიშიჩი..მითუმეტეს ფასებს შორის საკმაო სხვაობაა ანუ პერიშიჩი ბევრად იაფად მოვა მინიმუმ 20 მილიონით..დაიერის მოსვლა ორ პრობლემას ერთად ჭრის,ჯანმრთელი მცველებია დროს ნახევარდაცვაში დადგება და დამტვრეული ბაილის ან ჯონსის დროს თავისუფლად შეცვლის..მარჯვენა მცველის პრობლემას კაი ფოსუ მენსათი გადავჭრით .ანუ რეალურად სხვაობა თანხებში გაყიდულს და ნატიდს შორის კატასტროფული არ გვექნება.. მაჰრეზი პერიშიჩი გრიზმანი დაიერი ალდერვეირელდი სესენიონი სადღაც 250-280 ლიმონია და ეს ხალხი რო გაუშვათ მატას გარდა ყველა პრობლემა არ გვექნება

პერიშიჩი მარცხენაა და მაგ ფლანგზე ისედაც იმდენი ხალხი გვყავს მარჯვნივ გვინდა ვინმე მარჯვნივ, დაიერში გეთანხმები
0
№16
ავტორი: Lalana
19 მარტი 2018 22:38
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პირველ რიგში მარჯვენა ფლანგია გასაძLიერებელი.თუ რატომ ალბათ მაგას ყველა შეამჩნევდით.მარჯვნიდადან თითქმის არც ვითარდება შეტევები.ამის და გამო ვალენსიას უწევს წინ წასვლა და როდესაც კონტრშეტევას ახორციელებენ უკან ჩამოსვლა უჭირს.ამიტომაც საჭიროა მარჯვენა ვინგერი.თუ მარსიალის წასვლაზეა საუბარი,მაშინ გაგვიცვალოს იუვემ დუგლას კოშტაშI და ცოტა ფულიც დაგვიმატოს,მაგ მხრივ მოიხსნება მარჯვენა ვინგერის პოზიციის საკითხი.ასევე გვჭირდება მაღალი დონის ათიანი,მებრძოლი,რომელიც არ შეუშინდება უკან ჩამოსვლასაც.ჩემის აზრით მაგ პოზიციაზე დიბალაც მშვენივრად გაართმევს თავს და არ იქნებოდა ურიგო მაგ ბიჭIს მოყვანა.წლის ბოლოს ფოსუ მენსაც დაგვიბრუნდება,ვფიქრობ ეგ ჩაანაცვლებს ვალენსიას,ის კი დროებით სკამზე გადაინაცვლებს და ხანდახან შეცვლის ხოლმე მენსას.ასევე საჭიროა მინიმუმ ერთი მაღალი დონის მცველის მოყვანა და ასევe მაღალი დონის მარცხენა მცველის მყვანაc,რომელიც კარგად ითამაშებს დაცვაში და არ გაუჭირდება შეტევაშI ჩაბმაც და ასევე გვჭiრდება კანტესნაირი ნახევარმცველი,რომელიც თავდაუზოგავად იბრძოლებს თითოეულ ბურთზე.
0
№17
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 22:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ხო მარა სუფთა მარცხენა ვინგერი ხო არცერთი არაა.მაგიტო თორე მასე მარცხენა მცველზე ოცი კაცი გვყავს მგონი:) შოუ დარმიანი იანგი ბლინდი როხო და რავიცი კიდე მარა ხარისხი..ამ სანჩესსაც რასაც ვაკვირდები რაც მეტი თავისუფლება ექნება გუნდში უფრო პროდუქტიული იქნება და არა ისე რო დაერჭოს მაინცამაინც მარცხენა კრაიზე..აი მატა მარსიალი რეშფორდი სანჩესი ბევრს ჩამოთვლი ვისაც მარჯვენა ვინგერად დადგომა "შეუძლია" მარა სუფთა ვინგერები ხო არჩერთი არ არიან, სად მაჰრეზი რა სამუშAოსაც ასრულებს მანდედან და სად მარჯვენა ვინგერად დაყენებული მარსიალი:) ასეთი სტატისტიკა გვაქ 5 თამაში გვაქ ნათამაშები ისე რო მარჯვენა ვინგერად ან რეშფორდი ან მარსიალი გვეყენა და ყველა წაგვიგია :))
0
№18
ავტორი: gela-manchesteri777
19 მარტი 2018 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
პირველი ვინც უნდა გაუშა ეს მაურინიოა უნდა მოიყვანო მწვრთნელი და არა მკიტავი და მიხედოს გუნდს
2
№19
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 22:57
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მე პირადად ასე დავაყენებდი გუნდს .მარჯვენა მცველებად ვალენსია,მენსა
ცენტრალურ მცველებად: ბაილი,ალდერვეირელდი,ჯონსი,როხო,ლინდელოფი
მარცხენა მცველად: სესენიონი,ხანდახან როხო და თუ არ წავიდა იანგი
ნახევარმცველებად: მატიჩი,პოგბა,დაიერი მაკტომინეი.
ფლანგები: პერიშიჩი,სანჩესი,მაჰრეზი,რეშფორდი,მარსიალი
10იანზე ან ცრუ 9იანზე : გრიზმანი,დიბალა,10ზე მატა
და წინ ლუკაკუ,თუ 4-4-2 მანდ მარსიალი რეშფორდის ცდაც არ იქნებოდა ცუდი.ფაქტია ლუკაკუს ფლანგებზე გადასვლა და იქიდან პადაჩები არ ეშლება და აღარ მოუწევს მარტო ლინგარდს სირბილი..

ანუ ეს გრიზმანი დიბალა პერიშიჩი მაჰრეზი ყველას მოყვანას არ ვამბობ რა თწმაუნდა.რაც რეალური იქნება თორე მასე მარცხენა მცველად მარსელოს დავაყენებდი მარა სადაა :))
0
№20
ავტორი: WeAreUnited
20 მარტი 2018 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
კომენტარებს უყურებ და ვოცდები რა სატრანსფერო ფანჯარა გააჯმევინონ მოუს თორე წმენდა ნახეთ თქვენ ზაფხულში დეხეა წავა პოგბა წავა ცვეტში მარსიალი წავა და უყუროთ მოუს მერე როგორ იყიდის ცენზურამანჯოებს და 4ეულისთვის იბრძოლებს და მერვედფინალში შახტარი რომ გამოგვაგდებს :)
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top