თბილისი:
მანჩესტერი:
19-03-2018, 18:52
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3176,
კომენტარები: 20
დიდი წმენდა "მანჩესტერში"
ზაფხულში "იუნაიტედში" წმენდა იგეგმება.
დიდი წმენდა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში "სევილიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ჟოზე მოურინიოს ხასიათი "ბრაიტონთან" გამართულმა შეხვედრამაც ვერ გამოუსწორა მეტიც, მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკ შოუ და ანტონიო ვალენსია ღიად გააკრიტიკა, პორტუგალიელი სხვა ფეხბურთელების გარჯითაც დარჩა უკმაყოფილო, მაგრამ დანარჩენების ვინაობა არ გაუმხელია.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, არ წყდება საუბრები ლუკ შოუს მომავალთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს. შექმნილ სიტუაციას ლონდონის "ტოტენჰემის" გარდა, ლონდონის "ჩელსიც" აკვირდება.

დიდი ალბათობით ლუკ შოუ მიმდინარე ზაფხულს, გუნდიდან წასული ერთადერთი ფეხბურთელი არ იქნება, და წამსვლელთა რიცხვი შეიძლება ორ ნიშნიანიც კი იყოს.

დავიწყოთ მეკარის პოზიციით, მოგეხსენებათ სემ ჯონსტონი აქსელ ტუანზებესთან ერთად, არენდით იმყოფება ჩემპიონშიპის ბინადარ "ასტონ ვილაში" და გუნდის პირველ ნომრადაც ითვლება, დიდი ალბათობით ბირმინგემელები სემთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებენ და 8 მილიონ ფუნტსაც დახარჯავენ.

ყველაზე მეტი ფეხბურთელი შეიძლება ითქვას დაცვის რგოლიდან წავა, ზემოთ ხსენებული ლუკ შოუს გარდა, რომელიც 25-30 მილიონადაა შეფასებული, დიდი ალბათობით იგივე ბედს გაიზიარებს დეილი ბლინდი, რომლის შეძენითაც ზამთარში "რომა" იყო დაინტერესებული. ფაქტიურად გარკვეულია მატეო დარმიანის მომავალიც, რომელიც დიდი ალბათობით "იუვენტუსის" მაისურს მოირგებს. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას იღებს კრის სმოლინგი, ეს მეტწილად თანაგუნდელების ტრამვების დამსახურებაა, და მასაც მოუწევს კლუბის დატოვება, შეგახსენებთ მის მომავალს ხშირად უკავშირებდნენ ლონდონის "არსენალს". კლუბს ერთი წლით დაუკავშირა საკუთარი მომავალი ეშლი იანგმა, მაგრამ მის მომავალზე საუბრები არ შეწყვეტილა და დიდი ალბათობით ინგლისელს ზაფხულში მსურველები მრავლად ეყოლება.

ნახევარმცველებიდან უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ მაიკლ კერიკი ფეხბურთის ამპლუაში დაემშვიდობება გუნდს და სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება. ყოველდღიურად ვრცელდება სიახლეები მარუან ფელაინისა და მისით დაინტერესებული თურქული გრანდების შესახებ. კლუბთან მოქმედი ხელშეკრულებები ერთი წლით გააგრძელეს ესპანელებმა, ხუან მატამ და ანდერ ერერამ, მაგრამ ჟურნალისტების ვარაუდით, ამის მიზეზი მათი უფასოდ დაკარგვის შიში იყო. ანდერ ერერათი დაინტერესებულ კლუბებში მადრიდის "ატლეტიკო" და "მილანის" სახელებიც ფიგურირებს. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ კლუბში დაბრუნებას ნაკლებად მოინდომებს ანდრეას პერეირა, რომელიც "ვალენსიაში" თავს ფანტასტიურად გრძნობს, და ტრამვამდე სათამაშო პრაქტიკის არ ქონასაც ნაკლებად უჩიოდა.

ყველაზე ნაკლები შანსებია, მაგრამ ფაქტია მის ტრანსფერზე მუშაობს ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი პაველ ნედვევდი, რომელიც ენტონი მარსიალის პირად აგენტს უკვე შეხვდა ერთ-ერთ ლონდონურ რესტორანში, და ფრანგის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. მარსიალმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ კლუბში ალექსის სანჩესის მოსვლის და მარჯვენა ფლანგზე გადაყვანის შემდეგ, მისმა შედეგიანობამ იკლო. სანჩესის გარდა ენტონის უშუალო კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს მარკუს რეშფორდი, რომელმაც თავის მხრივ პირადად გადაწყვიტა "ლივერპულთან" მატჩის ბედი. და ბოლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედი ლეგენდა ცალი ფეხით ამერიკაშია და როგორც ამბობენ, მისი ოჯახი ლოს ანჟელესში სახლსაც ეძებს, რომ ადგილობრივ "გალაქსიში" გააგრძელოს კარიერა.

წყარო: global.espn.com
ჭორები
20 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
19 მარტი 2018 19:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მარსიალის გარდა ყველა გასაშვებია გუნდიდან.
აუცილებლად უნდა მოვიდეს,
დაცვაში;
ალესანდრო, ხიმენესი მესამე ვინმე კარგი.
ნახევარდაცვაში;
რაჯა, ან მილიკოვიჩ სავიჩი;
თავდასხმაში გუნდს დიდი გაძლიერება არ სჭირდება თუმცა თუ ვინმე კარგს დავიმატებთ ერთს არ გვაწყენს. ბეილი, დიბალა ან გრიზმანი.ლ და კანგეეეტ.
0
№2
ავტორი: shotkin
19 მარტი 2018 19:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება მარა მარსიალი ამმანჩესტერის კაცი არარის, უბრალოდ პოზიცია არ არსებობს სადაც თავისი სტილით შეეფერება ამ გუნდს , გადმოსვლის დრიდან ვამბობდი რო არის ცენტრალური თავდამსხმელი ეს კაცი და არ არის ფლანგი და მე პირადად საერთოდ არ მომწონს მარსიალი ფლანგზე 10 თამაშიდან 8 ში ისე რაა როგორც მაქსიმუმ და ეს ისე რა თუ გაკმაყოფილებთ არვიცი, ზოგადად ბევრი ზერელედ ეკიდება ამ გუნდში საქმეს და ვინც ესეთია უნდა გაუშვან რა 1 პლიუსი კიდე მოურინიოს ეგ აქ რო უკანალს არავის ულოკავს და ეგრევე ნაცენზურა როცა ამჩნევს რო უტრაკოა და პახაობს გინდ პოგბა იყოს გინდ მარსიალი ვინც გინდა.... ხოკიდე ცოტა ამომივიდა ყელში მარსაილის უჟმური სახის ყურება )))
0
№3
ავტორი: bziki
19 მარტი 2018 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ბლინდი,შოუ,დარმიანი წასულები არიან და ეგაა,მინიმუმ 4 კაცი კიდე გაყვება ვიზე როგორი შემოთავაზებები იქნება იმის მიხედვით
0
№4
ავტორი: PaLoMo
19 მარტი 2018 20:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
სწორიც იქნება და მევრთნელსაც თუ მიაყოლებენ კაი იქნება ანრომელიგაცა “ვარსკვლავი” დაგვტოვებს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: gache1991
19 მარტი 2018 20:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სმოლინგი,როხო,ბლინდი,შოუ, დარმიანი,ჯონსტონი,პერეირა მარტო ამათში გამოვა 130-150 ლიმონი..მე პირადად მარცხენა კრაიზე მიუხედავად იმისა რო მარსიალი უფრო კლასნია ვიდრე რეშფორდი ამ ეტაპზე,მაინც რადგან აქ გაზრდილია დავტოვებდი და სადღაც 70ად გავყიდიდი,ერერა ყველაზე მეტად მიყვარს მარა მისთვისაც ჯობია წავიდეს,იანგსაც სადმე ჩინეთში კაი ფასად გაუშვებდი მაგას აონდა წინადადებები და ჯამში ეს ძალიან დიდი და სერიოზული ფულია.ორივე ფლანგის მცველს ვიყიდიდი,ალდერვეიტელდს და დაიერს დავითრევდი,ცრუ ფორვარდად გრიზმანს ან დიბალას და მარჯვენა ვინგერად მაჰრეზს..მარცხნივ სანჩესი რეშფორდი მიხედავდნენ:)
0
№6
ავტორი: Karanadze
19 მარტი 2018 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 464
ციტატა: shotkin
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება მარა მარსიალი ამმანჩესტერის კაცი არარის, უბრალოდ პოზიცია არ არსებობს სადაც თავისი სტილით შეეფერება ამ გუნდს , გადმოსვლის დრიდან ვამბობდი რო არის ცენტრალური თავდამსხმელი ეს კაცი და არ არის ფლანგი და მე პირადად საერთოდ არ მომწონს მარსიალი ფლანგზე 10 თამაშიდან 8 ში ისე რაა როგორც მაქსიმუმ და ეს ისე რა თუ გაკმაყოფილებთ არვიცი, ზოგადად ბევრი ზერელედ ეკიდება ამ გუნდში საქმეს და ვინც ესეთია უნდა გაუშვან რა 1 პლიუსი კიდე მოურინიოს ეგ აქ რო უკანალს არავის ულოკავს და ეგრევე ნაცენზურა როცა ამჩნევს რო უტრაკოა და პახაობს გინდ პოგბა იყოს გინდ მარსიალი ვინც გინდა.... ხოკიდე ცოტა ამომივიდა ყელში მარსაილის უჟმური სახის ყურება )))

Xo dzma martiali unda wavides da sanchesebi moviyvanot. Daiwyo idealurad movida sanchesi gadaiyvanes zamenaze mere gikvirt rato ar kvdeba sicilito dd
0
№7
ავტორი: JuanMata
19 მარტი 2018 20:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს ხალხი ყველა თუ გაუშვეს, მეეჭვება ერთ ფანჯარაზე მოვახერხოთ გუნდის შევსება.

დაგვჭირდება მინიმუმ:
- ერთი ცენტრალური მცველი
- ორი ფლანგის მცველი
- ორი ნახევარმცველი
- მარჯვენა ვინგერი
- ფორვარდი/ათიანი/მარცხენა ვინგერი (გააჩნია წყობას და სანჩესის ადგილს).

თუ გავითვალისწინებთ ვან გაალის დროინდელ გამოცდილებას, იმ ფაქტს, რომ ერთდროულად 5-6 ახალი ფეხბურთელის გუნდში ჩასმა საკმაოდ პრობლემატურია და მოურინიოს წარუმატებელ 8 ტრანსფერის, საიდანაც რეალურად მხოლოდ ერთმა გაამართლა (მატიჩი), სკეპტიკურად ვუყურებ ამ იდეას.
იმაზე აღარაფერს ვამბობ რამხელა ხარჯებთან და შესაძლო სატრანსფერო ბანთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ამბავი.
0
№8
ავტორი: ikeoni
19 მარტი 2018 20:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
amdeni tuara savaraudod erti 4 kaci Uechveli wava
0
№9
ავტორი: Phil Jones
19 მარტი 2018 20:48
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბევრია გასაშვები. აქედან ყველა მარსიალის გარდა, არცერთი თავდამსხმელი არაა მოსაყვანი, მოსაყვანია ათიანი ბოლობოლო!! გუნდს აკლია ნახევარდაცვიდან თავდასხმამდე ბურთის მიმტანი, რეალურად მარტო მატას შეუძლია ეს ამ შემაგენლობიდან. მარცხენა და მარვენა მცველები აუცილებლად მოსაყვანია და ერთიც ნახევარმცველი, მაქსიმუმ 3-4 კაცი მეტი გუნდს არ სჭირდება.
0
№10
ავტორი: shotkin
19 მარტი 2018 20:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Karanadze
ციტატა: shotkin
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება მარა მარსიალი ამმანჩესტერის კაცი არარის, უბრალოდ პოზიცია არ არსებობს სადაც თავისი სტილით შეეფერება ამ გუნდს , გადმოსვლის დრიდან ვამბობდი რო არის ცენტრალური თავდამსხმელი ეს კაცი და არ არის ფლანგი და მე პირადად საერთოდ არ მომწონს მარსიალი ფლანგზე 10 თამაშიდან 8 ში ისე რაა როგორც მაქსიმუმ და ეს ისე რა თუ გაკმაყოფილებთ არვიცი, ზოგადად ბევრი ზერელედ ეკიდება ამ გუნდში საქმეს და ვინც ესეთია უნდა გაუშვან რა 1 პლიუსი კიდე მოურინიოს ეგ აქ რო უკანალს არავის ულოკავს და ეგრევე ნაცენზურა როცა ამჩნევს რო უტრაკოა და პახაობს გინდ პოგბა იყოს გინდ მარსიალი ვინც გინდა.... ხოკიდე ცოტა ამომივიდა ყელში მარსაილის უჟმური სახის ყურება )))

Xo dzma martiali unda wavides da sanchesebi moviyvanot. Daiwyo idealurad movida sanchesi gadaiyvanes zamenaze mere gikvirt rato ar kvdeba sicilito dd

მარსიალიზე რაც დავწერე დავწერე ჯამში რაც მანიუშია და სანჩესის მოსვლიდან მოყოლებული არ განმიხილავს ფრანგი, კარგად წაიკითხე რაც დავწერე , არცერთ ფლანგზე არარის იდეალუი ვინგერი მარსიალი ჩემი აზრით. მანჩესტერის ვინგერი წიოკიტ უნდა შედიოდეს შიგ დაცვაში , ისე როგორც ნანი რონალდო იყვნენ <3 ეგეთი სტილის ვინგერები ახასიათებს ამ გუნდს სწრაფები მსუბუქები კრეატიულები , მარიალი სულ ერთი მოძრაობით როა დაზეპირებული აქვთ მცველებს , გადაიტანს ერთმხარეს ბურთს მერე მეორე მხარეს მე შენ გეტყვი და დაკარგავს და იბრძოლებს ართმევაზე? დადგება 2 წლის განაწყენებული ბავშვის სახით. და სადღაც ძაან მძიმეცაა მომენტებში , მოკლედ არარი ამ გუნდის ტიპიური ფლანგელის ტიპაჟი ამის თქმას ვცდილობდი ზემოთაც და ეხლაც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top