თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 15:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2756,
კომენტარები: 11
რატომ გადაუხადა მადლობა მოურინიომ ჟურნალისტს
პოგბას შესახებ დასმული შეკითხვებით გადაღლილმა მოურინიომ ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა.
რატომ გადაუხადა მადლობა მოურინიომ ჟურნალისტს
ოთხშაბათს ღამე "სევილიასთან" ნათამაშები 0-0 ფრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, თავის ინტერვიუერს ჩახუტებოდა, როცა მან ახალგაზრდა სკოტ მაკტომინეიზე წამოიწყო საუბარი ნაცვლად იმისა, რომ პოლ პოგბაზე ეკითხა.

"იუნაიტედმა" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შესაძლოა, გაკვირვებული დატოვა, ვინაიდან ჟოზე მოურინიოს მიერ შერჩეული შემადგენლობა თავდაცვაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე შეტევაზე.

მატჩის შემდეგ მოურინიო საკმაოდ კარგ განწყობაზე იმყოფებოდა და როცა ჟურნალისტმა მაკტომინეის კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება იმის ნაცვლად, რომ პოლ პოგბას შესახებ ესაუბრა, მასთან ჩახუტება და მადლობის გადახდა ისურვა.

"შეიძლება ჩაგეხუტოთ?", სთხოვა მოურინიომ BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის. "პრესკოფერენციაზე ყველა პოლის შესახებ მეკითხებოდა, არადა, სწორედ ამ ბავშვზე უნდა მკითხონ.

ფანტასტიკურად ითამაშა. ყველაფერი სწორად გააკეთა. ევერ ბანეგაზე ზეწოლას ახდენდა და შეაჩერა, ის კი მათი პლეიმეიქერია. ვფიქრობ, სკოტი ბრწყინვალე იყო.

ნახევარდაცვამ კარგად დაიწყო და პოლმაც დიდი თავდადება გამოიჩინა, როცა თამაშში ჩაერთო და მატჩის დინამიკაზე გავლენა მოახდინა. მანაც კარგად ითამაშა".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:06
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ფერგის დამსახურებაა სკოტის ასე ხშირად ძირითადში თამაში. მაგრამ სკოტი რამდენად ამართლებს ამას ჯერ ვერ ვიტყვი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top