თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 15:03
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2756,
კომენტარები: 11
რატომ გადაუხადა მადლობა მოურინიომ ჟურნალისტს
პოგბას შესახებ დასმული შეკითხვებით გადაღლილმა მოურინიომ ჟურნალისტს მადლობა გადაუხადა.
რატომ გადაუხადა მადლობა მოურინიომ ჟურნალისტს
ოთხშაბათს ღამე "სევილიასთან" ნათამაშები 0-0 ფრის შემდეგ ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა, თავის ინტერვიუერს ჩახუტებოდა, როცა მან ახალგაზრდა სკოტ მაკტომინეიზე წამოიწყო საუბარი ნაცვლად იმისა, რომ პოლ პოგბაზე ეკითხა.

"იუნაიტედმა" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შესაძლოა, გაკვირვებული დატოვა, ვინაიდან ჟოზე მოურინიოს მიერ შერჩეული შემადგენლობა თავდაცვაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე შეტევაზე.

მატჩის შემდეგ მოურინიო საკმაოდ კარგ განწყობაზე იმყოფებოდა და როცა ჟურნალისტმა მაკტომინეის კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება იმის ნაცვლად, რომ პოლ პოგბას შესახებ ესაუბრა, მასთან ჩახუტება და მადლობის გადახდა ისურვა.

"შეიძლება ჩაგეხუტოთ?", სთხოვა მოურინიომ BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის. "პრესკოფერენციაზე ყველა პოლის შესახებ მეკითხებოდა, არადა, სწორედ ამ ბავშვზე უნდა მკითხონ.

ფანტასტიკურად ითამაშა. ყველაფერი სწორად გააკეთა. ევერ ბანეგაზე ზეწოლას ახდენდა და შეაჩერა, ის კი მათი პლეიმეიქერია. ვფიქრობ, სკოტი ბრწყინვალე იყო.

ნახევარდაცვამ კარგად დაიწყო და პოლმაც დიდი თავდადება გამოიჩინა, როცა თამაშში ჩაერთო და მატჩის დინამიკაზე გავლენა მოახდინა. მანაც კარგად ითამაშა".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2018 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
აუ რა კაციაა wink ისე ფერგიმ უთხრა ჟოზეს სკოტზე ხშირად ათამაშეო ოღონდ პოგბას მაგივრად არა am
2
№2
ავტორი: stepno
22 თებერვალი 2018 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სკოტი და პოგბა მართლაც კარგები იყვნენ:)) მაგრამ ეგ არაფერს ცვლის მთლიანობაში ჩვენი თამაშის ხარისხიი უბრალოდ 0
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
22 თებერვალი 2018 17:20
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ანტი ფეხბურთია ეს. ეს არის უნაიტედის სირცხვილი როცა სევილია კარში რვაჯერ გირტყავს და შენ ერთხელ. სირცხვილია,როცა სევილია გჯობნის ბურთის ფლობაში,კუთხურებში და ა.შ. დეჰეას უმადლოდენ თორე 2-0 არ აგვცდებოდა. ეს არის მთლიანად უნაიტედის სირცხვილი და იმ კაცის უპატივცემულობა,ვინც ტრიბუნაზე ზის და ყველა თამაშს ესწრება. ალექს ფერგიუსონი.ეს მწვრთნნელი არ ცემს პატივს უნაიტედის ისტორიას. ყველაა გუნდთან თამაშობდე მეორე ნომრად და შეტევის ამბიაცია არ გქონდეს. წადი პორტუში ან ინტერში რა.
2
№4
ავტორი: misteryou
22 თებერვალი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
Bazari araa gadagvirbines tamashit, momentebit, pasebis sizustita tu xarisxit tlianobashi, gvajobes, magram sevillas rom sheegdo chvenc shevugdebdit :)
0
№5
ავტორი: SANCHEZ 7
22 თებერვალი 2018 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ჟოზე შენიიიი.... სკოტმა მართლა კარგად ითამაშა
0
№6
ავტორი: VALERI.s
22 თებერვალი 2018 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
გუშინდელი თამაშით მე საერთოდ არ გამცრუებია იმედი მეტის მოლოდინი არც მქონდა. პირველი თამაში ხომ არ ჩაატარეს ეგეთი. რეალურად რისკი დიდია ჩემპიონთა ლიგაა ბოლო ბოლო და უკანასკნელი შანსი რო სეზონი გადავარჩინოთ და ზედმეტი რისკი საჭირო არ იყო. არც სევილიაა ხელწამოსაკრავი გუნდი კარგად თამაშობენ. ჯერ ყველაფერზე ხელი არ ჩამიქნევია მაგრამ თუ ოლდ ტრაფორდზეც არ შეუტიეს აი მაშინ კი გამიცრუვდება იმედი.ლუკაკუს საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდა და უნდა მოერტყა კარში.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2018 21:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აღარ იცის რა მოიგონოს
0
№8
ავტორი: gela-manchesteri777
22 თებერვალი 2018 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
სამი ასო ხარ რა მაურინიო
0
№9
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2018 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეს ახალგაზრდა კია ქერიქის ღირსეული შემცვლელი, მაგრამ ფერგის ღირსეული გამგრძელებელი ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ love am
0
№10
ავტორი: WeAreUnited
23 თებერვალი 2018 09:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
შემზიზღდა ფეხფურთი ამ თამაშის მერე რა იყო ეს ვინ სევილია რაზე გაქ პრეტენზია დავიღალე ბიჯო ამ შემადგენლობით სევილია უნდა შეგეჭამათ რა დაცვა უკან მოუხედავად უნდა მიჯდომოდით ცალკარა უნდა გეთამაშათ :)

თეატრშიც თუ ესე ათამაშე გუნდი ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებ რომ გაგაგდონ :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top