თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 18:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2120,
კომენტარები: 11
როხოს შეძენა ფრანგულ გრანდს სურს
მარკოს როხო ლიგა 1-ის ლიდერთა ინტერესის სფეროში მოექცა.
როხოს შეძენა ფრანგულ გრანდს სურს
"პარი სენ-ჟერმენი" მარკოს როხოს მდგომარეობას აკვირდება და მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება.

ჟოზე მოურინიო არგენტინელი მცველის შენარჩუნებას აპირებს და აღშფოთებულია იმის გამო, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

27 წლის მცველს მოქმედი შეთანხმება 2019 წელს ეწურება და პარიზულ გრანდს სურს, რომ 30 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ როხო გუნდის კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი წევრი გახადოს.

პსჟ-ს რიგებში ამჟამად ნეიმარი, ტიაგო სილვა, ტიაგო მოტა, მარკინიოსი, ედინსონი კავანი და როხოს თანამემამულეები, ანხელ დიმარია და ხაბიერ პასტორე ირიცხებიან. გუნდის ხელმძღვანელობას კი მარკოსის შეძენა სერიოზულად აქვს განზრახული.

ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან ახალი შეთანხმების მიღწევას და კლუბთან დაკავშირებული წყარო ირწმუნება, რომ გამოცდილ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს გაცილებით მეტ დროს დაუთმობს მოურინიო, ვიდრე ახალგაზრდებთან.

55 წლის მოურინიოს როხო თავისი გუნდის შენების გეგმებში შეჰყავს და მას მნიშვნელოვან როლს აკისრებს, ვინაიდან კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის თამაშით კმაყოფილი არ არის და ერიკ ბაიის მეწყვილედ სწორედ არგენტინელს მოიაზრებს.

როხომ გასულ სეზონში იმავე მატჩში მიიღო მუხლის ტრავმა, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და შვიდთვიანი უქმობის შემდეგ "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოახერხა მოედანზე დაბრუნება.

სამი "მშრალი" მატჩის ჩატარების შემდეგ როხომ განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაში იყო და გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა.

წყარო: thesun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri777
18 თებერვალი 2018 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
დაცვაც გვინდა და უძლიერესი გარემარბიც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top