თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 18:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2124,
კომენტარები: 11
როხოს შეძენა ფრანგულ გრანდს სურს
მარკოს როხო ლიგა 1-ის ლიდერთა ინტერესის სფეროში მოექცა.
როხოს შეძენა ფრანგულ გრანდს სურს
"პარი სენ-ჟერმენი" მარკოს როხოს მდგომარეობას აკვირდება და მის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ეცდება.

ჟოზე მოურინიო არგენტინელი მცველის შენარჩუნებას აპირებს და აღშფოთებულია იმის გამო, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

27 წლის მცველს მოქმედი შეთანხმება 2019 წელს ეწურება და პარიზულ გრანდს სურს, რომ 30 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ როხო გუნდის კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი წევრი გახადოს.

პსჟ-ს რიგებში ამჟამად ნეიმარი, ტიაგო სილვა, ტიაგო მოტა, მარკინიოსი, ედინსონი კავანი და როხოს თანამემამულეები, ანხელ დიმარია და ხაბიერ პასტორე ირიცხებიან. გუნდის ხელმძღვანელობას კი მარკოსის შეძენა სერიოზულად აქვს განზრახული.

ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან ახალი შეთანხმების მიღწევას და კლუბთან დაკავშირებული წყარო ირწმუნება, რომ გამოცდილ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს გაცილებით მეტ დროს დაუთმობს მოურინიო, ვიდრე ახალგაზრდებთან.

55 წლის მოურინიოს როხო თავისი გუნდის შენების გეგმებში შეჰყავს და მას მნიშვნელოვან როლს აკისრებს, ვინაიდან კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის თამაშით კმაყოფილი არ არის და ერიკ ბაიის მეწყვილედ სწორედ არგენტინელს მოიაზრებს.

როხომ გასულ სეზონში იმავე მატჩში მიიღო მუხლის ტრავმა, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და შვიდთვიანი უქმობის შემდეგ "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მოახერხა მოედანზე დაბრუნება.

სამი "მშრალი" მატჩის ჩატარების შემდეგ როხომ განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაში იყო და გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა.

წყარო: thesun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
18 თებერვალი 2018 18:24
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძააან მეეჭვება პსჟს ვინმემ ამაში 30 მილიონის გადახდის უფლება მიცეს, უეფა ბანს კი არა :)) არადა ამის სმოლინგის ბლინდის გაყიდვით კაი 60-70 ლიმონს ავიღებდით და ერთი ორ ზედმეტ კაცს თუ დავამატებდით დარმიანს მაგალითად კი ავალთ გრიზმანის ფულზე.რაც არ უნდა იძახოს ჟოზემ რეალურად ყველაზე მეტად შეტევაში გვიჭირს
1
№2
ავტორი: Svanchester
18 თებერვალი 2018 18:32
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ამის გაყიდვით გული ნამდვილად არ დამწყდება
0
№3
ავტორი: dato321dato
18 თებერვალი 2018 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
ამას თავში ვერაქვს ყველაფერი რიგზე და ეს მაშინვე ერყობოდა წინა გუნდში ვარჯიშებზე როაღარ დადიოდა არიქა მანჩესტერში მინდაო ასე რო ნაღდად არმეწყინება და საერთოთ ყველა გაუშვან ვან გაალმა ვინც მოიყვანა მარსიალის გარდა ნუ ბლინდზეც შეილება დაფიქრება ისიც იმიტო რო ჭკვიანი იგროკია
0
№4
ავტორი: Lalana
18 თებერვალი 2018 18:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
პირველ რიგში ბაილისთვის მეწყვილეაა საჭIრო,მეორე რიგში მაღალი დონის მარცხენა მცველი.ასევე გვჭირდება ნახევარდაცვაში მატიჩის შემცვლელი და ვიდალის ფუქნციის ფეხბურთელი და რაც მთავარია ერთი წესიერი გარემარბიი.ამხელა გუნდს,რომელიც თამაშOბს კონტრშეტევაზე წესიერი გარემარბი არ ყავს.
0
№5
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
გამორიცხულია ამის გაყიდვა
0
№6
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2018 19:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუნდის ესე დაცლას არ მივესალმები თუმცა როხოს გუნდში ყოფნას სათადარიგო მცველად ტუანზებეს შანსი მირჩევნია, ან რომელიმე ფეხბურთელის აკადემიიდან. რამის იმედი მაინც გვექნება
0
№7
ავტორი: vale13
18 თებერვალი 2018 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Wavides ogond normalurebi moiyvanon
0
№8
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2018 20:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
gasayrels gayris da mosayvans moiyvans.fuli gvaqvs da rato ar yidulobs yvelas gvardiolasavit mikvirs.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2018 20:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წელს ვერარი ფორმაში მარა ეს რო გაუშვან უკეთესი მაინც უნდა მოიყვანონ ვინმე
0
№10
ავტორი: kantona-7
18 თებერვალი 2018 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არმესმის მე იმლოგიკის როცა დარმიანი გყავს გუნდში და როხოს გაშვებას მოითხოვ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top