თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2018, 15:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 11
მოურინიო პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტია
ჟოზე ნომინაციაზე წარადგინეს.
მოურინიო პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელობის  ნომინანტია
იანვრის თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე შვიდი სპეციალისტია წარდგენილი და მათგან გამარჯვებულის გამოვლენა გულშემატკივრებს შეუძლიათ.

კარლოს კარვალჰალი ("სუონსი") - 2მ 1წ 1ფ

"სუონსი სიტის" ახალმა მწვრთნელმა გუნდის ჩაბარებისთანავე შეძლო სენსაციური გამარჯვებების მოპოვება "ლივერპულისა" და "არსენალის" წინააღმდეგ.

პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") - 3მ 0ფ 1წ

პრემიერ ლიგის ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" სამი გამარჯვება მოიპოვა და სამივე მათგანში მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა. სამი ბურთი გაიტანა ერთადერთ წაგებულ შეხვედრაში "ლივერპულთან", როცა 4-3 დამარცხდა.

ედი ჰაუ ("ბორნმუთი") 2მ 2ფ 0წ

ჰაუმ წაუგებლად ჩაატარა თვე და დაამარცხა "ჩელსი" და "არსენალი", ხოლო ორჯერ ითამაშა ფრე "ბრაიტონისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

იურგენ კლოპი ("ლივერპული) 3მ 0ფ 1წ

"ლივერპული" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. მათ ასევე გასვლაზე იმარჯვეს "ბარნლისა" და "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ, ხოლო მარცხი განიცადეს "სუონსისთან".

ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერ იუნაიტედი") 3მ 0დ 1წ

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამი გამარჯვება მოიპოვა და სამი "მშრალი" მატჩით "სტოკის", "ევერტონისა" და "ბარნლის" წინააღმდეგ, შემდეგ კი მარცხი განიცადა "ტოტენჰემთან" სტუმრად.

დევიდ მოიესი ("ვესტ ჰემი") 2მ 3ფ 0წ

მოიესმა წაუგებლად ჩაატარა თვე და დაამარცხა "ვესტ ბრომი" და "ჰადერსფილდი", ხოლო საამაყო ფრე მოიპოვა "უემბლიზე" გასვლით მატჩში "ტოტენჰემთან".

მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი") 3მ 2ფ 0წ

"დეზებმა" შთამბეჭდავად დაასრულეს თვე კარგ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებით, მანამდე კი "სუონსისა" და "ევერტონს" სძლიეს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 13 თებერვლის 03:59 საათამდე და ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პრემიერ ლიგის Facebook გვერდი.

თქვენს ხმებს შეუერთდება ექსპერტთა მოსაზრებები ამავე საკითხთან დაკავშირებით და გამოვლინდება იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი 16 თებერვალს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: gela-manchesteri777
7 თებერვალი 2018 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ციტატა: vale13
Fergiusonistan verc erti ver miva axlos

1000000ხარ

ციტატა: vale13
Fergiusonistan verc erti ver miva axlos

1000000ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top