თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2018, 15:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2056,
კომენტარები: 11
მოურინიო პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელობის ნომინანტია
ჟოზე ნომინაციაზე წარადგინეს.
მოურინიო პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელობის  ნომინანტია
იანვრის თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე შვიდი სპეციალისტია წარდგენილი და მათგან გამარჯვებულის გამოვლენა გულშემატკივრებს შეუძლიათ.

კარლოს კარვალჰალი ("სუონსი") - 2მ 1წ 1ფ

"სუონსი სიტის" ახალმა მწვრთნელმა გუნდის ჩაბარებისთანავე შეძლო სენსაციური გამარჯვებების მოპოვება "ლივერპულისა" და "არსენალის" წინააღმდეგ.

პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") - 3მ 0ფ 1წ

პრემიერ ლიგის ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" სამი გამარჯვება მოიპოვა და სამივე მათგანში მინიმუმ 3 გოლი გაჰქონდა. სამი ბურთი გაიტანა ერთადერთ წაგებულ შეხვედრაში "ლივერპულთან", როცა 4-3 დამარცხდა.

ედი ჰაუ ("ბორნმუთი") 2მ 2ფ 0წ

ჰაუმ წაუგებლად ჩაატარა თვე და დაამარცხა "ჩელსი" და "არსენალი", ხოლო ორჯერ ითამაშა ფრე "ბრაიტონისა" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.

იურგენ კლოპი ("ლივერპული) 3მ 0ფ 1წ

"ლივერპული" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა. მათ ასევე გასვლაზე იმარჯვეს "ბარნლისა" და "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ, ხოლო მარცხი განიცადეს "სუონსისთან".

ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერ იუნაიტედი") 3მ 0დ 1წ

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამი გამარჯვება მოიპოვა და სამი "მშრალი" მატჩით "სტოკის", "ევერტონისა" და "ბარნლის" წინააღმდეგ, შემდეგ კი მარცხი განიცადა "ტოტენჰემთან" სტუმრად.

დევიდ მოიესი ("ვესტ ჰემი") 2მ 3ფ 0წ

მოიესმა წაუგებლად ჩაატარა თვე და დაამარცხა "ვესტ ბრომი" და "ჰადერსფილდი", ხოლო საამაყო ფრე მოიპოვა "უემბლიზე" გასვლით მატჩში "ტოტენჰემთან".

მაურისიო პოჩეტინო ("ტოტენჰემი") 3მ 2ფ 0წ

"დეზებმა" შთამბეჭდავად დაასრულეს თვე კარგ ფორმაში მყოფ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვებით, მანამდე კი "სუონსისა" და "ევერტონს" სძლიეს.

ხმის მიცემა შესაძლებელია 13 თებერვლის 03:59 საათამდე და ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პრემიერ ლიგის Facebook გვერდი.

თქვენს ხმებს შეუერთდება ექსპერტთა მოსაზრებები ამავე საკითხთან დაკავშირებით და გამოვლინდება იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი 16 თებერვალს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2018 15:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ხმის მიცემა ძალიან მარტივია ნებისმიერისთვის, ვინც სარგებლობს ფეისბუქით. ამავე სტატიიდან შეიძლება ფეისბუქ-გვერდზე გადასვლა სტატიაში წითლად მონიშნულ სიტყვა Facebook-ზე დაწკაპუნებით. შემდეგ კი უკვე თქვენი გადასაწყვეტია, ვის მისცემთ ხმას.

მე პოჩეტინო ავირჩიე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
7 თებერვალი 2018 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
ედი ჰოუ...
0
№3
ავტორი: gache1991
7 თებერვალი 2018 15:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ულაპარაკოდ ედი ჰაუ..არსენალი და ჩელსი მიაყოლა უშანსოდ ერთი ერთმანეთს:))
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
7 თებერვალი 2018 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ედი ჰაუ იმსახურებს ნადვილად გადაბმით გრანდებთან ხანდახან ზღაპრებშიც არ გამოდის მარტივი ეგრე ჩემი ხმა ედი ჰაუსსსსს

ედი ჰაუ იმსახურებს ნადვილად გადაბმით გრანდებთან ხანდახან ზღაპრებშიც არ გამოდის მარტივი ეგრე ჩემი ხმა ედი ჰაუსსსსს
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2018 16:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ედი ჰაუმ უნდა მოიგოს წესით
0
№6
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2018 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ro Ara totenhemtan marcxi didi shansi qonda jozes
0
№7
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2018 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ikeoni
Ro Ara totenhemtan marcxi didi shansi qonda jozes

ნუ იხსენებ ძმურად მაგ დაწყევლილ დღეს :D ეგეთი საშინელი თამაში არ მინახია მანჩესტერის შესრულებით
1
№8
ავტორი: Svanchester
7 თებერვალი 2018 17:38
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ჩემი ხმა ჟოზეს

დუხზე არ დავეცემი :)))
0
№9
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2018 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
ციტატა: stepno
ციტატა: ikeoni
Ro Ara totenhemtan marcxi didi shansi qonda jozes

ნუ იხსენებ ძმურად მაგ დაწყევლილ დღეს :D ეგეთი საშინელი თამაში არ მინახია მანჩესტერის შესრულებით

მართლა რა იყო ეგ sad wink
0
№10
ავტორი: vale13
7 თებერვალი 2018 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Fergiusonistan verc erti ver miva axlos
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top