თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 13
მხითარიანის გამოსამშვიდობებელი წერილი
ჰენრიხ მხითარიანი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სევდიანი სიტყვებით დაემშვიდობა.
მხითარიანის გამოსამშვიდობებელი წერილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და აწ უკვე "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "მეთოფეებმა" "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ალექსის სანჩესი და მხითარიანი გაცვალეს. ორივე ფეხბურთელი პირველი წარმომადგენელი გახდა თავისი ქვეყნისა ახალ კლუბში, სადაც მათ 4 წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

"ემირეიტსზე" გადასვლის შემდეგ მხითარიანმა "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის მადლობის გადასახდელად სოციალურ ქსელი გამოიყენა და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"მინდა, მთელი გულით გადავუხადო მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებსა და პერსონალს, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს სიყვარულის, წადილისა და მხარდაჭერისთვის. სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის მოგებით თქვენი დიადი გუნდის ნაწილად ვიქეცი. ყოველთვის მოწიწებით გავიხსენებ ამ მომენტს და ამ მატჩს, ისევე, როგორც ჩემს სკორპიონ-გოლს ბოქსინგ დეიზე. ასევე გავიხსენებ გულშემატკივართა სიმღერას Whoa Mkhitaryan, როცა მოედანზე გამოვდიოდი. ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, ვტკბები თითოეული მათგანით, რომლებიც ერთად გავიზიარეთ. კარიერის ამ ეტაპზე უნდა ვისიამოვნო თამაშითა და მოედანზე ყოფნით. მადლობა თქვენ მთელი გულით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ცხოვრება გრძელდება!"
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: gogita1991
23 იანვარი 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: men1me
სომხური ზახოდი:))))

100%
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
23 იანვარი 2018 18:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3212
ბოლო თამაშებში როგორ ვგულშემატკივრობდი ვერ წარმოიდგენთ შანსი აქ და მეცოდებოდა რამე გამოუვიდესთქო მაგრამ აი იმენა ტიპი აჭრილი იყო ყოველ თამაშში.ფსიქოლოგიურად ვერ არის მყარი.მესმის ზეწოლა დიდია როცა მიგეწყობა ცუდი თამაშები მაგრამ ამ დროს უნდა იპოვო ძალები რო დაბრუნდე აი როგორც მარსიალმა მაგალითად ან შოუმ.ამათმა ხო შეძლეს არა?მარსიალს შენ ჩამოიყვანდი დაცვაში?ტიპი რო გადმოვიდა და ამხელა თანხა ღლაპში გადაიხადეს ამან იფიქრა არიქა ჩემი იმედით არიან თორე ჩასვრილად არიანო და მართლაც მასე იყო და გაუვარდებოდა რაღაც და ამან მთლად ვარსკვლავი ბარო თავში აუვარდა.შეიცვალა მსგომარეობა მოვიდა მოუ და უთხრა აბა ბიჭი შენ წინ დადგე და არიქა შენს იქეთ გზა არ გვაქ არ შეწუხდე ასე ვეღარ იქნებაო და უნდა ირბინო ბიძიკო თორე ხეხე სკამიო.ხოდა ხეხა კიდევ მაგრამ ძლიერი აღმოჩნდა მაინც და დაბრუნდა კარგად.შოუ კიდე გაშვებული ყავდა გუნდიდან ლინდელოფთან ერთად სასტავს მაგრამ აი მახეთ ეს ორი არის მომავალი დაცვა ჩვენი.მე მაკტომინაი მევასება და შანსებს მივცემდი.აი კერიკის ახალგაზრდობა მახსენდება და კონდიციები კარგი აქვს ეგ თუ მოიქოქა მერე ცენტრი გვეკავება
0
№13
ავტორი: lasha001
23 იანვარი 2018 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Warmatebebi kai kaci xar da madlova rom ese afaseb iunaiteds... imedi maq arsenalis lideri gaxdebi shansebi kargi gaq...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top