თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2018, 23:57
ავტორი: pogba.,
ნანახია: 2909,
კომენტარები: 17
პოლ მერსონი: ''მხითარიანი სანჩესის ტრანსფერში უნდა ჩაერთოს''
ფეხბურთის ცნობილმა ექსპერტმა პოლ მერსონმა, სანჩესის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
პოლ მერსონი: ''მხითარიანი სანჩესის ტრანსფერში უნდა ჩაერთოს''
ცნობილია, რომ ''არსენალის'' ლიდერს ალექსის სანჩესს გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, იგი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მისი ''არსენალიდან'' წასვლა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაწყვეტილია. ჩილელი ფეხბურთელის შეძენის მთავარ ფავორიტად ''სიტი'' ითვლებოდა, თუმცა ალექსისით ასევე დაინტერესდა ''იუნაიტედი'' და ''ჩელსი''.

სანჩესის სავარაუდო ტრანსფერზე ცნობილმა ექსპერტმა პოლ მერსონმა კომენტარი გააკეთა. მისი აზრით ''იუნაიტედი'' ტრანსფერში დაწინაურდა, რადგან მათ შეუძლიათ ''არსენალს'' სომეხი ფეხბურთელი მხითარიანი შესთავაზონ. მიმდინარე სეზონში მხითარიანს უჭირს სასტარტოში ადგილის დამკვიდრება, და იგი შეცვლაზეც კი იშვიათად ერთვება თამაშში, ამიტომ მისი წასვლაც სავარაუდოა.

''ჩემი აზრით სანჩესის გაყიდვა ''იუნაიტედში'' და სანაცვლოდ მხითარიანის მიღება, ძალიან კარგი გარიგება იქნება ორივე გუნდისთვის. მე ვფიქრობ, რომ მხითარიანი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, უბრალოდ მას ''იუნაიტედში'' არ ენდობიან. თუ ''არსენალი'' მას აათამაშებს ისე, როგორც გერმანიაში თამაშობდა, იგი გახდება გუნდის ახალი ლიდერი და ვარსკვლავი. სავარაუდოდ სანჩესიც და იოზილიც გუნდს ტოვებენ და ''არსენალში'' ვარსკვლავი აღარ რჩება, საინტერესოა ვისი სახელი უნდა ატარონ გულშემატკივრებმა მაისურებზე?. ეს ორივე კლუბისთვის და ასევე სომეხი ვარსკვლავისთვის შესანიშნავი გარიგება იქნება''-განაცხადა პოლ მერსონმა.

წყარო:skysports.com
ტრანსფერები
17 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
14 იანვარი 2018 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
"საინტერესოა ვისი სახელი უნდა ატარონ გულშემატკივრებმა მაისურებზე?" ეს ძაან მაგარი გააძრო lol am
0
№12
ავტორი: stepno
14 იანვარი 2018 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეგრე მოხდება დარწმუნებული ვარ ":)))))))))))))
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2018 15:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირდაპირ ისე რო იყიდონ wink
0
№14
ავტორი: Phil Jones
14 იანვარი 2018 15:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ასეა თუ ისეა, საჩესი სად წავა და ოზილი სად, ამ ყველაფრის მიუხედავად შევთახმდეთ რომ არსენალი ნელ-ნელა ხდება ევერტონის კალიბრის გუნდი, რაც არ მიხარია. ყელას როგორ ყიდიან... ალბათ ვენგერიც წავა წელს. რავიცი რავიცი... მოაშორონ რუსები და მოიყვანონ შეიხები ჯობია მათთვის )))
0
№15
ავტორი: F1RSTA
14 იანვარი 2018 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 90
ნეტა მოხდეს ესე
0
№16
ავტორი: sandroo
14 იანვარი 2018 22:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: LASHQARA
"საინტერესოა ვისი სახელი უნდა ატარონ გულშემატკივრებმა მაისურებზე?" ეს ძაან მაგარი გააძრო lol am

ჩეხი :დდ აბა არავინარაა მეტი მაგ გუნდში საკაიფო ოზილის და ალექსას გარდა
0
№17
ავტორი: Svanchester
15 იანვარი 2018 12:37
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: pogba.
ციტატა: Svani
ზოგ ზოგიერთებმა აქ შეწყვიტეთ კომენტარებში პირადი ინიციატივების გამოთქმა და თუ რამე გაწუხებთ ადმინს მიმართეთ, აქ რა სიახლე დაიწერება ვიღაც ვიღაცეების ცენზურას საქმე არ არის. ცხვირს ნუ ყოფთ იმაში რაც არ გეხებათ პირადი მოსაზრებები და გასაჩივრებები ადმინთან გამოთქვით. მე რასაც ვწერ იმ სტატიაზე ცენზურა არავინ ამითამაშოს ჩემზე მეტად არავინ არ იცის აქ რას ვწერ და რას არა. ვისაც სურვილი აქვს დაწეროს უფრო რეალური სტატიები უფრო რეალური წყაროებიდან. მაგრამ ჩემ დაწერილს და ჩემს ნაშრომს ცუდად არავინ შეეხოს.

იშრომეთ იწვალეთ ჩვენზე მწერლებზე მენეჯერებზე ადმინებზე მეტი და მერე აატლიკინეთ ეს ენები და განვიხილოთ მანამდე საჯაროდ კომენტარებს ნუ დებთ პირადში ადმინს მიმართეთ

ეხლა შემოვედი და რამე დამიწერეს? :)))))))))))

არა მეგობარო შენ არაფერი..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top