თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2018, 18:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3078,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" გეგმა: "სანჩესი ახლა, ბეილი ზაფხულში"
"წითლები" მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ჟოზე მოურინიოს გეგმებში ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შეძენა შედის, როგორიც "მეთოფეების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესია. მოკლედ, ვუდვორდი შემდეგ რაღაცას გეგმავს: "ოლდ ტრაფორდზე" სანჩესი ამ თვეშივე, ხოლო კიდევ ერთი ვარსკვლვი, ამჟამად "რეალის" შემადგენლობაში მოთამაშე გარეთ ბეილი ზაფხულში.

"წითლების" თავკაცი ჟოზე მოურინიო, შეტევით პოტენციალს სწორედ ამ ორი ფეხბურთელის მეშვეობით გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" ეს დღეებია აქტიურად უკავშირებენ "პსჟს" ბრაზილიელ ნახევარმცველ ლუკას მოურას, დღეს გავრცელებული ცნობებით "მანკუნიანელების" მთავარი სამიზნე სანჩესი გახდა.

რაც შეეხება გარეთ ბეილს, ის კვლავ რჩება მოურინიოს მთავარი სამიზნე, თუმცა ეს ტრანსფერი პორტუგალიელს ზაფხულისთვის აქვს დაგეგმილი. უელსელის შეძენის ყველაზე დიდ სურვილს სწორედ ჟოზე მოურინიო გამოთქვამს.

"სიტისა" და "იუნაიტედს" შორის ნამდვილი სატრანსფერო ციებ ცხელება დაიწყო, ვნახოთ როგორ დამთავრდება "მანჩესტერული" კიდევ ერთი დერბი. ცნობისთვის შეგახსენებთ ისევ, რომ ალექსისის გადაბირებას აქტიურად ხოსეპ გვარდიოლაც ცდილობს.



წყარო: dailystar
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
12 იანვარი 2018 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ციტატა: JuanMata
რაღაც არ მჯერა სანჩესის წამოსვლის:

1) გვარდიოლასთან თამაშობდა ბარსაში და მაგის ხელში გახდა დიდი ფეხბურთელი.
2) სანჩესს უნდა პრემიერ ლიგა და ზოგადად თასები, რაც უნდა საწყენი იყოს სიტის ეპლი ფაქტიურად ხელში უჭირავს და ლიგაზეც კარგი შანსები ექნება.
3) სიტის სათამაშო სტილი ნებისმიერი შემტევისთვის მიმზიდველია, მითუმეტეს ბარსაც და არსენალიც(რამდენადაც შეუძლია), შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

მეორე მხრივ ჩვენთან გუნდის ლიდერად იქცევა ეგრევა, არაა გამორიცხული რომ მოუმ შეტევა მაგის გარშემო ააწყოს. და ხელფასი შეგვიძლია მივცეთ დიდი.

კარგი იქნება თუ წამოვა, მაგრამ მგონია რომ სიტის ბევრად მეტი შანსი აქვს რომ წაიყვანოს.

ბეილის მოყვანის მჯერა, რეალსაც უნდა გაშვება და დიდად თავს არავინ იკლავს, თვითონაც არ იტყვის უარს მანჩესტერში თამაშზე.

სიტი ამ ეტაპზე მართლა მიმზიდველი ვარიანტია ყველა ამბიციური ფეხბურთელისთვის, როგორც აღნიშნე ეპლ-ი ფაქტიურად მოიგეს და ლიგაზეც მგონია რომ შორს წავლენ(მინიმუმ 1/2 ფინალი), მაგრამ აქ მეორე მხარეცაა, სიტიში ასნავნოის არავინ დაპირდება და გაუჭირდება კიდეც, იმიტომ რომ კონკურენცია მართლაც ძაან დიდია თან რა კლასის ხალხი ყავს სიტის შეტევაში(გინდა ფლანგი გინდა ცენტრი), მანიუში კიდე მაღალი ხელფასი, რაც სამხრეთ ამერიკელებისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია და გარანტირებული სასტარტო(ალბათ ლეგენდარული 7 ნომერიც). აქ თვითონ ფეხბურთელზეც ბევრია დამოკიდებული და მარტო არსენალის დაკერვა არაფერს მოიტანს. აი ბეილს რაც შეეხება მე პირადად საერთოდ არ მინდა, მასტი სულ დამტვრეულია და სანჩესიც არაფრითაა ნაკლები თუ მეტი არა
0
№12
ავტორი: giorgi_mg
12 იანვარი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ე ბიჭო დროზე იყიდეთ რა, დიბალა 10იანი სანჩესი 7 იანი, ალექსისი მარჯვნიდან დიბალა ცენტრიდან მარცხნიდან მარსიალი/რეშფორდი, აი ეს იქნება კონკურენტ უნარიანი გუნდი!
0
№13
ავტორი: max_skyline
12 იანვარი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
დღეს ვნახე უცხოური პოსტები ვითომ მართალია??ადიდასს ქონდა პოსტი კეთილი იყოს შენი მობრძანება ოლტრაფორდზე დიბალა.ნუ დაახლოებით ასეთი სტატია იყო.მერე წაიშალა.ხოლო მეორე ის ვიღაც ჟურნალისტი როა დი მარციო მაგან სანჩესზე დაწერა რო მანჩესტერერია უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top