მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, ჟოზე მოურინიოს გეგმებში ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შეძენა შედის, როგორიც "მეთოფეების" ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესია. მოკლედ, ვუდვორდი შემდეგ რაღაცას გეგმავს: "ოლდ ტრაფორდზე" სანჩესი ამ თვეშივე, ხოლო კიდევ ერთი ვარსკვლვი, ამჟამად "რეალის" შემადგენლობაში მოთამაშე გარეთ ბეილი ზაფხულში.
"წითლების" თავკაცი ჟოზე მოურინიო, შეტევით პოტენციალს სწორედ ამ ორი ფეხბურთელის მეშვეობით გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" ეს დღეებია აქტიურად უკავშირებენ "პსჟს" ბრაზილიელ ნახევარმცველ ლუკას მოურას, დღეს გავრცელებული ცნობებით "მანკუნიანელების" მთავარი სამიზნე სანჩესი გახდა.
რაც შეეხება გარეთ ბეილს, ის კვლავ რჩება მოურინიოს მთავარი სამიზნე, თუმცა ეს ტრანსფერი პორტუგალიელს ზაფხულისთვის აქვს დაგეგმილი. უელსელის შეძენის ყველაზე დიდ სურვილს სწორედ ჟოზე მოურინიო გამოთქვამს.
"სიტისა" და "იუნაიტედს" შორის ნამდვილი სატრანსფერო ციებ ცხელება დაიწყო, ვნახოთ როგორ დამთავრდება "მანჩესტერული" კიდევ ერთი დერბი. ცნობისთვის შეგახსენებთ ისევ, რომ ალექსისის გადაბირებას აქტიურად ხოსეპ გვარდიოლაც ცდილობს.