თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2017, 11:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2744,
კომენტარები: 19
მოურინიოს ვერდიქტი "ლესტერთნ" მატჩის შემდეგ.
მელიებთან მოპოვებული დაუგეგმავი ერთი ქულის შემდეგ ჟოზემ უკმაყოფილება გამოხატა.
მოურინიოს ვერდიქტი
ბავშვური შეცდომები

ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ხელიდან რამოდენიმე შესანიშნავი შანსი გავუშვით გოლის გასატანად. შეცდომები დავუშვით დაცვაში, შეგვეძლო ამ მატჩში ადვილად მოგვეპოვებინა გამარჯვება. პირველი ნახევრის შემდეგ ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი რომ ადვილად შეგვეძლო გამარჯვება მაშინ როდესაც ანგარიში 1-1 იყო, თუმცა რეალობა საბოლოოდ განსხვავებული გამოდგა და ქულები დავკარგეთ. ხანდახან შენ უშვებ შეცდომებს რომელსაც მოწინააღმდეგე გპატიობს, დღეს კი სიტუაცია სხვაგვარად იყო დავუშვით შეცდომები რომელიც "ლესტერმა" არ გვაპატია. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ შესანიშნავი შანსები ანგარიშის გასაზრდელად, ჩვენ დავუშვით ბევრი ბავშვური შეცდომა, როგორც მათ საჯარიმოში ასევე ჩვენ საჯარიმოშიც. საბოლოო ჯამშიდავკარგეთ მნიშვნელოვანი ორი ქულა.

ფრე როგორც მარცხი

ეს ანგარიში ჩვენთვის ავტომატურ წაგებას ნიშნავდა. ზოგჯერ როდესაც გასვლით მატჩში ქულას იღებ ბრძოლის ხარჯზე ეს ნორმალური შედეგია, მაგრამ დღეს ავიღეთ ქულა ისე რომ თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვების მოპოვებაც. ჩვენ ადვილად გამარჯვება შეგვეძლო, აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა ვიდრე მოვიპოვეთ ერთი.

სმოლინგის შესახებ

იყო თუ არა სმოლინგი ტრავმირებული როცა "ლესტერმა" ანგარიში გათანაბრა? დიხ, მე მქონდა შანსი თამაშის მსვლელობისას მესაუბრა ეშლი იანგთან სმოლინგის პრობლემაზე თამაშის მიმდინარეობისას, მას ვუთხარი რომ მატჩის დასასრულამდე კრისისთვის მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ სამუშაო, თუმცა ამან ვერ გაამართლა. ვერ შევძელით მატჩის დასასრულამდე დრო წარმატებულად გაგვეყვანა, მე არ შემიძლია მატჩის დასასრულამდე ორი წუთით ადრე ავდგე და შესვენება გამოვაცხადო იმისთვის, რომ ტაქტიკური ცვლილებები გავაკეთო მონახაზში, ფეხბურთელებს ამ დროს თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ადაპტირება უნდა შეძლონ სიტუაციაში, წაიკითხონ თამაშის მსვლელობა, რაც ამ მომენტში მათ ვერ გააკეთეს. საჯარიმოში ბავშვური შეცდომები დავუშვით, ძალიან ცუდი შეცდომები. ჩვენ ადვილად შეგვეძლო კონტრშეტევაზე გადასვლა.

რეშფორდის მომენტი

იყო თუ არა ჯარიმა მეკარისა და რეშფორდის მომენტზე? მახსოვს მან გასულ წელს მსგავსად გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი "სუონსისთან" მატჩში, ხოლო ამან დაასრულა მატჩში კითხვების დასმა თუ ვისი იყო გამარჯვება. იყო თუ არა პენალი არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, რომ მოსს ქონდა ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ამ მომენტის დროს რომ კარგად დაენახა ყველაფერი თუ რა მოხდა. ასევე მაჰრეზის სიტუაციაზე, როდესაც მან სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო კარგი გადაწყვეტილება იყო მსაჯის მხრიდან, იყო თუ არა პენალი მსაჯმა სავარაუდოდ ვერ შენიშნა კარგად, თუმცა მინდა გითხრათ რომ საბოლოო ჯამში მან შესანიშნავად განსაჯა თამაში.

პროგრესი

ჩემი გუნდის თამაშის პროგრესს რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ ეს თითოეული ცალკეული შეხვედრებიდან გავაანალიზოთ და არა როგორც ყველა ერთად აღებული. ნახევარი საათის უკან მე უკვე დავიწყე ფიქრი მომავალი შეხვედრისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამის თქმა ამ ეტაპზე ჩვენ ადვილად შეგვეძლო გამარჯვებისთვის მიგვეღწია. მე ფეხბურთელებს ამის შესახებ პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე ვუთხარი, თუმცა არ ვიცი შესაძლოა საბოლოო ანგარიში ჩემი ბრალიც იყოს".- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
24 დეკემბერი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
რანაირად მოახერხეს თამაშის ფრედ დამთავრება!- აუუ, გაგიჟდება კაცი რა, სუფთა 3 ქულა ამოაცალეს თავიანთ თავს ჯიბიდან, ჩვენ კი ნერვებზე გვ****ვენ!- დაცვაში საშინელებაა, საჩხერეს ჩიხურაა და სხვა არაფერი, ეს მომენტების განიავება ხომ, ცალკე თემაა!- ამათ უნდა მომიღონ ბოლო, თუ რა უნდათ, ვერ გამიგია!
0
№12
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბავშვური შეცდომები იმიდომ არის რომ ბავშვები და არასტაბილური ხალხი გყავს გუნდში, აბა მოიყვანე გრიზმანი პერიშიჩი ვერატი და ესეთი დონის ხალხი და ნახავ მერე რა ანგარიშებით დამთავრდება თამაშები!!!
0
№13
ავტორი: WeAreUnited
24 დეკემბერი 2017 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: giorgi_mg
ბავშვური შეცდომები იმიდომ არის რომ ბავშვები და არასტაბილური ხალხი გყავს გუნდში, აბა მოიყვანე გრიზმანი პერიშიჩი ვერატი და ესეთი დონის ხალხი და ნახავ მერე რა ანგარიშებით დამთავრდება თამაშები!!!

ეეჰ მოიყვანე კარგია ვუდვორდის გამზრდელს რომ ცენზურა მეე
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
24 დეკემბერი 2017 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს თამაში იმას გავდა, უბანში ან სოფელში რო ფეხბურთს თამაშობენ ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ის რო აგებს ვისაც ასაკით პატარები ყავს გუნდში და დიდებთან რო ვერაფერს შვებიან, აი ზუსტად ასე იყო, რაშფორდმ, ლინგარდმა და მარსიალმა გააფუჭეს ყველაფერი. ერთი თამაშით არ უნდა გააკრიტიკო მარა რადენიც გინდა იმდენი აქვთ 100% შანსები განიავებული. ყველაზე მეტად რაშფორდზე გავბრაზდი მაინც, მომენტის გაფუჭება სხვაარი, ეს ყველას მოსდის მარა ეს რო დადიოდა მოედანზე და მართლა პატარა ბავშვივით პასს არ აძლევდა ლუკაკუს უკვე ნამეტანია, სისტემატიური ხასიათი აქვს ამას, მარტო ლესტერთან არ მომხდარა, ცოტა ,,შემოლაწუნება" უნდათ
0
№15
ავტორი: stepno
24 დეკემბერი 2017 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რაშფორდისგან ესეთ საზიზღარ თამაშს არ მოველოდიი დასახვეწიაქ უამრავი რამ მაგ ბიჭს რაა ;)) მბამპეს კიდე ნუ ადარებთ მბამპე უკვე ბოლომდე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია რასაც მე უყურებ :))
0
№16
ავტორი: dybbuk
24 დეკემბერი 2017 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: SANDROGRIGA
ეს თამაში იმას გავდა, უბანში ან სოფელში რო ფეხბურთს თამაშობენ ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ის რო აგებს ვისაც ასაკით პატარები ყავს გუნდში და დიდებთან რო ვერაფერს შვებიან, აი ზუსტად ასე იყო, რაშფორდმ, ლინგარდმა და მარსიალმა გააფუჭეს ყველაფერი. ერთი თამაშით არ უნდა გააკრიტიკო მარა რადენიც გინდა იმდენი აქვთ 100% შანსები განიავებული. ყველაზე მეტად რაშფორდზე გავბრაზდი მაინც, მომენტის გაფუჭება სხვაარი, ეს ყველას მოსდის მარა ეს რო დადიოდა მოედანზე და მართლა პატარა ბავშვივით პასს არ აძლევდა ლუკაკუს უკვე ნამეტანია, სისტემატიური ხასიათი აქვს ამას, მარტო ლესტერთან არ მომხდარა, ცოტა ,,შემოლაწუნება" უნდათ

დისციპლინის პრობლემაა გუნდში, უნდა დაისაჯონ ეს ლაწირაკი მილიონერები, რეშფორდს ნახევარი საათი ქონდა მოსაფიქრებლად რა ექნა და ყველაზე ყ ლეობა აირჩია და ისიც ვერ შეასრულა, ყველაფერს რო თავი დაანებო, 10 კაციან გუნდს, მითუმეტეს ლესტერს, ბურთს საერთოდ უნდა უმალავდე მანჩესტერი რო გქვია, ჩემი აზრით ეს შედეგი დიდწილად ჟოზეს "დამსახურებაა", კაცი დებილივით ვუყურებდი როგორ დაბრუნდა სმოლინგი მოედანზე ბოლო წამებზე და ზუსტად სადაც მირბოდა იქ ჩააწოდეს, ეს ტუპოი კიდე არავინ დააზღვია და მივიღეთ დებილი მაგუაიერის გოლი(მაგან როგორ უნდა გაგიტანოს მასტი შეზღუდულად აზროვნებს, სამარცხვინოები არიან).
0
№17
ავტორი: giorgi_mg
24 დეკემბერი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისე კი კარგია რო ხვდება, ბავშვურ შეცდომებს რომ უშვებენ იქნებ მეტი იფიქროს ვარსკვლავების მოყვანაზე, ბოლო ბოლო ამოვიდა ყელში რა ეს ნახევრად ჩამოყალიბებული ფეხბურთელების მოყვანა და რეზერვიდან დაწინაურებულებზე ზრუნვა აღარ მუშაობს ეგ აღარ!
0
№18
ავტორი: Dato kutaisi
24 დეკემბერი 2017 15:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
მოუს ვერდიქტში ერთში აუცილებლად დავეთანხმები.წუთშესვენების აღება კალათბურთშია და არა ფეხბურთში.შესაბამისად ფეხბურთელებმა უნდა იაზროვნონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილებებიო თქვა და სწორიცაა.მაგრამ აქაა ზუსტად პრობლემა.არც მოუს უთქვამს პოგბასა და მატიჩისთვის ბურთი არ დაიჭიროთო, მაგრამ აქ სიხარბეც გამოჩნდა სივრცე კონტრზე რო შეექმნათ გაიქცნენ გიჟებივით და რეშფორდი პასს როგორც მიცემს სხვას მერამდენედ უნდა თავის თავზე აღება და ჩემი ფეხები გამოუდის იმიტო რო უტვინოა და მეტი არაფერი.რო ვუყურებ სულ მახსენდება ბავშვობაში უბანში რო "ტეხნარი" ბავშვი გამოერეოდა სხვაზე მეტი ტექნიკა რო ქონდა ვითომ და სულ რომ მატაობდა და ამით ბლატაობდა.არადა შედეგი არ მოქონდა უმეტესად მის მატაობებს 1-2 გაცდებოდა მესამე წაართმევდა.ასეა რეშფორდიც და უკვე მარსიალსაც დაეწყო.მარსიალი ჯერ პასებს იძლევა და ჩაწოდებებსაც სახიფათოს აკეთებს მაგრამ უჯიგროა ტიპი უხასიათო და რავი.ერთს რასაც ვერ დავაბრალებ რო ფინიშინგი არ იცისთქო და გუშინდელი ბურთის აჭრა ნაღდად კონტექსტიდან ამომხტარი იყო. ვის არ დამართნია რომელიც მეგა ვარსკვლავიც გინდა მაგრამ მარსიალთან სხვა პრეტენზია მაქ ეს მისი უხასიათობა და უჯიგრობაა.ჯიგარი იყო ლუკაკუს და მატას თამაშში გუშინ.ორივემ იმენა გუნდზე იმუშავეს და ჩხუბობდნენ კიდეც მაგრამ დანარჩენები რავიცი რაზე ფიქრობდნენ.რეში ბოთაობს, მარსიალი იბღუზება და მარტო ლუკაკუმ რა ქნას წინ.აი ლინგარდი კიდე ცალკე ფენომენია.ასეთი ჩამოუყალიბებელი ტიპი და ცანცარა არ ვიცი მე.მასზე უარესებიც გაუმაზიათ მაგრამ ზოგადად სირბილის გარდა ამან თუ იცის რამე არ ვიცი.ზოგადად ჩემი აზრია, რომ ჩვენ ჯერ სასტარტო თერთმეტეულიც არ გვყავს და თუ მეორე თერთმეტეულის ხალხიც არ გეყოლა ისე კონკურენცია არც იქნება და არც შედეგი მოვა.მე შარშან იიბრას მაზვების 9 თამაშიანი სერიაც მახსოვს.თამაშს აგებს მწვრთნელი და ფეხბურთელები.მაგრამ მწვრთნელი აგებს როცა სასტარტოს დააყენებს და შეცვლების შედეგად.აი მოედანზე კი ფეხბურთელების ბრალია 80% მაინც.კლასი არ გვაქ და როგორ გინდა გქონდეს როცა ვარსკვლავი მხოლოდ 2 გყავს დეხეა და პოგბა
0
№19
ავტორი: JuanMata
24 დეკემბერი 2017 16:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Svanski
ჩემი თხოვნა იქნება სიახლეების წერა ვისაც შეგიძლიათ და დრო გაქვთ საიტისთვის დაწეროთ სტატიები და შემოგვთავაზოთ, შესაბამისად საიტი უფრო კარგად იაქტიურებს, ეს წევრებს ეხება და არა მწერლებს. ხშირად მაქვს წვდომა საიტთან გადაგიმოწმებთ და დავდებ თქვენ სიახლეებს. ნუ დაიზარებთ.


ორი სტატია ვთარგმნე, გადახედეთ თუ მოგეწონებათ.
თუ არადა რამე მითითებები დაწერეთ, როგორი სტატიები გინდათ wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top