თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2017, 11:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2737,
კომენტარები: 19
მოურინიოს ვერდიქტი "ლესტერთნ" მატჩის შემდეგ.
მელიებთან მოპოვებული დაუგეგმავი ერთი ქულის შემდეგ ჟოზემ უკმაყოფილება გამოხატა.
მოურინიოს ვერდიქტი
ბავშვური შეცდომები

ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ხელიდან რამოდენიმე შესანიშნავი შანსი გავუშვით გოლის გასატანად. შეცდომები დავუშვით დაცვაში, შეგვეძლო ამ მატჩში ადვილად მოგვეპოვებინა გამარჯვება. პირველი ნახევრის შემდეგ ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი რომ ადვილად შეგვეძლო გამარჯვება მაშინ როდესაც ანგარიში 1-1 იყო, თუმცა რეალობა საბოლოოდ განსხვავებული გამოდგა და ქულები დავკარგეთ. ხანდახან შენ უშვებ შეცდომებს რომელსაც მოწინააღმდეგე გპატიობს, დღეს კი სიტუაცია სხვაგვარად იყო დავუშვით შეცდომები რომელიც "ლესტერმა" არ გვაპატია. ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ შესანიშნავი შანსები ანგარიშის გასაზრდელად, ჩვენ დავუშვით ბევრი ბავშვური შეცდომა, როგორც მათ საჯარიმოში ასევე ჩვენ საჯარიმოშიც. საბოლოო ჯამშიდავკარგეთ მნიშვნელოვანი ორი ქულა.

ფრე როგორც მარცხი

ეს ანგარიში ჩვენთვის ავტომატურ წაგებას ნიშნავდა. ზოგჯერ როდესაც გასვლით მატჩში ქულას იღებ ბრძოლის ხარჯზე ეს ნორმალური შედეგია, მაგრამ დღეს ავიღეთ ქულა ისე რომ თავისუფლად შეგვეძლო გამარჯვების მოპოვებაც. ჩვენ ადვილად გამარჯვება შეგვეძლო, აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ ჩვენ დავკარგეთ ორი ქულა ვიდრე მოვიპოვეთ ერთი.

სმოლინგის შესახებ

იყო თუ არა სმოლინგი ტრავმირებული როცა "ლესტერმა" ანგარიში გათანაბრა? დიხ, მე მქონდა შანსი თამაშის მსვლელობისას მესაუბრა ეშლი იანგთან სმოლინგის პრობლემაზე თამაშის მიმდინარეობისას, მას ვუთხარი რომ მატჩის დასასრულამდე კრისისთვის მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ სამუშაო, თუმცა ამან ვერ გაამართლა. ვერ შევძელით მატჩის დასასრულამდე დრო წარმატებულად გაგვეყვანა, მე არ შემიძლია მატჩის დასასრულამდე ორი წუთით ადრე ავდგე და შესვენება გამოვაცხადო იმისთვის, რომ ტაქტიკური ცვლილებები გავაკეთო მონახაზში, ფეხბურთელებს ამ დროს თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ადაპტირება უნდა შეძლონ სიტუაციაში, წაიკითხონ თამაშის მსვლელობა, რაც ამ მომენტში მათ ვერ გააკეთეს. საჯარიმოში ბავშვური შეცდომები დავუშვით, ძალიან ცუდი შეცდომები. ჩვენ ადვილად შეგვეძლო კონტრშეტევაზე გადასვლა.

რეშფორდის მომენტი

იყო თუ არა ჯარიმა მეკარისა და რეშფორდის მომენტზე? მახსოვს მან გასულ წელს მსგავსად გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი "სუონსისთან" მატჩში, ხოლო ამან დაასრულა მატჩში კითხვების დასმა თუ ვისი იყო გამარჯვება. იყო თუ არა პენალი არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, რომ მოსს ქონდა ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ამ მომენტის დროს რომ კარგად დაენახა ყველაფერი თუ რა მოხდა. ასევე მაჰრეზის სიტუაციაზე, როდესაც მან სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო კარგი გადაწყვეტილება იყო მსაჯის მხრიდან, იყო თუ არა პენალი მსაჯმა სავარაუდოდ ვერ შენიშნა კარგად, თუმცა მინდა გითხრათ რომ საბოლოო ჯამში მან შესანიშნავად განსაჯა თამაში.

პროგრესი

ჩემი გუნდის თამაშის პროგრესს რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ ეს თითოეული ცალკეული შეხვედრებიდან გავაანალიზოთ და არა როგორც ყველა ერთად აღებული. ნახევარი საათის უკან მე უკვე დავიწყე ფიქრი მომავალი შეხვედრისთვის. მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამის თქმა ამ ეტაპზე ჩვენ ადვილად შეგვეძლო გამარჯვებისთვის მიგვეღწია. მე ფეხბურთელებს ამის შესახებ პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზე ვუთხარი, თუმცა არ ვიცი შესაძლოა საბოლოო ანგარიში ჩემი ბრალიც იყოს".- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
24 დეკემბერი 2017 12:01
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ჩემი თხოვნა იქნება სიახლეების წერა ვისაც შეგიძლიათ და დრო გაქვთ საიტისთვის დაწეროთ სტატიები და შემოგვთავაზოთ, შესაბამისად საიტი უფრო კარგად იაქტიურებს, ეს წევრებს ეხება და არა მწერლებს. ხშირად მაქვს წვდომა საიტთან გადაგიმოწმებთ და დავდებ თქვენ სიახლეებს. ნუ დაიზარებთ.
1
№2
ავტორი: Manuille
24 დეკემბერი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
მანჩესტერ იუნაიტედი და ბავშვური შეცდომები :D მარა რაგინდა ბავშვები არგვყავს გუნდში
0
№3
ავტორი: The Special One
24 დეკემბერი 2017 12:09
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
"თუმცა არ ვიცი შესაძლოა საბოლოო ანგარიში ჩემი ბრალიც იყოს". რა ამისი ბრალია ლინგარდმა და რეშფორდმა ცენზურაობები რო დაიწყეს,მარსიალს კიდე ხო აეჭრა ბურთი და თან მაგის ეგეთი განიავებული მომენტი არც მახსენდება,აი რეშფორდი ვერ ვითარდება,რაც იყო წინა წელს იგივეა წელსაც,ნუ ლინგარდი კიდე ლინგარდია
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: LASHQARA
24 დეკემბერი 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს არ არის ფეხბურთის თამაში, სასწრაფოდ დასამატებელია ზამთარში ფეხბურთელები, ამათ იმედზე ჩემი მტერი იყოს, ეს ის დონე არაა რაც პრემიერლიგას მოგაგებინებს და ლიგისგან ხო საერთოდ შორს ვართ, ამ გადმოსახედიდან, პსჟ რო შეგხვდება ამ შემადგენლობით არც მინდა მაგ თამაშის ნახვა ან ბაიერნი ან ბარსა, სამწუხაროდ სიტიც ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს am
1
№5
ავტორი: Malboro463
24 დეკემბერი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
10 tamasshi erts itamashebs wesiers da imasac ver igebs. exla ityvis aris sanaxaoba ar aris shedegio da daiwyebs isev

svarkas
1
№6
ავტორი: men1me
24 დეკემბერი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
ერთი კვირის წინ დავწერე და აგერ მაგალითი,შემსრულებლების დეფიციტი გვაქვს,კი ბატონო რეშფორდს სისწრაფე აქვს მაგრამ ტექნიკაში აშკარად მოიკოჭლრბს,რაც გამოსდის სისწრაფის ხარჯზე,მოკლედ რომ ვთქვა ჯერ ბავშვია,ეს ლინგარდი კიდე სუფთა ოდელიაა.არ გვყავს მათალი კლასის ფეხბურთელები.
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
24 დეკემბერი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ იანვარშივეა მოსაყვანი ერთი-ორი ახალი მოთამაშე.
0
№8
ავტორი: PaLoMo
24 დეკემბერი 2017 13:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svanski
ჩემი თხოვნა იქნება სიახლეების წერა ვისაც შეგიძლიათ და დრო გაქვთ საიტისთვის დაწეროთ სტატიები და შემოგვთავაზოთ, შესაბამისად საიტი უფრო კარგად იაქტიურებს, ეს წევრებს ეხება და არა მწერლებს. ხშირად მაქვს წვდომა საიტთან გადაგიმოწმებთ და დავდებ თქვენ სიახლეებს. ნუ დაიზარებთ.

leptops sanam gavyididi movaswari 1siaxlis dadeba muxbe mara axla ver shevdzleb arada magrad mindoda meaqtiura siaxleebis mcriv.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: ikeoni
24 დეკემბერი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Kide Ar mjera Es tamashi ro ver moviget..Es ra iyo Ra burtebi ver gavitanet
0
№10
ავტორი: JuanMata
24 დეკემბერი 2017 13:30
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ამ თამაშში პირველ რიგში ფეხბურთელები არიან დამნაშავეები, განსაკუთრებით რეშფორდი.
მატა და ლუკაკუ ძაან შემეცოდა, მთელი სული და გული დადეს ამ თამაშში და დაიმსახურეს მოგება.

ახლა მეორე, 1 ბურთიან ანგარიშზე, ყოველთვის უკან ვიხევთ, ეს მატჩი იყო სასჯელი იმისთვის, რაც ბარნლისთან და ვესტბრომთან გავაკეთეთ, იქ გაგვიმართლა, აქ დავისაჯეთ.

ფეხბურთელების დანაშაული ყველაზე კარგად ჩანს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდებთან 1-0 ანგარიშზე, 10 კაცით ჯდები დაცვაში ბოლო 15-20 წუთი, არის იდიოტიზმი.
10 კაციან მეტოქესთან გაქვს უპირატესობა, შეგიძლია ბურთი ისე აკონტროლო, რომ საერთოდ თამაშის სურვილი დააკარგვინო, ერთი კაცი მუდამ თავისუფალი გყავს, მაგრამ "სწორი" იქნება დაცვაში ჩაჯდე და იმაზე მეტი მომენტი შეაქმნევინო 10 კაციან გუნდს ვიდრე 11-ით ქმნიდა.

მეორე ტაიმში მივეცით უზარმაზარი სივრცე, ბურთის კონტროლი დაიწყეს, საჯარიმოში და ფლანგებზე ბურთის ჩაგდებები, მარტივი ლოგიკაა, თუ მეტოქეს მისცემ ბურთს და საშუალებას, რომ შეგიტიოს, მეტი შანსი ექნება გოლის გატანის.

დავიმსახურეთ ჩვენი შემტევების უნიათო თამაშის და მთელი გუნდის უაზრო სიფრთხილის გამო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top