თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2017, 15:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2592,
კომენტარები: 13
მოურინიო ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა
"იუნაიტედი" ფრანგულ ბაზარზე გავა.
მოურინიო ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორდოს" ბრაზილიელი ვარსკვლავის, 20 წლის მალკომისთვის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს ამზადებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შესაძენად. სეზონის მეორე ნაწილში გუნდის გასაძლიერებლად გამოყოფილი 80 მილიონი ფუნტით ჟოზე მოურინიო ფლანგის ფეხბურთელის დამატებას აპირებს და მალკომი ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.

საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავდასხმის მეორე ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე მოასპარეზე ბრაზილიელმა შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემაა გააკეთა. ის იმითაც დააკმაყოფილებს მოურინიოს მოთხოვნილებებს, რომ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და თან ცაციაა.

მოურინიო შეტევის ფლანგებს რეგულარულად უთმობს მარკუს რეშფორდსა და ენტონი მარსიალს - რომლებიც ცენტრიდან შეტევას ამჯობინებენ - ან იყენებს ვინგ-ბექებს.

"კორინთიანსიდან" შეძენილი მალკომის საფასური 26 მილიონი ფუნტი იქნება, რაც სამჯერ ნაკლებია "მონაკოს" უფრო გამოცდილი ფეხბურთელის, ტომას ლემარის საფასური, რომლის გადახდასაც "ლივერპული" და "არსენალი" აპირებენ.

წყარო: thetimes
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2017 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არც მე ვიცი
0
№12
ავტორი: dzia_David
20 დეკემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ვიდეოებში შეიძლება ყველა პელეა მაგრამ მაინც ეტყობათ ხოლმე ვის რისი ცენზურა აქვს. იტოკში მე რაც ვნახე მარჯვენა ფლანგიდან ნაღდად შეუძლია გაგვაძლიეროს, სწრაფი და ტეხნარია, პასიც იცის. თან სწრაფად ამოაქვს ბურთი გამწვავებაზე და კონტრზე კარგად გამოიყენებდა ჟოზე ალბათ.
0
№13
ავტორი: Phil Jones
22 დეკემბერი 2017 14:22
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ესეთი ფეხბურთელების ყიდვვისას სულ მეშინია 10-15% იმის შანსი რომ გაამართლებს, ბრაზილიელეია თან და მაგათი მენტალიტეტიც თითქმის ჩვენნაირია, თან სად საფრანგეთი და სად ინგლისი. ბორდოს თმაშები წელს არ მინახავს, მაგრამ ისე კი ბევრი გოლი დაუგროვებია ბორდოს კვალობაზე, ძალიან სუსტი გუნდიია ბორდო წელს და იმიტომ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top