"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბორდოს" ბრაზილიელი ვარსკვლავის, 20 წლის მალკომისთვის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტს ამზადებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შესაძენად. სეზონის მეორე ნაწილში გუნდის გასაძლიერებლად გამოყოფილი 80 მილიონი ფუნტით ჟოზე მოურინიო ფლანგის ფეხბურთელის დამატებას აპირებს და მალკომი ერთ-ერთი სასურველი კანდიდატია.
საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 შეხვედრაში თავდასხმის მეორე ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე მოასპარეზე ბრაზილიელმა შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემაა გააკეთა. ის იმითაც დააკმაყოფილებს მოურინიოს მოთხოვნილებებს, რომ ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში და თან ცაციაა.
მოურინიო შეტევის ფლანგებს რეგულარულად უთმობს მარკუს რეშფორდსა და ენტონი მარსიალს - რომლებიც ცენტრიდან შეტევას ამჯობინებენ - ან იყენებს ვინგ-ბექებს.
"კორინთიანსიდან" შეძენილი მალკომის საფასური 26 მილიონი ფუნტი იქნება, რაც სამჯერ ნაკლებია "მონაკოს" უფრო გამოცდილი ფეხბურთელის, ტომას ლემარის საფასური, რომლის გადახდასაც "ლივერპული" და "არსენალი" აპირებენ.