თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2017, 14:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3182,
კომენტარები: 16
80 მილიონი ფუნტი მარსიალისთვის - შემოთავაზება მადრიდიდან
"იუნაიტედს" მორიგი გამოცდა ელის მადრიდული გრანდისგან.
80 მილიონი ფუნტი მარსიალისთვის - შემოთავაზება მადრიდიდან
მადრიდის "რეალი" აპირებს, "მანჩესტერ იუნაიტედს" მომდევნო ზაფხულს სერიოზული გამოცდა მოუწყოს სარფიანი წინადადების წაყენებით.

კილიან მბაპეს გადაბირებაში "პარი სენ-ჟერმენთან" დამარცხების შემდეგ მადრიდელთა იერარქიულ კიბეზე მიაჩნიათ, რომ ენტონი მარსიალი იდეალური კანდიდატი იქნება მათი გუნდის გასაძლიერებლად და მზად არიან, 80 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

ამ პოზიციას იზიარებს მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც, რომელსაც მიაჩნია, რომ 21 წლის ფეხბურთელი "ბერნაბეუზე" სამომავლოდ დიდ წარმატებას მიაღწევს.

კრიშტიანუ რონალდუს, კარიმ ბენზემას, ლუკა მოდრიჩის ასაკობრივი სიჭარბისა და გარეთ ბეილის ტრავმიანობის ფონზე ზიდანს გუნდში ახალგაზრდული ძალისა და სისწრაფის დამატება სურს. ახალგაზრდა ვარსკვლავი კი მისი გუნდის მომავლის იმედად მიიჩნია.

ჟოზე მოურინიოს გუნდში მარსიალს თავის მხრივ საკმაოდ უჭირდა თავის დამკვიდრება გასულ სეზონში, მაგრამ წელს მან თავისი თამაში იპოვა და 19 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გარანტირებული ადგილი სასტარტო შემადგენლობაში.

მადრიდრული კლუბისგან გამოვლენილი ინტერესი შოკში ნამდვილად არ ჩააგდებს "იუნაიტედს", რომელმაც "მონაკოდან" 2015 წელს შეძენილ ფრანგს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა შეთანხმების დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, მაგრამ წარსული სატრანსფერო ურთიერთობიდან გამომდინარე "წითლებს" ნამდვილად აქვთ მღელვარების მიზეზი.

წყარო: mirror
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
29 ნოემბერი 2017 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
shansi araa marsitoo wavides
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2017 21:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
აბა რეალი რო არ დაინტერესდეს ისე როგორ შეიძლება
0
№13
ავტორი: kulokulo
30 ნოემბერი 2017 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მარსიალის მაგივრად სხვა რამ რო შევთავაზოთ gun2
0
№14
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
30 ნოემბერი 2017 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
შანსი 0 ტოლია მოუ და მანჩესტერი მარსიალს არ ყიდის მორჩა ის დრო როცა რეალი გვახევდა ვარსკვლავებს... ეხლა პირიქით უდგას დრო რომ ჩვენ ავახიოთ ის ვინც გვინდა !!! ისე მაგარი ნაგლლები არიოან რა არის დღევანდელ დროს მარსიალში 80 მილიონი ფუნტი ამის სატრანსპერო ფასი მინიმუმ 150 მილიონი ფუნტია ცნობისთვის ყველაზე ცოტა პერსპეკტიული ახალგაზრდაა და ჯერ ფორმის პიკამდე ძალიან ბევრი უკლია თან:)))
0
№15
ავტორი: giorgi_mg
30 ნოემბერი 2017 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჩემი აზრით სანამ ჩვენთან ვუდვორდი იქნება და სანამ რეალში პერესი ტრანსფერები ამ ორ გუნდს შორის აღარ იქნება.
0
№16
ავტორი: Phil Jones
1 დეკემბერი 2017 02:20
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: makaveli
280 როგადაიხადონ არ გაუშვან. ჟოზე გაუშვან და ვანგაალი დააბრუნონ ოღონდ მარსიალი არ გაყიდონ

100 პროცენთით გეთანხმები მეც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top