თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2017, 15:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2174,
კომენტარები: 12
დე ბრუინი: "პრემიერ ლიგისთვის "სიტი" და "იუნაიტედი" იბრძოლებენ"
დე ბრუინი "სიტისთან" ერთად ფავორიტად "იუნაიტედს" ასახელებს.
დე ბრუინი:
სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში ორი გამოკვეთილი ფავორიტი არსებობს.

მისი აზრით ამ სეზონს წარმატებულად დასრულებას ამ ორი კლუბიდან ერთერთი შეძლებს, ესენია, "სიტი" რომლის შემადგენლობაშიც თვითონ ფეხბურთელი ასპარეზობს და "იუნაიტედი" რომელსაც სიტისთან ერთად წარმატებული სტარტი აქვს აღებული.

"ამ ეტაპზე ბრძოლაში ყველაზე კარგად ჩვენთან ერთად "იუნაიტედი" გამოიყურება, ისინი კარგ ფორმაში არიან, შესწევთ იმის რესურსი და უნარი ჩემპიონობისთვის იბრძოლონ, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება, შეიძლება მოხდეს ისე რომ დათმო რამოდენიმე შეხვედრა და ლიდერობა დაკარგო, ეს გამორიცხული არ არის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ჩვენი ადგილების შენარჩუნებას ცხრილის სათავეში.

ჩვენ დომინანტური ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობთ, მეტოქეებზე ზეწოლის მოხდენა გვსურს, ძნელია ყოველთვის ერთ დონეზე ითამაშო, მაგრამ ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვართ, შემიძლია ამ ეტაპზე 2 ფავორიტი დავასახელო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "სიტი" და "იუნაიტედი", საჭიროა წარმატებული ასპარეზობა მიზნის მისაღწევად".
- განაცხადა ბელგიელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
20 ოქტომბერი 2017 23:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარტო კარგი ფორმა არაა, იმ თამაშს თამაშობენ, რაც წინა სეზონში არ გამოუვიდათ. უბრალოდ დრო ჭირდებოდათ და ახლა კარგად უგებენ ერთმანეთსაც და მწვრთნელსაც. ძაან მომწონს სიტის თამაში.

მანჩესტერს ექნება შანსი წინააღმდეგობა გაუწიოს სტაბილურობით და ფიზიკური ფორმით, მთავარია მოედანზე მოსაგებად გამოვიდეთ ხოლმე.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
20 ოქტომბერი 2017 23:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
სიტისნაირი გუნდები ანუ ამ ფორმაციის და სტილის გუნდს შეიძლება ისეთი კრიზისი დაეწყოს სეზონის შუაში რო მაგრა ჩაისვაროს.ახლა პოროხი ყოფნით და აწვებიან მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება ეგ კანონზომიერებაა.დამიჯერეთ ვერც ეს ხარისხი და სილამაზე შეტევის და ვერც დიდი ანგარიშები ვერ გაგხდის ჩემპიონს.ბოლო ორი წელი აივიღოთ.ჩემპიონი ხდება ის გუნდი რომელიც ქულებს იღებს და არ კარგავს.ლესტერი ჩელსი.აბა რა ჩემი ფეხების ფეხბურთს თამაშობდნენ ახლანდელ სიტისთან შედარებით მაგრამ აი დარწმუნებული ვარ სიტი რომელიმე ინგლისის თასის გარდა ვერაფერს ვერ დადებს.მე ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ამათთან ჩვენი ჯახი.9დეკემბერს ჩემს დაბადების დღესაა და ეგებ განახარონ.ისე ბოლოს 9 დეკემბერს რო შევხვდით 2013ში 3:2 ბოლოს პერსის გოლით მოვუგეთ და გამახარეს და იმედი მაქ წელსაც ასე იქნება.მოუსი იცით რა მომწონს?აი რაც არ უნდა ჭ კლასის ფეხბურთელები მისცე მის გაწვრთნილ გუნდთან ყველას ეშინია თამაშის ნუ გრანდებს ვგულისხმობ.აი მაგალითად რეალმა სუპერ თასზე გვაჯობა ორი აზრი არაა მაგრამ ის თამაში არ უნდა წაგვეგო ძირითად დროში მაინც რეშს რო გაეტანა.აი ყველა რო გამოდის ფრთხილობს მთლად რეზერვები რო დააყენოს მოუმ მაინც ეშინია მეტოქეს.თუ მოწინააღმდეგე ყავს მოუს ლაღი და შემტევი ისე უქცევს საქმეს რო ვერ თამაშობს მოწინააღმდეგე თავის თამაშს და ამიტომ მაინტერესებს ეს დერბი როგორი იქნება და რა ფორმაში შევხვდებით ამ თამაშს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top