სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში ორი გამოკვეთილი ფავორიტი არსებობს.
მისი აზრით ამ სეზონს წარმატებულად დასრულებას ამ ორი კლუბიდან ერთერთი შეძლებს, ესენია, "სიტი" რომლის შემადგენლობაშიც თვითონ ფეხბურთელი ასპარეზობს და "იუნაიტედი" რომელსაც სიტისთან ერთად წარმატებული სტარტი აქვს აღებული.
"ამ ეტაპზე ბრძოლაში ყველაზე კარგად ჩვენთან ერთად "იუნაიტედი" გამოიყურება, ისინი კარგ ფორმაში არიან, შესწევთ იმის რესურსი და უნარი ჩემპიონობისთვის იბრძოლონ, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება, შეიძლება მოხდეს ისე რომ დათმო რამოდენიმე შეხვედრა და ლიდერობა დაკარგო, ეს გამორიცხული არ არის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ჩვენი ადგილების შენარჩუნებას ცხრილის სათავეში.
ჩვენ დომინანტური ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობთ, მეტოქეებზე ზეწოლის მოხდენა გვსურს, ძნელია ყოველთვის ერთ დონეზე ითამაშო, მაგრამ ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვართ, შემიძლია ამ ეტაპზე 2 ფავორიტი დავასახელო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "სიტი" და "იუნაიტედი", საჭიროა წარმატებული ასპარეზობა მიზნის მისაღწევად".- განაცხადა ბელგიელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.