თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2017, 13:53
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2216,
კომენტარები: 16
ფელაინი მალე გაახანგრძლივებს
ბელგიელი "იუნაიტედს" არ დატოვებს.
ფელაინი მალე გაახანგრძლივებს
ბრიტანული წყაროს ცნობით მარუან ფელაინი "იუნაიტედთან" ძალიან მალე ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ბელგიელს "წითელ ეშმაკებთან" მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავაშირებს, თუმცა, როგორც ჩანს კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა კვლავინდებურად გაგრძელდება და ბელგიელი კვლავ მანჩესტერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

ახალი ამბავი არაა, რომ ფელაინი ჟოზე მოურინოს დიდი ნდობით სარგებლობს და პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელი საუცხოოდ გამოიყურება, გააქვს გოლები და დიდ დახმარებას უწევს გუნდს. გასულ ტურში, "კრისტალ პალსთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში მარუანმა დუბლის გაფორმება მოახერხა.

ბელგიელის ასეთ ფორმას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგანდარული ფეხბურთელი რაიან გიგზი გამოეხმაურა და განცხადა, რომ იგი ძალაინ კმაყოფილია ბელგიელის ამჟამინდელი სათამაშო ფორმით. მისი აზრით ფელაინის ასეთი წარმატებული თამაში ჟოზე მოურინიოს დიდი დამსახურებაა და დაამატა, რომ პორტუგალიელის ხელში ბელგიელმა დიდი პროგრესი განიცადა.

"პოლ პოგბას არ ყოფნაში, მარუან ფელაინმა დაამტკიცა, თუ რაოდენ დიდი სარგებლის მოტანა შუეძლია მას იუნაიტედისთვის. მე მასთან ერთად ვმუშაობდი და მინდა ვთქვა, რომ მარუანი ყოველ ვარჯიშზე ბოლმდე იხარჯებოდა და დარწმუნებული ვარ ეს დღესაც ასეა. გარდა ამისა იგი ფეხბურთელებისა და მწვრთნელისაგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ის ეფექტურია, მან იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვფიქრობ მისი ამჟამინდელი შედეგი ჟოზე მოურინიოს დიდი დამსახურებაა, მარუანმა მოურინიოს ხელში დიდი პროგრსი განიცადა, ჟოზემ მას მნიშვნელოვანი მიზნები დაუსახა და შედეგიც სახეზეა." - განაცხადა უელსელმა

ამავე წყაროს ინფორმაციით ფელაინის ანაზღაურება, რომელიც კვირაში £ 80,000 შეადგენს, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ეს ციფრი ბევრად გაიზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრი და რამდენად გრძელვადაინ კონტრაქტს მაოწერს ხელს ბელგიელი ჯერჯერობით უცნობია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფელაინი ინგლისურ გრანდს 2013 წელს "ევერტონიდან" 32,4 მილიონის სანაცვლოთ შეუერთდა.

წყარო: Express
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
5 ოქტომბერი 2017 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: GaMkReLa
ჯერ არაფერი არ აქვს დამტკიცებული :) კრისტალ პალასთან კარგი თამაში არაფერს წყვეტს. ვნახოთ ლუზერებთან როგორ ითამაშებს

kristalpalasi ra shuashia? shen ggonia golit afaseben? evropa ligis finals ar uyure? :) sauketeso iyo,aseve chelsistan mogebul tamashshi wamyvani roli ekava.. :) realtan da ase shemdeg da ase shemdeg.. moiesi iyo da gundis liderobas txovda, vangaali forvardat atamashebda da ro ver itamasha gikvirdat? mou arafers txovs zedmets,da isets araferss txovs rac ar icis... rac icis kide imas aketebs :D
0
№12
ავტორი: gache1991
5 ოქტომბერი 2017 20:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Svanski
ფელაინს ნუ გავაღმერთებთ ზოგზოგიერთები.არ დაგავიწყდეთ ამის ამაზრზენი თამაშები შარშან ჯერ არაფერი დაუმტკიცებია საერთოდ.მეტს ველოდები მაგისგან ჟოზეს იმედი უფრო მაქ მაგასთან დაკავშირებით ვიდრე მაგის შეძლებს ჟოზე მაგის ათამაშებას

ეს ყველაფერი კაი მარა მე რატო დამიკომენტარე:))მე გავაღმერთე და ავიყვანე ცაში თუ:))?ამის ევრტონთან აკიდებული პენალი რო მახსოვს და შვაინსტაიგერი გვყავს გაშვებული და ეს დატოვებული:)) როი კინიც რო მახსოვს და რო ვიცი სხვებს ვინები ყავთ მაგიტო არ მინდა ამის აქ ყოფნა:)) ხო და მთავარი,ამას რო სასტავში ვხედავ და ერერას სკამზე ოოო...:))
0
№13
ავტორი: Svanchester
5 ოქტომბერი 2017 21:24
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: gache1991
ციტატა: Svanski
ფელაინს ნუ გავაღმერთებთ ზოგზოგიერთები.არ დაგავიწყდეთ ამის ამაზრზენი თამაშები შარშან ჯერ არაფერი დაუმტკიცებია საერთოდ.მეტს ველოდები მაგისგან ჟოზეს იმედი უფრო მაქ მაგასთან დაკავშირებით ვიდრე მაგის შეძლებს ჟოზე მაგის ათამაშებას

ეს ყველაფერი კაი მარა მე რატო დამიკომენტარე:))მე გავაღმერთე და ავიყვანე ცაში თუ:))?ამის ევრტონთან აკიდებული პენალი რო მახსოვს და შვაინსტაიგერი გვყავს გაშვებული და ეს დატოვებული:)) როი კინიც რო მახსოვს და რო ვიცი სხვებს ვინები ყავთ მაგიტო არ მინდა ამის აქ ყოფნა:)) ხო და მთავარი,ამას რო სასტავში ვხედავ და ერერას სკამზე ოოო...:))

არ ვიცი ჩემო ძმაო შენ რატო გიჩვენა რო დაგიკომენტარე,ნამდვილად არ დამიკომენტარებია შენთვის.ზოგადად ვისაუბრე კონკრეტული პიროვნების მიმართ არ ყოფილა ჩემო კომენტარი მიმართული. ;)

ციტატა: gache1991
Gayide sanam eset pormashia chinelebi 40limons mogvcemen ;)) ereras gaxangrdzlivebaze araferi iwereba da shou iangi felainize erti ambavia..

თან შესანიშნავი კომენტარი გაგიკეთებია ;) ჩინელები ფელაინში მეტსაც გადაიხდიან

მაგრამ იმსახურებს ბოლო თამაშებიდან შანსს ამ სეზონში კარგად მოქმედებს ფელე :)
0
№14
ავტორი: gache1991
5 ოქტომბერი 2017 21:26
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეგ არაფერი:))დამხვდა შეტყობინებებში და გამიკვირდა:))მეც მაგ აზრზე ვარ რო ძაან გადაჭარბებულია ამაზე ატეხილი აჟიოტაჟი:)ძაან მიკვირს რატო ვუფორმებთ 29-32 წლის იანგი ფელაინის კონტრაქტებს როცა ერთსაც და მეორესაც თუ მივაბრძანებთ და რამდენიმე ლიმონს თუ დავამატებთ დავითრევთ მაგალითად კრისტიან ერიკსენს რომელიც წარმოიდგინე რო მიუხედავად ამდენი წლის ეპლის გამცდილებისა და ასეთი უმაგრესი სტატისტიკისა ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 25!!!! წლის არი.და წარმოიდგინე პოგბა-ერიკსენი წინ მარსიალი ლუკაკუ რეშფორდი.არცერთი 25ზე მეტის არ არი..ტეორიულად გამორიცხულია რო მაგ გუნდმა 2-3 წელიწადში თუნდაც ლიგაზე ვერ გაიწიოს,არაფერს ვამბობ ეპლს რომელშიც ერიქსენი ბოლო წელების ერთერთი საუკეტესოა,და ძაან მიკვირს რატო არავინ ცალიჩობს:))
0
№15
ავტორი: Svanchester
5 ოქტომბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
დაგეთანხმები ერიქსენზე ფიქრი ყველაზე მეტად შეიძლება მაგრამ ჩვენი ჟოზე ძაან უცნაური პიროვნებაა და იანგი ფელაინებით დადებს ტიტულს:)))
0
№16
ავტორი: gache1991
5 ოქტომბერი 2017 21:39
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დადოს მასე ფერგი ფლეჩერი ვეს ბრაუნით,ბელიონით,ერიკ ჯემბაჯემბათი:))კლებერსონით და ვანდერგოუებით დებდა ტიტულებს და რათქმაუნდა 22ვე ფეხბურთელი ჰაიკლასი ვერ გეყოლება მარა ერიქსენი და ეგეთი იგროკები ხო ბევრად აიოელებენ საქმეს.მინიმუმ 10 გოლს და მინიმუმ 15 ასისტს დადებს სეზონში...კუთხურის ნორმალური ჩამწოდებელიც იქნება,ბლინდი რო აწოდებს ბურთი რო მაღლა ვერ აუტანია და ასე შემდეგ,მატა ძაან მიყვარს და ვაფასებ მაგრამ რეალურად 10იანზე ეპლშI ერიქსენი სილვასავით ვერავინ თამაშობს..დებრუინი კიდე სხვა სტილია..რავი არ გვაწყენდა ნამვილად.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top