ბელგიელი "იუნაიტედს" არ დატოვებს.
ბრიტანული წყაროს ცნობით მარუან ფელაინი "იუნაიტედთან" ძალიან მალე ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ბელგიელს "წითელ ეშმაკებთან" მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავაშირებს, თუმცა, როგორც ჩანს კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა კვლავინდებურად გაგრძელდება და ბელგიელი კვლავ მანჩესტერული კლუბის ღირსებას დაიცავს.
ახალი ამბავი არაა, რომ ფელაინი ჟოზე მოურინოს დიდი ნდობით სარგებლობს და პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელი საუცხოოდ გამოიყურება, გააქვს გოლები და დიდ დახმარებას უწევს გუნდს. გასულ ტურში, "კრისტალ პალსთან" 4:0 მოგებულ შეხვედრაში მარუანმა დუბლის გაფორმება მოახერხა.
ბელგიელის ასეთ ფორმას "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგანდარული ფეხბურთელი რაიან გიგზი გამოეხმაურა და განცხადა, რომ იგი ძალაინ კმაყოფილია ბელგიელის ამჟამინდელი სათამაშო ფორმით. მისი აზრით ფელაინის ასეთი წარმატებული თამაში ჟოზე მოურინიოს დიდი დამსახურებაა და დაამატა, რომ პორტუგალიელის ხელში ბელგიელმა დიდი პროგრესი განიცადა.
"
პოლ პოგბას არ ყოფნაში, მარუან ფელაინმა დაამტკიცა, თუ რაოდენ დიდი სარგებლის მოტანა შუეძლია მას იუნაიტედისთვის. მე მასთან ერთად ვმუშაობდი და მინდა ვთქვა, რომ მარუანი ყოველ ვარჯიშზე ბოლმდე იხარჯებოდა და დარწმუნებული ვარ ეს დღესაც ასეა. გარდა ამისა იგი ფეხბურთელებისა და მწვრთნელისაგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ის ეფექტურია, მან იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვფიქრობ მისი ამჟამინდელი შედეგი ჟოზე მოურინიოს დიდი დამსახურებაა, მარუანმა მოურინიოს ხელში დიდი პროგრსი განიცადა, ჟოზემ მას მნიშვნელოვანი მიზნები დაუსახა და შედეგიც სახეზეა." - განაცხადა უელსელმა
ამავე წყაროს ინფორმაციით ფელაინის ანაზღაურება, რომელიც კვირაში £ 80,000 შეადგენს, ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ეს ციფრი ბევრად გაიზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრი და რამდენად გრძელვადაინ კონტრაქტს მაოწერს ხელს ბელგიელი ჯერჯერობით უცნობია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფელაინი ინგლისურ გრანდს 2013 წელს "ევერტონიდან" 32,4 მილიონის სანაცვლოთ შეუერთდა.
წყარო:
Express