თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2017, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 11
ლუკაკუს კოჭზე პრობლემა აღმოაჩნდა
რომელუ ლუკაკუმ უმნიშვნელო ტრავმა მიიღო.
ლუკაკუს კოჭზე პრობლემა აღმოაჩნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პრემიერ ლიგის ეგიდით შაბათს "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩში კოჭი დაიზიანა, თუმცა სერიოზული არაფერია.

გასულ უიქენდზე ლუკაკუმ სრული მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და თავისი მე-7 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, რითაც თავის გუნდს 4-0 გამარჯვებაში დაეხმარა.

თუმცა, ბელგიის ნაკრებში გამოძახების შემდეგ მას კოჭის ტკივილები ჰქონდა. ორშაბათს 24 წლის ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარეს, რომლის შედეგებიც ოპტიმისტური გამოდგა.

"რომელუ ლუკაკუმ სრული გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც გამოავლინა, რომ მას არც მოტეხილობა აქვს და არც სტრუქტურული დაზიანება",
- ნათქვამია ბელგიის საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

უსაფრთხოების მიზნით ლუკაკუ უახლოეს დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ბოსნიასა და კვიპროსთან გასამართ მატჩებში მისი მონაწილეობა გამორიცხული არ არის.

აქვე დავამატებთ, რომ ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს ლუკაკუს თამაშით გარისკვის მიზეზი არ აქვს, ვინაიდან ბელგიელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე გაინაღდეს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
4 ოქტომბერი 2017 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: miqaeli
ამათ მგონი მაურინიომ დაავალა ტკივილები მოიმიზეზეთო როა რ გადაიღალონ და ლივერპული გახიონ საკაიფოდ :))))

ბაზარი არააა ისე ლივერპულის კივილი მინდა მათივე სტადიონზე ისე გახიე ჟოზე როგოც იცი პლეისტეიშენში რო შეილება 0 - 7 და ასე შენდეგ რო უკან რო მოიხედონ შერცხვენ რო კრუგი რო მოვა კიდე რო შევდეთ კლოპკლერებს მათდა უნებურად გასსხან მოვდივართ ლივერპულლლ ომი უნდა გამოგიცხადოთ 100000 დოლარს გავიღებდი რო მქონოდა დედას ვფიცავარ ოღონდ თქვენი ფარჩაკი სახე მენახე დიდი ანგარიშით რო გაეხია მანჩეს თქვენი თავი რო ერთხელ და სამუდამუდ დადუმდეთ რო ინგლიში მანჩესტერია მეფე თქვენ კი ვეზირები ხართ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top