თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2017, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 11
ლუკაკუს კოჭზე პრობლემა აღმოაჩნდა
რომელუ ლუკაკუმ უმნიშვნელო ტრავმა მიიღო.
ლუკაკუს კოჭზე პრობლემა აღმოაჩნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ პრემიერ ლიგის ეგიდით შაბათს "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩში კოჭი დაიზიანა, თუმცა სერიოზული არაფერია.

გასულ უიქენდზე ლუკაკუმ სრული მატჩი ჩაატარა "ოლდ ტრაფორდზე" და თავისი მე-7 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში, რითაც თავის გუნდს 4-0 გამარჯვებაში დაეხმარა.

თუმცა, ბელგიის ნაკრებში გამოძახების შემდეგ მას კოჭის ტკივილები ჰქონდა. ორშაბათს 24 წლის ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარეს, რომლის შედეგებიც ოპტიმისტური გამოდგა.

"რომელუ ლუკაკუმ სრული გამოკვლევა ჩაიტარა, რომელმაც გამოავლინა, რომ მას არც მოტეხილობა აქვს და არც სტრუქტურული დაზიანება",
- ნათქვამია ბელგიის საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

უსაფრთხოების მიზნით ლუკაკუ უახლოეს დღეებში ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით ბოსნიასა და კვიპროსთან გასამართ მატჩებში მისი მონაწილეობა გამორიცხული არ არის.

აქვე დავამატებთ, რომ ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს ლუკაკუს თამაშით გარისკვის მიზეზი არ აქვს, ვინაიდან ბელგიელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე გაინაღდეს.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
3 ოქტომბერი 2017 11:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამის ტრავმა ნამდვილად არ გვინდა, არც სხვა დანარჩენის. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გვაქვს და არ უნდა დავკარგოთ ქულები.
0
№2
ავტორი: thereds.
3 ოქტომბერი 2017 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ეს გადაიღლება სადღაც. უნდა შეასვენოს ჟოზემ. იბრა დაბრუნდეს მალე რა
0
№3
ავტორი: ikeoni
3 ოქტომბერი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Ar atamashos raa
0
№4
ავტორი: Svanchester
3 ოქტომბერი 2017 13:03
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
რობოტი ხარ ლუკა ტრამვას შენთან რა უნდა
1
№5
ავტორი: gache1991
3 ოქტომბერი 2017 13:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Xoda daabrunon ra.atasi kaci yavt visac praqtika chirdeba.tundac azari romelic exla dabrunda,mertensi saxes ixevs napolishi,oriji yavs luzerpuls arendit gashvebuli da shansi iqneba da ravici kide mismeti rayavt xutgunds eyopa.

Lovreni matipis wyvili yavs gadasaxvevtan 14shu:D ra dros tramvaa:)) jonsis tramvac sakmarisad am sanakrebo pauzaze..
0
№6
ავტორი: gaga1987
3 ოქტომბერი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია დაბრუნდება ისე რომ ითამაშოს ყლივერპულთან
1
№7
ავტორი: dzia_David
3 ოქტომბერი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
დააყენოს ხოდა Batshuayi. იქ ბენტეკე ყავს აქეთ იქით მერტენს, ჰაზარი, დე ბრუინი, ჩვენი ბუჩქი, კარასკო , დემბელე ეს ბოსნიაც ვიღაა შაპიტოაა :D :D ბოლო ბოლოო 9 ქულიანს ხო არ მოუგებს ;დდდ რომელუს ლივერპული ყავს გასაუპატიურებელი. :D DD
1
№8
ავტორი: stepno
3 ოქტომბერი 2017 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნეტაა არ ითამაშოს რაა ნაკრებში
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ ათამაშოს ჯობია
0
№10
ავტორი: miqaeli
3 ოქტომბერი 2017 22:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
ამათ მგონი მაურინიომ დაავალა ტკივილები მოიმიზეზეთო როა რ გადაიღალონ და ლივერპული გახიონ საკაიფოდ :))))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top