თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2017, 08:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 15
მარსიალი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა
სამი საგოლე გადაცემისა და გოლის ავტორი ცსკა-სთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მარსიალი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა
ენტონი მარსიალმა მოსკოვის ცსკა-სთან თვალისმომჭრელი თამაშის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.

ფრანგმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო აღნიშნული ჯილდო და კლუბის ოფიციალურ "თვითერზე" ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 85% ერგო, დანარჩენ ორ ნომინანტს, რომელუ ლუკაკუსა და ჰენრიხ მხითარიანს კი 10 და 5 პროცენტი შესაბამისად.

მარსიალმა კლუბის მიერ გატანილ ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ მან გაიტანა 11-მეტრიანიდან, ხოლო 3 დანარჩენი გოლის ავტორს ასისტენტობა გაუწია.

ცსკა-ს დაცვისთვის თავბრუდამხვევი ტრიუკებისა და სიმწვავის ჩვენების შედეგად მარსიალმა მიმდინარე სეზონში თავისი გოლების რაოდენობა 5-ს გაუტოლა, რაც მხოლოდ 3-ითაა ნაკლები მთელ გასულ სეზონში გატანილ გოლებზე.

და, რა თქმა უნდა, მოურინიო მოხარულია: "მას ესმის და იღებს იმას, რაც მინდა. ვფიქრობ, თავად თამაშიც მოერგო მის უნარებს, ჩვენი სათამაშო სტილიც ასევე. მას თავისუფლება და მხარდაჭერა აქვს, მის ირგვლივაც ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა და ბედნიერი ვარ.

გასაგებია, რომ გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, პენალტიდანაც კი, მაგრამ მისი სარგებლიანობაც კარგი იყო. სამწუხაროა, რომ 90 წუთი ვერ გაჩერდა მოედანზე, ვაპირებდი, ბოლომდე დამეტოვებინა."
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
28 სექტემბერი 2017 11:16
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Eg y elaperi Kai mara mekaris agebuls ro amatebs kaci is asistad ar itvleba da mxitarianis goli rato chaetvala??dzaan kai mara mase lukakum ro ver gaitana stoktan da damatebaze sheagdo mxitarians asisti ar chaetvala da...
0
№12
ავტორი: ikeoni
28 სექტემბერი 2017 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
ძალიან მაგარი გვყავს იმენა შეუჩერებელია love
0
№13
ავტორი: Mixito
28 სექტემბერი 2017 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: giorgi_mg
ბლინდმაც კარგად ითამაშა, აშკარად მოდის ხოდზე დეილიც

მოუს ხელში ფელაინმა ათაამაშდა და ბლინდი რასიზამს
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
28 სექტემბერი 2017 12:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დაიმსახურა კიდეც
0
№15
ავტორი: giorgi_mg
28 სექტემბერი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Mixito
ციტატა: giorgi_mg
ბლინდმაც კარგად ითამაშა, აშკარად მოდის ხოდზე დეილიც

მოუს ხელში ფელაინმა ათაამაშდა და ბლინდი რასიზამს

დარმიანს ვერავინ ვერაფერი მოუხერხა :)) ისე ერერა ძალიან ცუდ ფორმაშია იმედია მოუმატებს თორე ამ თამაშით სასტავში შანსი არ აქვს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top