ენტონი მარსიალმა მოსკოვის ცსკა-სთან თვალისმომჭრელი თამაშის შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.
ფრანგმა ძალიან დამაჯერებლად მოიგო აღნიშნული ჯილდო და კლუბის ოფიციალურ "თვითერზე" ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ხმების 85% ერგო, დანარჩენ ორ ნომინანტს, რომელუ ლუკაკუსა და ჰენრიხ მხითარიანს კი 10 და 5 პროცენტი შესაბამისად.
მარსიალმა კლუბის მიერ გატანილ ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთ-ერთი უშუალოდ მან გაიტანა 11-მეტრიანიდან, ხოლო 3 დანარჩენი გოლის ავტორს ასისტენტობა გაუწია.
ცსკა-ს დაცვისთვის თავბრუდამხვევი ტრიუკებისა და სიმწვავის ჩვენების შედეგად მარსიალმა მიმდინარე სეზონში თავისი გოლების რაოდენობა 5-ს გაუტოლა, რაც მხოლოდ 3-ითაა ნაკლები მთელ გასულ სეზონში გატანილ გოლებზე.
და, რა თქმა უნდა, მოურინიო მოხარულია: "მას ესმის და იღებს იმას, რაც მინდა. ვფიქრობ, თავად თამაშიც მოერგო მის უნარებს, ჩვენი სათამაშო სტილიც ასევე. მას თავისუფლება და მხარდაჭერა აქვს, მის ირგვლივაც ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა და ბედნიერი ვარ.
გასაგებია, რომ გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, პენალტიდანაც კი, მაგრამ მისი სარგებლიანობაც კარგი იყო. სამწუხაროა, რომ 90 წუთი ვერ გაჩერდა მოედანზე, ვაპირებდი, ბოლომდე დამეტოვებინა."