24-09-2017, 01:25
ნანახია: 3167,
კომენტარები: 15
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
შაბათს გამართულ შეხვედრაში, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''საუთჰემპტონი'', დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, მოურინიომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
მატჩის შესახებ
''ეს იყო რთული ადგილი სათამაშოდ და გვყავდა რთული მეტოქე, რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი. ''იუნაიტედს'' ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი თამაშის მოსაკლავად, თუმცა ლუკაკუმ და ერერამ მომენტები ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ, ჩვენ ანგარიშის შესანარჩუნებლად პოზიციურად გადავადგილდით და თავის დაცვაზე გადავედით, რაც კარგად გამოგვივიდა. გვყავს შესანიშნავი დაცვა და შესანიშნავი მეკარე. სათადარიგოდან შემოსული ფეხბურთელებიც მშვენივრად ჩაერთნენ მატჩში.''
ჯონსი და ბაიის დუეტი
''ისინი იყვნენ ძალიან კარგები, ასევე სმოლინგიც. ჩვენ ვითამაშეთ ბოლო 20 წუთი, ისე, როგორც ამას პრემიერ ლიგის სხვა გუნდები აკეთებენ, 5 მცველით. მე დავინახე, რომ ''საუთჰემპტონი'' არ ნებდებოდა, მათმა მწვრთნელმა გარისკა და 2 თავდამსხმელი შემოიყვანა, მათ გარისკეს და გადავიდნენ შეტევაზე, იმ სტილზე, რომელიც არ არის მათი. ამის შემდეგ გადავწყვიტე თამაშში სმოლინგის ჩართვა. ჩემი აზრით, გუნდმა კარგი ორგანიზებულობა და მებრძოლი სული აჩვენა.''
მცველები შეტევაში
''ჩვენ რომ გვყავდეს შემტევი განაპირა მცველი ორივე მხარეს, არა მხოლოდ ვალენსია (მარჯვნივ), ეს ბევრ გასაქანს მოგვცემდა.''
სიმტკიცემ და ორგანიზებულობამ გაიმარჯვა
''შესვენებაზე ფეხბურთელებთან ვისაუბრე, ჩვენ გვსურდა თამაშის მოკვლა და გვქონდა ამისთვის შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ გვსურდა მატჩზე კონტროლის აღება და ეს არ გამოგვივიდა, ზოგჯერ ასე ხდება, რაღაც არ გამოგდის. დაცვით სტილზე გადასვლა დაგეგმილი არ გვქონია, ეს თამაშმა გვიკარნახა, რომ ასე იყო საჭირო. პრემიერ ლიგაში, რომელიც დაცვითი სტილის გახდა, ჩვენ, მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ დაცვაში 5 მცველით. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ახლა 3 ქულის ნაცვლად, ქულით დავკმაყოფილდებოდით.''
ძლიერმა სიცხემ თამაში გაართულა
''ფეხბურთელებს დაღლა ძალიან შეეტყოთ, 9 მათგანს ''ბარტონთან'' არ უთამაშია და ვერ ვიტყვი, რომ მატჩების სიმრავლის გამო გადაიღალნენ. ძალიან ძლიერი სიცხე იყო, ასეთ სიცხეში ბოლოს ამერიკაში და მაკედონიაში მოგვიხდა თამაში. ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა ეს იგრძნეს, მათ სიმსუბუქე აკლდათ. ყოველ მათგანს ჰქონდა საბრძოლო განწყობა, თუმცა მაღალმა სიცხემ თავისი გააკეთა.''
გულშემატკივრები გასვლით მატჩზე
''ყველაზე მეტად მსურს აღნიშვნა გულშემატკივრების, მათი მხარდაჭერა, რომელიც გრძელდებოდა პირველი წუთიდან მატჩის დამთავრებამდე, იყო უბრალოდ საოცარი. ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა ეს მხარდაჭერა იგრძნეს. მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია ასეთ მატჩებში, სადაც ბრძოლა გიწევს და არა მაშინ, როცა დიდი ანგარიშით ამარცხებ მეტოქეს, ისინი შეუდარებლები იყვნენ.''
შეიძლება უკვე ტიტულზე ფიქრი?
''ვფიქრობ, ძალიან ადრეა, თუ არ ვცდები შარშან 5 ან 6 ქულით ნაკლები გვქონდა 6 მატჩის შემდეგ ვიდრე წელს. გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ეს ყველაფერი დასაწყისია. ჩვენ გველოდება ბევრი რთული მეტოქე ერთმანეთის მიყოლებით და ჩემპიონატი უფრო და უფრო გართულდება. ჩემი აზრით, ტიტულისთვის 6 გუნდი იბრძოლებს.''
წყარო: http://www.manutd.com