თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2017, 01:25
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3167,
კომენტარები: 15
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
შაბათს გამართულ შეხვედრაში, ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' ''საუთჰემპტონი'', დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, მოურინიომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

მატჩის შესახებ

''ეს იყო რთული ადგილი სათამაშოდ და გვყავდა რთული მეტოქე, რომელსაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი. ''იუნაიტედს'' ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი თამაშის მოსაკლავად, თუმცა ლუკაკუმ და ერერამ მომენტები ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ, ჩვენ ანგარიშის შესანარჩუნებლად პოზიციურად გადავადგილდით და თავის დაცვაზე გადავედით, რაც კარგად გამოგვივიდა. გვყავს შესანიშნავი დაცვა და შესანიშნავი მეკარე. სათადარიგოდან შემოსული ფეხბურთელებიც მშვენივრად ჩაერთნენ მატჩში.''

ჯონსი და ბაიის დუეტი

''ისინი იყვნენ ძალიან კარგები, ასევე სმოლინგიც. ჩვენ ვითამაშეთ ბოლო 20 წუთი, ისე, როგორც ამას პრემიერ ლიგის სხვა გუნდები აკეთებენ, 5 მცველით. მე დავინახე, რომ ''საუთჰემპტონი'' არ ნებდებოდა, მათმა მწვრთნელმა გარისკა და 2 თავდამსხმელი შემოიყვანა, მათ გარისკეს და გადავიდნენ შეტევაზე, იმ სტილზე, რომელიც არ არის მათი. ამის შემდეგ გადავწყვიტე თამაშში სმოლინგის ჩართვა. ჩემი აზრით, გუნდმა კარგი ორგანიზებულობა და მებრძოლი სული აჩვენა.''

მცველები შეტევაში

''ჩვენ რომ გვყავდეს შემტევი განაპირა მცველი ორივე მხარეს, არა მხოლოდ ვალენსია (მარჯვნივ), ეს ბევრ გასაქანს მოგვცემდა.''

სიმტკიცემ და ორგანიზებულობამ გაიმარჯვა

''შესვენებაზე ფეხბურთელებთან ვისაუბრე, ჩვენ გვსურდა თამაშის მოკვლა და გვქონდა ამისთვის შანსები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ გვსურდა მატჩზე კონტროლის აღება და ეს არ გამოგვივიდა, ზოგჯერ ასე ხდება, რაღაც არ გამოგდის. დაცვით სტილზე გადასვლა დაგეგმილი არ გვქონია, ეს თამაშმა გვიკარნახა, რომ ასე იყო საჭირო. პრემიერ ლიგაში, რომელიც დაცვითი სტილის გახდა, ჩვენ, მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ დაცვაში 5 მცველით. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ახლა 3 ქულის ნაცვლად, ქულით დავკმაყოფილდებოდით.''

ძლიერმა სიცხემ თამაში გაართულა

''ფეხბურთელებს დაღლა ძალიან შეეტყოთ, 9 მათგანს ''ბარტონთან'' არ უთამაშია და ვერ ვიტყვი, რომ მატჩების სიმრავლის გამო გადაიღალნენ. ძალიან ძლიერი სიცხე იყო, ასეთ სიცხეში ბოლოს ამერიკაში და მაკედონიაში მოგვიხდა თამაში. ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა ეს იგრძნეს, მათ სიმსუბუქე აკლდათ. ყოველ მათგანს ჰქონდა საბრძოლო განწყობა, თუმცა მაღალმა სიცხემ თავისი გააკეთა.''

გულშემატკივრები გასვლით მატჩზე

''ყველაზე მეტად მსურს აღნიშვნა გულშემატკივრების, მათი მხარდაჭერა, რომელიც გრძელდებოდა პირველი წუთიდან მატჩის დამთავრებამდე, იყო უბრალოდ საოცარი. ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა ეს მხარდაჭერა იგრძნეს. მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია ასეთ მატჩებში, სადაც ბრძოლა გიწევს და არა მაშინ, როცა დიდი ანგარიშით ამარცხებ მეტოქეს, ისინი შეუდარებლები იყვნენ.''

შეიძლება უკვე ტიტულზე ფიქრი?

''ვფიქრობ, ძალიან ადრეა, თუ არ ვცდები შარშან 5 ან 6 ქულით ნაკლები გვქონდა 6 მატჩის შემდეგ ვიდრე წელს. გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე შარშან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ეს ყველაფერი დასაწყისია. ჩვენ გველოდება ბევრი რთული მეტოქე ერთმანეთის მიყოლებით და ჩემპიონატი უფრო და უფრო გართულდება. ჩემი აზრით, ტიტულისთვის 6 გუნდი იბრძოლებს.''

წყარო: http://www.manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
24 სექტემბერი 2017 01:32
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მე პირადად ძაან ველოდებოდი ამის კომენტარს, გასაკრიტიკებელია გუნდი იმსითვის რომ 20–30 წუთი თავი დაიცვა?
0
№2
ავტორი: shotkin
24 სექტემბერი 2017 03:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
არა რა ძმაო ამ კაცმა თავის საქმე იცის ბრწყინვალედ!!!
0
№3
ავტორი: Mixito
24 სექტემბერი 2017 07:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
შენც რო გაგერისკა და მარსო შემოგეყვანა ამ თამაშ 3 ით 0 Mაინც მოვიგებდით
0
№4
ავტორი: shotkin
24 სექტემბერი 2017 09:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Mixito
შენც რო გაგერისკა და მარსო შემოგეყვანა ამ თამაშ 3 ით 0 Mაინც მოვიგებდით

კაი რა
1
№5
ავტორი: mogeba
24 სექტემბერი 2017 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
kode agvnishnav rom pogba didi dala pasi ver gaketda swori cenrti iyo.noli da karoche gavimaetla ro.moviget erti.minda tqva pogba didi dala da wtyoba am tamahswbshi da marsiali meti dro unda mieces yvelaze dan me.momewona tamshi markusi da es lukaku cota gorob da met igens tavsu tavze da mag ara.kai gundistvis kargi forvardoa magram yva wertilidan dartma karhsi ara swori pogma dabrundes tore dan mzime tamahsebi win gvelus kide
1
№6
ავტორი: nika_nikusha
24 სექტემბერი 2017 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ფელაინზე ცუდი აღარაფერი თქვათ : )))))
0
№7
ავტორი: GeorgeBest
24 სექტემბერი 2017 10:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ ერერას შეეძლო ყველაფრის დასრულება.

ბაიი-ჯონსის დუეტი უფრო და უფრო უმატებს, ხან ერთი გამოირჩევა ხან მეორე. ფლანგიდან ვალენსიას სტილის მცველი რომ გვყავდეს მარცხნივ მართლა სხვა თამაშს ვაჩვენებდით, იმედია მომავალში გვეყოლება

მაინც მარსიალს ველოდი გუშინ, ესე დაცვაში ჩაჯდომა უფრო დაგვღუპავს ვიდრე ქულას აგვაღებიებს, გამართლება უფროა ხოლმე ესეთ დროს ქულის აღება
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
24 სექტემბერი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედი მაქ ასეთი თამაშები რაც შეიძლება ცოტა იქნება, გუშინ მეორე ნომრად ითამაშეს მთელი მეორე ტაიმი, ასე დაცვაში ჩაჯდომა არ უნდა დაგჭირდეს სოტონის ნაირ მეტოქესთან
0
№9
ავტორი: kantona-7
24 სექტემბერი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
kaia 3 qula romaviget da sawuwuno arqferia jozem tavis saqme idealurad gaaketa da 2qula rom ragvekarga ufro gahvitydeboda....sg joze magarixar da zustad aset tamashebshi arunda davkargot qulebi rogorc wina sezonshi gavagoret nichiebi da magis gamo vegar gaviwiet chempionobaze
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: ikeoni
24 სექტემბერი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
იცის ჟოზემ თავის საქმე ხუთიანზე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top