თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2017, 18:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მარსიალი ბედნიერი ბიჭია"
ბოსი ფრანგის მიდგომით კმაყოფილია.
მოურინიო:
ფრანგ ფორვარდს საშინელი გასული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო მისით ძალიან კმაყოფილია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ის დიდ გაუმჯობესებას ხედავს ენტონი მარსიალის ხასიათსა და სხეულის ენაში და მოხარულია, როგორც დაიწყო მარსიალმა სეზონი.

როცა მარსიალი მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე", მაშინვე გახდა სახელგანთქმული თავისი სიმწვავით, სირბილითა და დრიბლინგით, რის ხარჯზეც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მათ შორისაა სადებიუტო შეხვედრაში "ლივერპულის" კარის აღებაც.

განსხვავებით ამ სეზონისგან, მარსიალმა მხოლოდ რვა გოლი გაიტანა მისთვის მეორე სეზონში და მისი თამაში მუდმივად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თუმცა მოურინიოს მისდამი რწმენა არ დაუკარგავს და ფრანგს მიმდინარე სეზონშიც მისცა შანსი, რასაც ენტონი შესანიშნავად იყენებს.

მიმდინარე სეზონში "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, მაგრამ დანარჩენ ოთხ შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო და ასევე გამოირჩა ლიგის თასის შეხვედრაშიც.

"დიდებულ გაუმჯობესებას ვხედავ მის პიროვნებაში, ხასიათში, სახესა და სხეულის ენაში. რას ვგულისხმობ? ერთი სიტყვით ამას ბედნიერება ჰქვია. ბედნიერი ბიჭია, ბევრს შრომობს.

მატჩებს კარგად თამაშის იმედად იწყებს; შეცვლაზე შემოდის და ბოლო 10 წუთიც რომ იყოს, როგორც ბოლო მატჩში, მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და ამას მთელ დარჩენილ დროში აკეთებს.

საერთო ჯამში მისი შეხედულებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ასე უფრო ადვილია მისთვის თამაში".

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
23 სექტემბერი 2017 09:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
უნიჭიერესი ფეხბურთელი,რომლის ნიჭსაც სწორი გზა სჭირდება. ოდესღაც საუკეთესოთა შორის დადგება დარწმუნებული ვარ love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top