თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2017, 18:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მარსიალი ბედნიერი ბიჭია"
ბოსი ფრანგის მიდგომით კმაყოფილია.
მოურინიო:
ფრანგ ფორვარდს საშინელი გასული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო მისით ძალიან კმაყოფილია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ის დიდ გაუმჯობესებას ხედავს ენტონი მარსიალის ხასიათსა და სხეულის ენაში და მოხარულია, როგორც დაიწყო მარსიალმა სეზონი.

როცა მარსიალი მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე", მაშინვე გახდა სახელგანთქმული თავისი სიმწვავით, სირბილითა და დრიბლინგით, რის ხარჯზეც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მათ შორისაა სადებიუტო შეხვედრაში "ლივერპულის" კარის აღებაც.

განსხვავებით ამ სეზონისგან, მარსიალმა მხოლოდ რვა გოლი გაიტანა მისთვის მეორე სეზონში და მისი თამაში მუდმივად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თუმცა მოურინიოს მისდამი რწმენა არ დაუკარგავს და ფრანგს მიმდინარე სეზონშიც მისცა შანსი, რასაც ენტონი შესანიშნავად იყენებს.

მიმდინარე სეზონში "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, მაგრამ დანარჩენ ოთხ შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო და ასევე გამოირჩა ლიგის თასის შეხვედრაშიც.

"დიდებულ გაუმჯობესებას ვხედავ მის პიროვნებაში, ხასიათში, სახესა და სხეულის ენაში. რას ვგულისხმობ? ერთი სიტყვით ამას ბედნიერება ჰქვია. ბედნიერი ბიჭია, ბევრს შრომობს.

მატჩებს კარგად თამაშის იმედად იწყებს; შეცვლაზე შემოდის და ბოლო 10 წუთიც რომ იყოს, როგორც ბოლო მატჩში, მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და ამას მთელ დარჩენილ დროში აკეთებს.

საერთო ჯამში მისი შეხედულებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ასე უფრო ადვილია მისთვის თამაში".

ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
22 სექტემბერი 2017 18:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
აშკარად მოუმატა, თუმცა ეს მინიმუმია იმის, რაც მას რეალურად შეუძლია. ამის ათამაშებას ველოდებით და ნელ-ნელა იწყებს. მისი კარგი ხასიათი შესამჩნევია და ეს თამაშზეც ისახება.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2017 18:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფსიქოლოგიურად ბევრად გამოსწორებული ჩანს, რაც მის სათამაშო ხარისხზეც აისახება
1
№3
ავტორი: Svanchester
22 სექტემბერი 2017 18:32
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მოუ უფრო დახვეწავს ამას ბევრად გაზრდის და ჩამოაყალიბებს მთავარია არსად გავუშვათ არცერთი...ეს და მოუ ბევრს შეძლებენ
0
№4
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
სერიოზული პროგრესი აქვს შარშანდელთან შედარებით ესე გააგძელე მარსო love
0
№5
ავტორი: stepno
22 სექტემბერი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობააქ და კარგია რო ხასიათი გამოუსწორდა
0
№6
ავტორი: dachi_mu
22 სექტემბერი 2017 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mgoni martla amashic pirvelia mou,fexburtelebis gaxsnashi,imena frtebs asxavs xalxs :D komentatorebis ar iyos goran pandevs da vigaceebs atamashebda fegburts :d
0
№7
ავტორი: kobinio
22 სექტემბერი 2017 23:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს ბიჭი კიდევ ბევრს გააკვირვებს და მომავალში სასაცილოდ არ ეყოფად ინტერიდან იმ ****ნოზის გადმოყვანა რომ უნდოდათ
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
22 სექტემბერი 2017 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მარსიალი ლუკაკუ და გრიზმანი თუ დავიმატეთ მაგარი ტრიო გამოვა ან რაშფორდი ლუკაკუ გრიზმანი ზამენები მარსი რეში
0
№9
ავტორი: koksonn
23 სექტემბერი 2017 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
წინა სეზონში ცოლი დაშორდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, სათამაშო ნომერი გამოუცვალეს და ამიტომ ვერ იყო ბოლომდე გახსნილი
1
№10
ავტორი: krekera
23 სექტემბერი 2017 08:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
წესით ითამაშებს დიდ ფეხბურთს თუ ასე გააგრძელა პროგრესი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top