თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2017, 01:47
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4405,
კომენტარები: 13
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიო "ლესტერთან" მატჩის შემდეგ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
"ლესტერთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

კარგი თამაში

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. 0-0-ზე ყველაფერი შეიძლებოდა მოხდარიყო. "ლურჯი კედელი" კარგად იყო ორგანიზებული და მე ყოველთვის ვაფასებ ასეთ ორგანიზებულ და დისციპლინირებულ თამაშს. ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ. გატანილი გოლის შემდეგ კვლავ გავაგრძელეთ კარგად თამაში. სოლიდური - ზუსტად ამ სიტყვით შევაფასებდი ჩვენს დღევანდელ თამაშს. ყველა მოტივირებულია, ისინიც კი ვინც სათადარიგოზეა."

შეცვლების ეფექტი

"მოხარული ვარ მათით. ყველა გულმოდგინედ მუშაობს იმისთვის, რომ გუნდს საჭირო სიტუაციაში დაეხმაროს. ისინი სათადარიგოთა სკამზე არიან, მაგრამ შემდეგ შემოდიან და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, ეს დასაფასებელია. ანდერი სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ იქიდან ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს, უყვიროდა, ეხმარებოდა მათ. აი ასეთი გარემოა ჩვენთან."

მოთმინება შედეგს იძლევა

"გასულ სეზონში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო და ამის მაგალითიც გვაქვს, როდესაც "ბორნმუთთან" პენალტი ვერ გამოვიყენეთ ამან ჩვენს ფსიქოლოგიაზე იმოქმედა და ვერ მოვახერხეთ გამარჯვების გოლის გატანა. დღეს ჩვენ პენალტი კვლავ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გუნდმა თამაში ჩვეულ სტილში განაგრძო და ამან შედეგი გამოიღო. მარკუსი მატას ნაცვლად იმიტომ გამოვიყვანე, რომ ის ხუანისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია და უფრო მეტ დინამიკას შეგვძენდა, ხოლო მხითარიანს ყვითელი ბარათი ჰქონდა და მარუანი სწორედ მის ნაცვლად გამოვიყვანე, თან ის საჰაერო ორთაბრძოლებში შეძლებდა დახმარებას. მე მაქვს ოფციები, ფეხბურთელები მაძლევენ იმას რასაც მე მათ ვავალებ, ასე რომ სეზონის პირველი თვით კმაყოფილი ვარ."

ხარისხი იძლევა სხვაობას

"განსხვავება არის იმ ფეხბურთში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. გუნდი კარგად თამაშობს, თავდაჯერებულია, თავდაჯერებული ვარ მეც. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს ბურთთან და კარგი ვართ კონტრ-შეტევებზე, მაგრამ ახალი არაფერია, ჩვენ ცხრა შესაძლო ქულიდან ცხრა ქულა გვაქვს, ყველაფერი ისეა როგორც გასულ სეზონში. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ და ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც გასულ მატჩებში ვაჩვენეთ."

ზლატანის დაბრუნება

"ზლატანი იანვარში დაბრუნდება. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და გუნდებს ამა თუ იმ ფეხბურთელზე ფულის დახარჯვა მოუწევს ჩვენ ეს პრობლემა აღარ გვექნება. ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ჩვენს გუნდში მთავარი როლი ითამაშა. ის ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში დამატებით შესაძლებლობებს მოგვცემს."

სეზონის შესანიშნავი დასაწყისი

"უკეთეს დასაწყისზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან გასულ სეზონშიც სამ თამაშში ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვეთ. განსხვავება ის გახლავთ, რომ გასულ სეზონში ჩვენ ამ დროს სხვა ფეხბურთს ვაჩვენებდით, ახლა კი განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
27 აგვისტო 2017 20:39
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგად გამოიყურება გუნდი, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და დაცვაში, თამაშის საშუალებას არ ვაძლევთ გუნდებს.

მაგრამ შეტევა ისევ უფანტაზიოა, ფაქტია ჩაწოდების მეტი თავში არაფერი მოსდით ჩვენს შემტევებს, გადაადგილების სიჩქარე დაბალია, შეტევებს აჩერებენ და პოზიციურში გადადიან. მომწონს ეს შემართება და გუნდის განწყობა, მაგრამ ასეთ შეტევას თუ რამე არ მოვუხერხეთ ავტობუსებთან ძაან გაგვიჭირდება, კონტრაზე კი ბატონო კარგად გარბიან, მაგრამ 10 კაციან დაცვასთან უჭირთ.

და საინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირველ გოლს მეტოქე გაიტანს.

ლივერპული-არსენალის თამაშს თუ უყურეთ ნახავდით, რა სისწრაფის შეტევები აქვს ლივერპულს, მაგათ დაცვა და მეკარე რომ უვარგოდეთ, სერიოზულ გუნდი დადგებოდა.
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
27 აგვისტო 2017 22:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: JuanMata
კარგად გამოიყურება გუნდი, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში და დაცვაში, თამაშის საშუალებას არ ვაძლევთ გუნდებს.

მაგრამ შეტევა ისევ უფანტაზიოა, ფაქტია ჩაწოდების მეტი თავში არაფერი მოსდით ჩვენს შემტევებს, გადაადგილების სიჩქარე დაბალია, შეტევებს აჩერებენ და პოზიციურში გადადიან. მომწონს ეს შემართება და გუნდის განწყობა, მაგრამ ასეთ შეტევას თუ რამე არ მოვუხერხეთ ავტობუსებთან ძაან გაგვიჭირდება, კონტრაზე კი ბატონო კარგად გარბიან, მაგრამ 10 კაციან დაცვასთან უჭირთ.

და საინტერესოა რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირველ გოლს მეტოქე გაიტანს.

ლივერპული-არსენალის თამაშს თუ უყურეთ ნახავდით, რა სისწრაფის შეტევები აქვს ლივერპულს, მაგათ დაცვა და მეკარე რომ უვარგოდეთ, სერიოზულ გუნდი დადგებოდა.

სწორი ხარ ხმა გეთანხმები შეტევაში კრეატივი გვაკლია და ჩაწოდებებით ვერ გავალთ ფონს მხოლოდ.აი რეში მარჯვნივ მარცხნივ მარსიალი ორივეს აქვს კრეატივის შეტანის უნარი თავიანთი გარღვევებით.რეშიმარჯვნივ მშვენივრად დგას და შეუძლია მაგარი ტრიო დააყენოს მოუმ.მე მარსიალი მომეწონა არაორდინალური ტიპია შორ ძელთან რო ჩააწოდა იმენა კლასი იყო თუ ვერ შედის პასს აკეთებს მწვავეს და უბრალოდ ბლინდის ნაცვლად ფლანგზე რო კაი მცველი ედგეს მარსელოს ანბროუზის სტილის იმენა დაგლიჯავდა
0
№13
ავტორი: JuanMata
28 აგვისტო 2017 11:00
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

სწორი ხარ ხმა გეთანხმები შეტევაში კრეატივი გვაკლია და ჩაწოდებებით ვერ გავალთ ფონს მხოლოდ.აი რეში მარჯვნივ მარცხნივ მარსიალი ორივეს აქვს კრეატივის შეტანის უნარი თავიანთი გარღვევებით.რეშიმარჯვნივ მშვენივრად დგას და შეუძლია მაგარი ტრიო დააყენოს მოუმ.მე მარსიალი მომეწონა არაორდინალური ტიპია შორ ძელთან რო ჩააწოდა იმენა კლასი იყო თუ ვერ შედის პასს აკეთებს მწვავეს და უბრალოდ ბლინდის ნაცვლად ფლანგზე რო კაი მცველი ედგეს მარსელოს ანბროუზის სტილის იმენა დაგლიჯავდა


ჰო, ფლანგის მცველი გვჭირდება ძაან, მე მგონია რომ ვინგერზე მეტად მარცხენა ფლანგის მცველი გვინდა პირველ რიგში, რომელიც შეტევას კარგად დაეხმარება, ბლინდი ძალიან ნელა და ბევრს ფიქრობს. მერე მარჯვენა მცველზეც უნდა ვიფიქროთ.

მგონია რომ ბევრს ფიქრობენ, უფრო მარტივად შეიძლება თამაში, ერთი შეხებით, წამი-წამნახევარი იხსნება ხანდახან ფეხბურთელი და უნდა გამოიყენო ეს მომენტი და არ დააგვიანო. ნუ დანარჩენ ორ მატჩთან შედარებით, ეს ყველაზე რთული დაცვა იყო, ძაან უკან ისხდნენ, ლამის დაცვის ორივე ხაზი საჯარიმოში იყო, კარსა და დაცვას შორის ადგილიც არ იყო, რომ შერბენა გაეკეთებინათ ნორმალურად.

მაგრამ აი ზუსტად მარსიალის დროული და კარგი თამაშით, მაინც შეიქმნა რამდენიმე მომენტი.

მიუხედავად იმისა, რომ მარსიალს არ გაუკეთებია, არც საგოლე პასი და არც გოლი, ძაან კარგად ითამაშა, ბურთის ზედმეტ თრევას თავი დაანება და აშკარად გამოასწორა თამაშის რაღაც ასპექტები, რამდენიმე მომენტი შექმნა და იმსახურებდა ჩემი აზრით საგოლე პასს.

ერთი მომენტი იყო ლუკაკუ-მატამ რომ გაითამაშეს მარტივი კედელი და მატას ძალიან კარგი დარტყმაც, მაგრამ შმეიხელმა მაგარი ბურთი მოხსნა, აი მგონია რომ ცოტა უფრო ამ სტილით თამაშს უნდა მივაწვეთ, ჩაწოდებები, რაღაც ლატარიასავითაა, რაც არ უნდა მაგარი მეპასე გყავდეს, 12 კაცში ბურთის ჩაგდება, სადაც შენი გუნდელი მარტო 2-ია, მაინც გამართლებაზეა დამოკიდებული.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top