თბილისი:
მანჩესტერი:
27-08-2017, 01:47
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4271,
კომენტარები: 13
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიო "ლესტერთან" მატჩის შემდეგ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
"ლესტერთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

კარგი თამაში

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. 0-0-ზე ყველაფერი შეიძლებოდა მოხდარიყო. "ლურჯი კედელი" კარგად იყო ორგანიზებული და მე ყოველთვის ვაფასებ ასეთ ორგანიზებულ და დისციპლინირებულ თამაშს. ისინი თავს ძალიან კარგად იცავდნენ. გატანილი გოლის შემდეგ კვლავ გავაგრძელეთ კარგად თამაში. სოლიდური - ზუსტად ამ სიტყვით შევაფასებდი ჩვენს დღევანდელ თამაშს. ყველა მოტივირებულია, ისინიც კი ვინც სათადარიგოზეა."

შეცვლების ეფექტი

"მოხარული ვარ მათით. ყველა გულმოდგინედ მუშაობს იმისთვის, რომ გუნდს საჭირო სიტუაციაში დაეხმაროს. ისინი სათადარიგოთა სკამზე არიან, მაგრამ შემდეგ შემოდიან და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ, ეს დასაფასებელია. ანდერი სათადარიგოთა სკამზე იყო, მაგრამ იქიდან ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს, უყვიროდა, ეხმარებოდა მათ. აი ასეთი გარემოა ჩვენთან."

მოთმინება შედეგს იძლევა

"გასულ სეზონში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო და ამის მაგალითიც გვაქვს, როდესაც "ბორნმუთთან" პენალტი ვერ გამოვიყენეთ ამან ჩვენს ფსიქოლოგიაზე იმოქმედა და ვერ მოვახერხეთ გამარჯვების გოლის გატანა. დღეს ჩვენ პენალტი კვლავ ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გუნდმა თამაში ჩვეულ სტილში განაგრძო და ამან შედეგი გამოიღო. მარკუსი მატას ნაცვლად იმიტომ გამოვიყვანე, რომ ის ხუანისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია და უფრო მეტ დინამიკას შეგვძენდა, ხოლო მხითარიანს ყვითელი ბარათი ჰქონდა და მარუანი სწორედ მის ნაცვლად გამოვიყვანე, თან ის საჰაერო ორთაბრძოლებში შეძლებდა დახმარებას. მე მაქვს ოფციები, ფეხბურთელები მაძლევენ იმას რასაც მე მათ ვავალებ, ასე რომ სეზონის პირველი თვით კმაყოფილი ვარ."

ხარისხი იძლევა სხვაობას

"განსხვავება არის იმ ფეხბურთში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ. გუნდი კარგად თამაშობს, თავდაჯერებულია, თავდაჯერებული ვარ მეც. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს ბურთთან და კარგი ვართ კონტრ-შეტევებზე, მაგრამ ახალი არაფერია, ჩვენ ცხრა შესაძლო ქულიდან ცხრა ქულა გვაქვს, ყველაფერი ისეა როგორც გასულ სეზონში. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ და ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც გასულ მატჩებში ვაჩვენეთ."

ზლატანის დაბრუნება

"ზლატანი იანვარში დაბრუნდება. როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და გუნდებს ამა თუ იმ ფეხბურთელზე ფულის დახარჯვა მოუწევს ჩვენ ეს პრობლემა აღარ გვექნება. ჩვენ გვეყოლება ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში ჩვენს გუნდში მთავარი როლი ითამაშა. ის ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში დამატებით შესაძლებლობებს მოგვცემს."

სეზონის შესანიშნავი დასაწყისი

"უკეთეს დასაწყისზე ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან გასულ სეზონშიც სამ თამაშში ქულათა მაქსიმუმი მოვაგროვეთ. განსხვავება ის გახლავთ, რომ გასულ სეზონში ჩვენ ამ დროს სხვა ფეხბურთს ვაჩვენებდით, ახლა კი განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და ასე უნდა გავაგრძელოთ."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
27 აგვისტო 2017 01:52
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
ჟოზე გვჯერა შენი.დიდ იმედებს ვამყარებთ შენზე წელს თან მეორე სეზონი ყოველთვის კარგ ტიტულს დებ და ეს ტიტული ჩვენთანაც უნდა დადო.შენ შეგიყვარდა მანჩესტერი და გვჯერა რო ძალისხმევას არ დაიშურებ.გუნდში კარგ ამინდს ქმნი ესე გააგრძელეთ
1
№2
ავტორი: stepno
27 აგვისტო 2017 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
shesanishnavi 3 tamashi romelic mtel wina sezons mirchevnia me ;)) me piradad lestertan matchi bevri ram davinaxee magalitad pirveli is rom lesteri dzalian organizebuli da kargi gundia amis da miuxedavad ubralod gavaqret titqmis 90 wuti. es didi gundis tamashi iyo da gamaxsena manchesteri fergia dros romelic mudam dominirebda da sashualebas ar adzlevda metoqes tamashis. letseri bevrs mougebs dzalian ager naxavt :)) sachempiono gundinvart.
0
№3
ავტორი: shotkin
27 აგვისტო 2017 02:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
საღოლ ძმაო ამშუაღამეს სტატიებით როგვამარაგებ
0
№4
ავტორი: ManchesterU
27 აგვისტო 2017 03:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
ლესტერი სხვათაშორის კარგი გუნდია და მწვრთნელიც მომწონს ლესტერის ვნახოთ რა მოხდება :)
0
№5
ავტორი: solckiaeri
27 აგვისტო 2017 04:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მაგარი კაცია მაურინიო და მჯერა მისი მაგრამ ერთი მიტყდება ერერა სუ აღარ ჩანს და მინდა ათამაშოს მაგრა სად ამას ვერ ვხდები
0
№6
ავტორი: ikeoni
27 აგვისტო 2017 06:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Gansxvaveba martla Sxva fexburtia da es gvinda chvenc sagol jozes da bichebs❤️
0
№7
ავტორი: dachi_mu
27 აგვისტო 2017 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
gushin dzaan nerviulobda mou,dzalian dadzabuli iyo,gundi dzalian dabalsnsebulia da es imena tvalshi gxvdeba kacs :)
0
№8
ავტორი: Manstark_United
27 აგვისტო 2017 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
საღოლ ჟოზეეე love
0
№9
ავტორი: gaga1987
27 აგვისტო 2017 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
yvelaferi kargi iyo.mshvenieri tamashi.ubralod 11metrianebze vinme avarjishon )))))
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 აგვისტო 2017 13:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლა მთავარია სანაკრებო პაუზის შემდეგ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top