თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2017, 19:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3062,
კომენტარები: 19
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
კვირას 19:00 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

გუნდის მდგომარეობა

"სათამაშოდ ყველა მზადაა, გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც გრძელვადიანი ტრავმები აწუხებთ. ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს, რადგანაც წინასასეზონო ტურნედან ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა და ყველა ფორმაშია. ყველა 22 მოთამაშე, პლუს გოლკიპერები, რომლებმაც წინასასეზონო ტურნეზე მონაწილეობა მიიღეს მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან."

საჩემპიონო ტიტული

"რას ნიშნავს ჩემთვის პრემიერ ლიგის ტიტული ? უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ყველა ტოპ კლუბის თუ მისი მენეჯერის მთავარი მიზანია."

შემადგენლობა

"3 ფეხბურთელი შევიძინეთ დაცვის, ნახევარდაცვის და ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ სეზონის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვერ დაგვეხმარებიან. ჩვენ დავკარგეთ როხო,შოუ,იანგი და ზლატანი, გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ისეთივე სიტუაციაში ვიმყოფებით როგორშიც გასულ სეზონში ვიყავით. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, ერთმანეთის უკეთესად გვესმის, გუნდი მეტად შეკრულია. ახლა ამ ფეხბურთელებს უფრო მეტი უნდა ენდოს, რადგანაც მათ მოიგეს რამდენიმე ტიტული, მოიგეს ევროპა ლიგა, დაბრუნდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, ასე რომ ამ გუნდისადმი გაიზარდა როგორც ნდობა, ისე მოლოდინი და მოტივაცია."

"ძალიან მიხარია, რომ პრემიერ ლიგა სულ მალე იწყება, რადგანაც მას ჩვენ ძალზედ კარგად მომზადებულნი ვხდებით. ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგად ორგანიზებული წინასასეზონო ტურნე გვქონდა, დავიწყეთ ტურნე MLS-ის გუნდებთან და დავასრულეთ ევროპის საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირებით. სეზონის დასაწყებად მზად ვართ."

ტიტულის მოპოვების შანსები

"რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ტიტულის მოგება. ევროპის ლიგა არ არის ჩემპიონთა ლიგა, მისი მოგება გაცილებით რთულია, მაგრამ ახლა ჩვენ უფრო მაღალი მოტივაცია გვაქვს. უდიდესი სამუშაოს გაწევა მიწევდა, რომ ფეხბურთელები ევროპა ლიგის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში მყოლოდა და მათთვის მაღალი მოტივაცია თუ კონცენტრაცია შემენარჩუნებინა. ახლა ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგანაც როცა შენ "რეალს", "ბარსას", "იუვენტუსს" ან ევროპის სხვა საუკეთესო კლუბებს უპირისპირდები იქ ფეხბურთელების მოტივაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს."

"რაც შეეხება პრემიერ ლიგას თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რა სიტუაციაა აქ, ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებს 7 გუნდი, ყოველ ტურში გამარჯვებას 20 ძალზედ კარგი და ძლიერი გუნდები შეეცდებიან, ამით განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატი სხვა ქვეყნის ჩემპიონატებისგან."

სატრანსფერო ფანჯარა

"თქვენ იცით, რომ დაახლოებით იანვრიდან მე უკვე ვამბობდი, რომ კიდევ 4 ფეხბურთელი გვჭირდებოდა. მერწმუნეთ მე გამგებიანი ადამიანი ვარ და არ ვარ ურთიერთობებში ისეთი რთული როგორც ეს გარედან მოჩანს. მე კარგად ვიცი დღევანდელი რეალობა, რეალობა სატრანსფერო ბაზრის თუ ფასების. გუნდმა სამუშაოს 75% შეასრულა, ეს იყო შესანიშნავი სამუშაო, რომელიც ხელმძღვანელებმა გასწიეს. მე არ დავიწყებ ტირილს, ყვირილს, რადგანაც ის რაც გუნდმა უკვე გააკეთა ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელია."

"კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც მათ გასწიეს და თუ 31 აგვისტომდე ვერ მოხერხდება იმ დარჩენილი 25%-ის შესრულება მე უბრალოდ გავაგრძელებ იმ ფეხბურთელებით მუშაობას რომელიც ჩემ განკარგულებაში არიან და შევეცდები გავიმარჯვო ყველა იმ ტურნირზე, სადაც გუნდი მონაწილეობას იღებს."

ლინდელოფის უნივერსალიზმი

"25% ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ 1 ფეხბურთელი გვინდა, მაგრამ გუნდში გვყავს მაგალითად ლინდელოფი, რომელსაც მცველის პოზიციის გარდა სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ვიქტორს შეუძლია ითამაშოს როგორც განაპირა ფლანგის მცველად, ასევე ჩამშლელ ნახევარმცველად. ასე რომ დაცვის და ნახევარდაცვის პრობლემა ჩვენთვის მოხსნილია. ახლა ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ფლანგის პრობლემებს მოაგვარებს წინ. თუ ჩვენ ვერ შევიძენთ კონკრეტულ ფეხბურთელს ამ პოზიციაზე, მაშინ ვენდობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენ განკარგულებაში არიან."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"თქვენ იცით, რომ ახლა ის ტრავმირებულია. მას სურს, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს. ის ასევე ძალზედ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი გასულ სეზონში, მაგრამ ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მისი დაბრუნება შესაძლებელია."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
11 აგვისტო 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?



იასნა დავით
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 აგვისტო 2017 22:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
კვირას ლამაზი ფეხბურთით ველი მოგებას
0
№13
ავტორი: Dato Sirabidze
11 აგვისტო 2017 22:44
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: levionok
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?

ძალიან კარგი იქნება და ყველა მადლობელი იქნება!


რა მინდა გთხოვოთ და თან კითხვა დაგისვათ,რამდენად შესაძლებელია მობილურისთვის ლინკის მოძიება ისრაელში ვცხოვრობ ძალიან რთული გრაფიკი მაქვს და ჩემნაირი კიდევ ბევრი იქნება მთელი სეზონის განმავლობაში და თუ არის შესაძლებელი მობილური ვერსიებისთვის რო დავDოთ ხოლმე ლინკები

ლაშა როცა აქ საყურებელი ლინკები იდება ეგენი მობილურისთვისაც გამოდგება, ცალკე როგორც ასეთი მობილურის ლინკები არ არსებობს, ერთი შეგიძლია კიდე ის, რომ Sopcast ან Acestream გადმოწერო მობილურისთვის, აქ რო შემოხვალ სოფქასთის ლინკები ყოველთვის დევს და უყურებ

ციტატა: giorgi_mg
დავით ძლიან კარგი იქნება თუ მაგას იზავ, ასევე ძალიან საინტერესოა რას უნდა ველოდოთ რა ტრანსფერები განხორციელდა ვინ წავიდა და ვინ მოვიდა ამაზე რამე პატარა სტატია თუ შეძლებ, მადლობ

ვინ წავიდა და ვინ მოვიდა დავდებ აუცილებლად, ოღონდ 31-ში რო საბოლოოდ ვიცოდეთ ვინ წავიდა და ვინ მოვიდა გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№14
ავტორი: kobinio
11 აგვისტო 2017 23:09
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
როუზზე ხომ არ იყო მინიშნება ნეტა? ნეტა ეგ დავითრიოთ
0
№15
ავტორი: Dato Sirabidze
11 აგვისტო 2017 23:46
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: kobinio
როუზზე ხომ არ იყო მინიშნება ნეტა? ნეტა ეგ დავითრიოთ

კობა გილოცავ დაგვიანებით, "იუნაიტედის" წარმატებები არ მოგკლებოდეს მეგობარო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№16
ავტორი: შავლეგა
12 აგვისტო 2017 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
კარგი იქნება კიდე 1 ან 2 შენაძენი
0
№17
ავტორი: stepno
12 აგვისტო 2017 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ზლატანი 1 წელი კიდე თუ დარჩება კაი იქნება:)) რაც შეეხება ტრანსფერებს ერთი სწრაფი ფლანგის ფეხბურთელი გვჭირდება აუცილებლად აი პერისიჩი ძაან მინდოდაა მაგრაამ არ გამოუვიდათ ყიდვა :))
0
№18
ავტორი: kobinio
12 აგვისტო 2017 18:18
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: kobinio
როუზზე ხომ არ იყო მინიშნება ნეტა? ნეტა ეგ დავითრიოთ

კობა გილოცავ დაგვიანებით, "იუნაიტედის" წარმატებები არ მოგკლებოდეს მეგობარო wink

მადლობა ძმაო :* გაიხარე
0
№19
ავტორი: Shota Blues
13 აგვისტო 2017 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
იემედია რონალდოზე ფიქრს შეწყვეტს ხალხი, ის უკვე დიდიხანია მანჩესტერისთვის ტკბილი მოგონებაა. ეს რაც ფაქტია, მისი კვლავ დაბრუნება კი იუნაიტედში ავანტურული ნატვრაა. ასეთი ქმედება თავს მოგვჭრის რაიონული მასშტაბით, ისედაც ბევრმა მოგვიძულა ჩვენი ქონებისა და ფეხბურთელებსი დახარჯული თანხების გამო ამას კი აქვს ახსნა (თუ შეგამჩნიეს ფული გაქ 1კგ პამიდორს 10 ლარს დაგიფასებენ და რონალდოში რამდენს მოითსხოვენ ალბათ წარმოიდგენთ) მარა ვის აინტერესებს.ბეილი და ამის მსგავს ხალხზე აგარაფერს ვამბობ...
ჰოდა როუზი ყველაზე კარგი ვარიანტია 25%-ის შესავსებათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top