თბილისი:
მანჩესტერი:
11-08-2017, 19:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3062,
კომენტარები: 19
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
მოურინიო "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიო მატჩის წინ
კვირას 19:00 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

გუნდის მდგომარეობა

"სათამაშოდ ყველა მზადაა, გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებსაც გრძელვადიანი ტრავმები აწუხებთ. ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს, რადგანაც წინასასეზონო ტურნედან ყველა ჯანმრთელი დაბრუნდა და ყველა ფორმაშია. ყველა 22 მოთამაშე, პლუს გოლკიპერები, რომლებმაც წინასასეზონო ტურნეზე მონაწილეობა მიიღეს მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან."

საჩემპიონო ტიტული

"რას ნიშნავს ჩემთვის პრემიერ ლიგის ტიტული ? უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს ყველა ტოპ კლუბის თუ მისი მენეჯერის მთავარი მიზანია."

შემადგენლობა

"3 ფეხბურთელი შევიძინეთ დაცვის, ნახევარდაცვის და ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ სეზონის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ვერ დაგვეხმარებიან. ჩვენ დავკარგეთ როხო,შოუ,იანგი და ზლატანი, გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ისეთივე სიტუაციაში ვიმყოფებით როგორშიც გასულ სეზონში ვიყავით. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, ერთმანეთის უკეთესად გვესმის, გუნდი მეტად შეკრულია. ახლა ამ ფეხბურთელებს უფრო მეტი უნდა ენდოს, რადგანაც მათ მოიგეს რამდენიმე ტიტული, მოიგეს ევროპა ლიგა, დაბრუნდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, ასე რომ ამ გუნდისადმი გაიზარდა როგორც ნდობა, ისე მოლოდინი და მოტივაცია."

"ძალიან მიხარია, რომ პრემიერ ლიგა სულ მალე იწყება, რადგანაც მას ჩვენ ძალზედ კარგად მომზადებულნი ვხდებით. ჩვენ არაჩვეულებრივი, კარგად ორგანიზებული წინასასეზონო ტურნე გვქონდა, დავიწყეთ ტურნე MLS-ის გუნდებთან და დავასრულეთ ევროპის საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირებით. სეზონის დასაწყებად მზად ვართ."

ტიტულის მოპოვების შანსები

"რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ტიტულის მოგება. ევროპის ლიგა არ არის ჩემპიონთა ლიგა, მისი მოგება გაცილებით რთულია, მაგრამ ახლა ჩვენ უფრო მაღალი მოტივაცია გვაქვს. უდიდესი სამუშაოს გაწევა მიწევდა, რომ ფეხბურთელები ევროპა ლიგის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში მყოლოდა და მათთვის მაღალი მოტივაცია თუ კონცენტრაცია შემენარჩუნებინა. ახლა ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგანაც როცა შენ "რეალს", "ბარსას", "იუვენტუსს" ან ევროპის სხვა საუკეთესო კლუბებს უპირისპირდები იქ ფეხბურთელების მოტივაცია პრობლემას აღარ წარმოადგენს."

"რაც შეეხება პრემიერ ლიგას თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რა სიტუაციაა აქ, ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებს 7 გუნდი, ყოველ ტურში გამარჯვებას 20 ძალზედ კარგი და ძლიერი გუნდები შეეცდებიან, ამით განსხვავდება ჩვენი ჩემპიონატი სხვა ქვეყნის ჩემპიონატებისგან."

სატრანსფერო ფანჯარა

"თქვენ იცით, რომ დაახლოებით იანვრიდან მე უკვე ვამბობდი, რომ კიდევ 4 ფეხბურთელი გვჭირდებოდა. მერწმუნეთ მე გამგებიანი ადამიანი ვარ და არ ვარ ურთიერთობებში ისეთი რთული როგორც ეს გარედან მოჩანს. მე კარგად ვიცი დღევანდელი რეალობა, რეალობა სატრანსფერო ბაზრის თუ ფასების. გუნდმა სამუშაოს 75% შეასრულა, ეს იყო შესანიშნავი სამუშაო, რომელიც ხელმძღვანელებმა გასწიეს. მე არ დავიწყებ ტირილს, ყვირილს, რადგანაც ის რაც გუნდმა უკვე გააკეთა ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელია."

"კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რაც მათ გასწიეს და თუ 31 აგვისტომდე ვერ მოხერხდება იმ დარჩენილი 25%-ის შესრულება მე უბრალოდ გავაგრძელებ იმ ფეხბურთელებით მუშაობას რომელიც ჩემ განკარგულებაში არიან და შევეცდები გავიმარჯვო ყველა იმ ტურნირზე, სადაც გუნდი მონაწილეობას იღებს."

ლინდელოფის უნივერსალიზმი

"25% ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ 1 ფეხბურთელი გვინდა, მაგრამ გუნდში გვყავს მაგალითად ლინდელოფი, რომელსაც მცველის პოზიციის გარდა სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ვიქტორს შეუძლია ითამაშოს როგორც განაპირა ფლანგის მცველად, ასევე ჩამშლელ ნახევარმცველად. ასე რომ დაცვის და ნახევარდაცვის პრობლემა ჩვენთვის მოხსნილია. ახლა ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ფლანგის პრობლემებს მოაგვარებს წინ. თუ ჩვენ ვერ შევიძენთ კონკრეტულ ფეხბურთელს ამ პოზიციაზე, მაშინ ვენდობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენ განკარგულებაში არიან."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"თქვენ იცით, რომ ახლა ის ტრავმირებულია. მას სურს, რომ კვლავ მაღალ დონეზე ითამაშოს. ის ასევე ძალზედ უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი გასულ სეზონში, მაგრამ ჩვენ მასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მისი დაბრუნება შესაძლებელია."

წყარო:MANUTD.COM
პრესკონფერენცია
19 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
11 აგვისტო 2017 19:29
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?
13
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: gache1991
11 აგვისტო 2017 19:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
სადაც დგას ლინდელოფი იქ მოუმატოს და ნახევარდაცვას მიხედავენ..არ გვაქ მანდ ნაკლებობა..ფაქტია ვინგერს ითხოვს და ძალიან გამიკვირდება ამხელა ფინანსური რესურსის პატრონმა გუნდმა ლიგაზე გასულმა ასეთი მწვრთნელით და საერთოდ მთლიანობაში მანჩესტერმა კაცის ყიდვა ვერ მოახერხოს..ამ კაცს თუ ასე ძაან უნდა ეს პერიშიჩი და ფაქტია რო უნდა არ უარყო ინტერვიუში დაუნატონ ის ფული და იყიდონ.რუსულ საიტებზე ეწერა აგენტი მანჩესტერშია და დეტალებს ათანხმებსო თუ უარს ვიტყვით ინტერს ახალი კინტრაქტი აქ გამზადებული..დავიჯერო ბეილის ყიდვას თხოვს ვუდვორდს :?
0
№3
ავტორი: Phil Jones
11 აგვისტო 2017 19:58
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?

რათქმაუნდა ალბათ ყველას სურს. მეც ვცდილობ რომ ვუყურო, მაგრამ ხშირად სხვადასხვა ქალაქებში მიწევს ყოფნა და არ გაომდის და მაგაზე კარგს რას იზამთ.
0
№4
ავტორი: Anderherrera20
11 აგვისტო 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?

კარგი იქნება. ვაფასებ შენსშრობას დავით! smile fellow
0
№5
ავტორი: giorgi_mg
11 აგვისტო 2017 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დავით ძლიან კარგი იქნება თუ მაგას იზავ, ასევე ძალიან საინტერესოა რას უნდა ველოდოთ რა ტრანსფერები განხორციელდა ვინ წავიდა და ვინ მოვიდა ამაზე რამე პატარა სტატია თუ შეძლებ, მადლობ
0
№6
ავტორი: makaveli
11 აგვისტო 2017 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუუუ აი უნივერსალ ფეხბურთელზე მეტად არაფერი მეზიზღება :| მაგალითად ბლინდის სიტუაცია დააყენე ერთ ადგილზე და ათამაშე დარმიანი კიდერა უნდა მაგას მარცხნიც.. ლინდელოფს რა უნდა ნახევარდაცვაში.. ფოსუ მენსას რა უნდა ცენტრალურ მცველად .. იძახიან დებურმა ცენტრალურად უნდა ათამაშოსო. ჩემი აზრით ფუჭდებიან ეგრე იგროკები.. ხავი მარტინესი ავიღოთ რა ტალანტია და ცენტრალურ მცველად გააფუჭეს. არ მესმის ეს უნივერსალია და მაგარია ტექსტები მაღიზიანებს კდიე კარგად ვერ აგიხსენით wink
0
№7
ავტორი: levionok
11 აგვისტო 2017 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?

ძალიან კარგი იქნება და ყველა მადლობელი იქნება!


რა მინდა გთხოვოთ და თან კითხვა დაგისვათ,რამდენად შესაძლებელია მობილურისთვის ლინკის მოძიება ისრაელში ვცხოვრობ ძალიან რთული გრაფიკი მაქვს და ჩემნაირი კიდევ ბევრი იქნება მთელი სეზონის განმავლობაში და თუ არის შესაძლებელი მობილური ვერსიებისთვის რო დავDოთ ხოლმე ლინკები
0
№8
ავტორი: Anderherrera20
11 აგვისტო 2017 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ციტატა: makaveli
აუუუ აი უნივერსალ ფეხბურთელზე მეტად არაფერი მეზიზღება :| მაგალითად ბლინდის სიტუაცია დააყენე ერთ ადგილზე და ათამაშე დარმიანი კიდერა უნდა მაგას მარცხნიც.. ლინდელოფს რა უნდა ნახევარდაცვაში.. ფოსუ მენსას რა უნდა ცენტრალურ მცველად .. იძახიან დებურმა ცენტრალურად უნდა ათამაშოსო. ჩემი აზრით ფუჭდებიან ეგრე იგროკები.. ხავი მარტინესი ავიღოთ რა ტალანტია და ცენტრალურ მცველად გააფუჭეს. არ მესმის ეს უნივერსალია და მაგარია ტექსტები მაღიზიანებს კდიე კარგად ვერ აგიხსენით wink
ფოსუმენსას ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლია. საკმაოდ კარგად გამოუვიდა შარშანწინ ტოტენჰემთან გასვლაზე, ეგროგავდა ტრამვის გამო იმთამაში 3გოლი გაგვიტანეს :დდდ
0
№9
ავტორი: PaLoMo
11 აგვისტო 2017 21:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?
ki ki kargi iqneba tu gavicnobt chvena amomaval varskvlaveba

ციტატა: levionok
ციტატა: Dato Sirabidze
14 აგვისტოს იუნაიტედის რეზერვისტები იწყებენ ახალ სეზონს. მე წელს ხშირად უნდა ვადევნო მათ თამაშს თვალი, გსურთ ყოველი მატჩის შედეგები და მიმოხილვები დაიდოს საიტზე ?

ძალიან კარგი იქნება და ყველა მადლობელი იქნება!
mec xshirad ver var kompiutertan ase rom mec shens gverdit var tu linkebi iqneba telefonistvis shesanishnavi iqneba.iqneb vinmem gagvces pasuxi am kitxvaze ❤️❤️❤️❤️

რა მინდა გთხოვოთ და თან კითხვა დაგისვათ,რამდენად შესაძლებელია მობილურისთვის ლინკის მოძიება ისრაელში ვცხოვრობ ძალიან რთული გრაფიკი მაქვს და ჩემნაირი კიდევ ბევრი იქნება მთელი სეზონის განმავლობაში და თუ არის შესაძლებელი მობილური ვერსიებისთვის რო დავDოთ ხოლმე ლინკები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2017 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
Itokshi wels unda movigot Ra inglisi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top