თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2017, 12:05
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3450,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით"
მოურინიო მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

საერთო შეხედულება

"ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. შედეგი გვიჩენებს, რომ ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა. VAR –ის(Video assistant referee) შემთხვევაში მათი პირველი გოლი არ ჩაითვლებოდა, ამიტომ შესაძლებელი იყო დამატებითი დროც გვეხილა. ორივე გუნდს შეეძლო იმაზე მეტი გოლი გაეტანა ვიდრე გაიტანა. პირველი ტაიმის ნახევარში ისინი სუპერ დომინანტები იყვნენ. 20–დან 40 წუთამდე ისინი საუკეთესოები იყვნენ და გოლიც გაიტანეს, თან მაშინ როც ეს დაიმსახურეს. კარგად თამაშობდნენ, ბევრი მომენტი შეგვიქმნეს და პირველი გოლი დაიმსახურეს, მაგრამ იყო თამაშგარე."

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ მატჩზე კონტროლი დავკარგეთ, მათ გვაჯობეს. მეორე ტაიმის ნახევრისკენ უკვე ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა, მე მომეწონა ჩემი ბიჭების რეაქცია."

"ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ შევძელით მატჩის ბოლო წუთამდე გვერბძოლა. როდესაც კრიშტიანუ რონალდუ შემოვიდა მსაჯმა გადაწყვიტა მისთვის პატივისცემა გამოეხატა და ყოველ წუთს, როცა ამ დიდებულ ფეხბურთელს ჯარიმა სურდა მსაჯი მას ნიშნავდა კიდეც. ჩვენ მათ კარგი ბრძოლა გავუმართეთ. წაგება ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ ბიჭებს ოპტიმიზმის საბაბი აქვთ. ახლა ჩვენ ყველამ ერთად კვირისთვის უნდა მოვემზადოთ."

ფელაინის მებრძოლი სული

"მე არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავს და ფელაინი ამის ნათელი მაგალითია, მისი დღევანდელი საქციელი ყველაფერს ამბობს. 2:0–ზე პოგბამ და ლუკაკუმ ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა შემდეგ არაჩვეულებრივი რეაქცია და 2:1. შემდეგ იყო რაშფორდის მომენტი. ვიბრძოლეთ ბოლომდე. დიახ, ჩვენ წავაგეთ თასი, მაგრამ არ წაგვიგია სეზონი. სეზონი მხოლოდ დღეს დაიწყო, რამდენიმე დღეში პრემიერ ლიგა გვაქვს. ჩვენ გაცილებით კარგი გუნდი ვართ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ."

4 დაცვაში, შეიძლება 3 მცველით თამაში ?

"დიახ ჩვენ შეგვიძლია 3 მცველით ვითამაშოთ. წინასასეზონო თამაშები სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ, რომ გვეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებთ და დაგვეხვეწა ის, რასაც ვერ ვაკეთებთ. ბევრი გუნდი თამაშობს 3 მცველიანი განლაგებით და ამ სეზონში ჩვენც მოგვიწევს ასე თამაში."

ნემანია მატიჩი

"მან არაჩვეულებრივი მებრძოლი ხასიათი, მენტალობა გამოაჩინა, მართლა ძალიან კარგად ითამაშა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ისინი ბევრს მოძრაობენ, ხშირად ათამაშებენ ცენტრში ბურთს და მათი "დაჭერა" რთულია, მაგრამ ნემანიამ კარგი მატჩი ჩაატარა. ის კარგი იყო, როცა ბურთი მეტოქეს ჰქონდა და კარგი იყო, როცა ბურთი ჩვენ გვქონდა. მარტივად არიგებდა გადაცემებს, აძლევა გუნდს ბალანსს და იწყებდა შეტევებს უკნიდან, ეს ისაა რაც ჩვენ მისგან გვჭირდება. მას უმაღლეს დონეზე და სტაბილურად დიდი ხნის განმავლობაში უთამაშია, სწორედ ამიტომ იქნება ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი."

ლუკაკუს თამაში

"ფორვარდისთვის რთული იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ბურთს აკონტროლებს. ის ცდილობდა, ვერ გამოიყენა კარგი მომენტი, მაგრამ მისი გოლი მაინც გაიტანა. კარგად ეთამაშა ცენტრალურ მცველებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და იმით, თუ როგორ შეეწყო ის ჩვენს ფეხბურთელებს."

ბეილმა ითამაშა... რჩება ?

"ის რჩება. ის გუნდს სურს, მწვრთნელს სურს და რა თქმა უნდა მას სურს დარჩენა. ჩემთვის ყველაფერი ნათელია, ის რჩება."

მზად ვართ პრემიერ ლიგისთვის

"ახლა ცოტა ხნით დავისვენებთ და შემდეგ ვარჯიშებს განვაახლებთ, შემდეგ კი ბრძოლას დავიწყებთ. ფებურთელებს ვუთხარი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია ასეთი ჯგუფი. მე მიყვარს ისინი. მე მზად ვარ მათთან ერთად ვიბრძოლო. კვირას "ოლდ ტრაფორდი" გველოდება და ვფიქრობ მათ აქვთ საბაბი დაელოდნონ "იუნაიტედს".
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: მანუჩარი
9 აგვისტო 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ნო წავაგეთ მაგრამ მალადეც ბიჩებს რეშბორგს უნდა გაეტანა მაგრამ უკეთეს ვარისნტში პოგბა ლუკაკუ იყო მაგრამ არაუშავს ახლა პრემიერლიგაზე უნდა გადავერთოდ
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
9 აგვისტო 2017 21:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რეში არის ფლანგზე სათამაშონთავისი დრიბლინგით ოღონდმარჯვნივ უნდა დადგეს ცენტრში ლუკაკუ და მარცხნივ მარსიალი.",ოღონდ მარსიალმა სტაბილურობა უნდა გამოავლინოს.მარსიალმაც და რეშნაც ბურთის თრევაუნდაისწავლონ თორე აი დააკვირდით ისკოს ყველგანიყო და როგორ იკავებდა ბურთს.ამ კომპონენტში რეშიც და მარსიალიც მოიკოჭლებენ.პლიუს ამას მარსიალს სირბილი ეზარება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top