თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2017, 12:05
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3449,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით"
მოურინიო მატჩის შემდეგ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

საერთო შეხედულება

"ვფიქრობ კარგად ვითამაშეთ. შედეგი გვიჩენებს, რომ ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა. VAR –ის(Video assistant referee) შემთხვევაში მათი პირველი გოლი არ ჩაითვლებოდა, ამიტომ შესაძლებელი იყო დამატებითი დროც გვეხილა. ორივე გუნდს შეეძლო იმაზე მეტი გოლი გაეტანა ვიდრე გაიტანა. პირველი ტაიმის ნახევარში ისინი სუპერ დომინანტები იყვნენ. 20–დან 40 წუთამდე ისინი საუკეთესოები იყვნენ და გოლიც გაიტანეს, თან მაშინ როც ეს დაიმსახურეს. კარგად თამაშობდნენ, ბევრი მომენტი შეგვიქმნეს და პირველი გოლი დაიმსახურეს, მაგრამ იყო თამაშგარე."

"თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ მატჩზე კონტროლი დავკარგეთ, მათ გვაჯობეს. მეორე ტაიმის ნახევრისკენ უკვე ჩვენ მოვიპოვეთ უპირატესობა, მე მომეწონა ჩემი ბიჭების რეაქცია."

"ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ შევძელით მატჩის ბოლო წუთამდე გვერბძოლა. როდესაც კრიშტიანუ რონალდუ შემოვიდა მსაჯმა გადაწყვიტა მისთვის პატივისცემა გამოეხატა და ყოველ წუთს, როცა ამ დიდებულ ფეხბურთელს ჯარიმა სურდა მსაჯი მას ნიშნავდა კიდეც. ჩვენ მათ კარგი ბრძოლა გავუმართეთ. წაგება ყოველთვის სამწუხაროა, მაგრამ ბიჭებს ოპტიმიზმის საბაბი აქვთ. ახლა ჩვენ ყველამ ერთად კვირისთვის უნდა მოვემზადოთ."

ფელაინის მებრძოლი სული

"მე არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავს და ფელაინი ამის ნათელი მაგალითია, მისი დღევანდელი საქციელი ყველაფერს ამბობს. 2:0–ზე პოგბამ და ლუკაკუმ ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა შემდეგ არაჩვეულებრივი რეაქცია და 2:1. შემდეგ იყო რაშფორდის მომენტი. ვიბრძოლეთ ბოლომდე. დიახ, ჩვენ წავაგეთ თასი, მაგრამ არ წაგვიგია სეზონი. სეზონი მხოლოდ დღეს დაიწყო, რამდენიმე დღეში პრემიერ ლიგა გვაქვს. ჩვენ გაცილებით კარგი გუნდი ვართ ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ."

4 დაცვაში, შეიძლება 3 მცველით თამაში ?

"დიახ ჩვენ შეგვიძლია 3 მცველით ვითამაშოთ. წინასასეზონო თამაშები სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ, რომ გვეკეთებინა ის, რასაც ვაკეთებთ და დაგვეხვეწა ის, რასაც ვერ ვაკეთებთ. ბევრი გუნდი თამაშობს 3 მცველიანი განლაგებით და ამ სეზონში ჩვენც მოგვიწევს ასე თამაში."

ნემანია მატიჩი

"მან არაჩვეულებრივი მებრძოლი ხასიათი, მენტალობა გამოაჩინა, მართლა ძალიან კარგად ითამაშა ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ისინი ბევრს მოძრაობენ, ხშირად ათამაშებენ ცენტრში ბურთს და მათი "დაჭერა" რთულია, მაგრამ ნემანიამ კარგი მატჩი ჩაატარა. ის კარგი იყო, როცა ბურთი მეტოქეს ჰქონდა და კარგი იყო, როცა ბურთი ჩვენ გვქონდა. მარტივად არიგებდა გადაცემებს, აძლევა გუნდს ბალანსს და იწყებდა შეტევებს უკნიდან, ეს ისაა რაც ჩვენ მისგან გვჭირდება. მას უმაღლეს დონეზე და სტაბილურად დიდი ხნის განმავლობაში უთამაშია, სწორედ ამიტომ იქნება ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი."

ლუკაკუს თამაში

"ფორვარდისთვის რთული იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ბურთს აკონტროლებს. ის ცდილობდა, ვერ გამოიყენა კარგი მომენტი, მაგრამ მისი გოლი მაინც გაიტანა. კარგად ეთამაშა ცენტრალურ მცველებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და იმით, თუ როგორ შეეწყო ის ჩვენს ფეხბურთელებს."

ბეილმა ითამაშა... რჩება ?

"ის რჩება. ის გუნდს სურს, მწვრთნელს სურს და რა თქმა უნდა მას სურს დარჩენა. ჩემთვის ყველაფერი ნათელია, ის რჩება."

მზად ვართ პრემიერ ლიგისთვის

"ახლა ცოტა ხნით დავისვენებთ და შემდეგ ვარჯიშებს განვაახლებთ, შემდეგ კი ბრძოლას დავიწყებთ. ფებურთელებს ვუთხარი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია ასეთი ჯგუფი. მე მიყვარს ისინი. მე მზად ვარ მათთან ერთად ვიბრძოლო. კვირას "ოლდ ტრაფორდი" გველოდება და ვფიქრობ მათ აქვთ საბაბი დაელოდნონ "იუნაიტედს".
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
9 აგვისტო 2017 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou mec meamayeba namdvilad gundi... namdvilad shegvidzlia angarishgasawevi dzala viyot <3
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2017 12:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხოდა კვირას ველით ხარისხს, ხასიათს, სილაღეს და დიდი ანგარიშით მოგებას
0
№3
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2017 12:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magar gunds aketebs da gvjera sheni mou Yvelaferi winaaa❤️
1
№4
ავტორი: mogeba
9 აგვისტო 2017 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
realis.mogeba ase advili ara tumca.potenciali.aris dan dlieringundi gyvavs wels da moa moigebs uejveli prilemier logas momaval wels ligas ase.mginia
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
9 აგვისტო 2017 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
პირველი ტაიმის 25-წუთიან მონაკვეთს თუ არ ჩავთლით გუნდმა მაგრად იბრძოლა და სერიოზული მომენტებიც შექმნა, მაგრამ როგორც ჩანს რეალიზაცია წელსაც დიდი პრობლემა იქნება...
0
№6
ავტორი: Anderherrera20
9 აგვისტო 2017 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ეს 3მცელიანი ტაქტიკა არმომწონს მარსიალი, მატა არჯდება ამწყობაში..
0
№7
ავტორი: gache1991
9 აგვისტო 2017 13:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვნახოთ აბა ვესტჰემთან რას ვიზავთ..ძააალიან ატიან გაძლიერებული და იდეალური სტარტი იქნება ორი ბურთით თუ მოვიგეთ..ამას დამატებული წინა სეზონის სახლის თამაშები კოშმარი იყო..ვნახოთ რა შემადგენლობას დააყენებს..ბაილი ჯონსი ყველაზე კაი ვარიანტი იქნება მგონი იმის გათვალისწინრბითაც რო ორივემ დაისვენა კარგად.მთავარია ლინგარდი არ იყოს და მატა როგორმე ჩასვას სასტავში.ანუ ერერა მატიჩი პოგბას მატა მარსიალი ლუკაკუ ან მატა რეშფორდი ლუკაკუ დაამატოს ან რავიცი მატა როგორმრ სასტავში თორე ფანტაზია აღარ აქ გუნდს.მატა და სომეხიც იდეალურად უგებენ ასე რომ..უკეთესის იმედით კვირამდე:))
0
№8
ავტორი: Svanchester
9 აგვისტო 2017 14:01
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოუ შენ გვერდში ვართ ყველა მოხოდე ბიჭები და დავდოთ წელს კარგი ტიტული
0
№9
ავტორი: Shota Blues
9 აგვისტო 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
მოურინიო: "ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით"
ჩვენც ჟოზე, ჩვენც!
0
№10
ავტორი: stepno
9 აგვისტო 2017 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
mec amayi var metii shegvedzloo magram eg araferi. amjamad msoflios sauketeso gunds vetamashet da magradac vetamashet es sezonis dasawyisiaa daa didi potenciali davinaxee. matichis tamashi maxarebs dzalian

mec amayi var metii shegvedzloo magram eg araferi. amjamad msoflios sauketeso gunds vetamashet da magradac vetamashet es sezonis dasawyisiaa daa didi potenciali davinaxee. matichis tamashi maxarebs dzalian
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top