თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2017, 14:52
ავტორი: Tyeshela,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 11
ათი კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე
სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე.
ათი კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე
სულ რამდენიმე საათი დასჭირდა ლუკაკუს ტრანსფერს იმისთვის, რომ ''იუნაიტედის'' გვერდს ტვიტერზე რეკორდული გამოხმაურება ჰქონოდა. ასევე, სხვადასხვა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთეს მის ტრანსფერზე.

ჩვენი საყვარელი კლუბის ოფიციალური საიტი გვთავაზობს მის ტრანსფერთან დაკავშირებულ 10 კომენტარს რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ განხორციელდა.

მაიკლ კერიკი - ''მასთან დაპირისპირების დროს მისთვის ბურთის ართმევა რამდენიმეჯერ ვცადე, თუმცა საბოლოოდ მას ვერც კი მივუახლოვდი. კარგია რო ამის გაკეთება აღარ მომიწევს. ის დიდი ბიჭია დიდი აღნაგობით და იტანს გოლებს. ზუსტად ეგ გვჭირდება მისგან და მივიღებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდებულ დროს გაატარებს აქ.''

ენდი კოული - ''ის უდიდესი შენაძენია. დღეისობით მისნაირი ფრხბურთელები ყველა დიდი ფასი ღირს, თუმცა მან უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია. ის აუცილებლად გაიტანს გოლებს, რაც იუნაიტედს ძალიან აკლდა გასულ სეზონში. ეს ყველაფერი მასშია.

კევინ დე ბრუინე - ''შენ უბრალოდ შენი საქმე უნდა გააკეთო და დარწმუნებული ვარ, რომ ის 20-25 გოლს გაიტანს ''იუნაიტედისთვის.'' თუ ნახავთ მისი გოლების სიხშირეს, - ის უბრალოდ საოცარია.ილრომელუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, და რა, ის მხოლოდ 24 წლისაა და მიუხედავად მისი ასაკისია შეგვიძლია მასზე ამის თქმა.

ანდერ ერერა - '' ის უამრავ გოლს გაიტანს, მაგრამ ასევე მინდა ავღნიშნო თუ თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის როდესაც მას ბურთი უჭირავს. ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, რაც მისთვის ბურთის წართმევას ერთი-ორად რთულს ხდის. ასე რომ ის აუცილებლად გახდება ჩვვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.''

ვინსენტ კომპანი - ''ერთ-ერთი მთავარი რასაცა მასთან ერთად თამაშისას იღებ გაუმჯობესება და გოლების უხვი რაოდრნობაა. ეს მართლაც უნიკალური თვისებაა, რომელზეც დაკვირვების შესაძლებლობა წლების წინ მქონდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ანდერლეხტში თამაშობდა. სწორედ ეს სისტემა გავიარე მეც ''ანდერლეხტში.''

ჟოზე მოურინიო - ''რომელუ ბუნებრუვად ერგება ''იუნაიტედს.'' ის ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. მას კარიერული გავითარება ჩვენთან, უდიდეს კლუბში სურს. ძალიან მინდა მასთან ისევ მუშაობის დაწყება.''

პოლ პოგბა - ''როგორც ფეხბურთელი, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ მისი აქ ყოფნით. ჩვენ ყოველთვის ერთი ოცნება და სურვილები გვქონდა. მოედნის გარეთ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ასევე ტოპ კლასის ფეხბურთელიც. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.''

მარკუს რეშფორდი - ''ლუკაკუ ახლა თავისი კარიერის საუკეთესო წლებშია და ის აქ ალბათ ყველაზე სწორ დროს მოვიდა. მოედნის გარეთ ჩვენ ჯერ კიდევ ვეცნობთ ერთმანეთს. სწორედ ესაა გუნდი, ჩვენ ერთმანეთს კარგად უნდა ვიცნობდეთ როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთ.''

უეინ რუნი - ''იუნაიტედი'' არის კლუბი,რომელიც შენგან ყოველთვის წარმატებას ითხოვს. რომელუ საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. თუ ის ამას გააკეთებს, მისი შესაძლებლობებით ნამდვილად მიაღწევს წარმატებას.''

რუუდ ვან ნისტელროი - ''მოველი, რომ ის პიკში დაიწყებს ყველაფერს. კლუბის გადმოსახედიდან მისი ტრანსფერი საუკეთესო დროს განხორციელდა მომავალი 7-8 წლის განმავლობაში ''იუნაიტედ'' დიდებული ცნეტრ-ფორვარდი ეყოლება.''

წყარო:MANUTD.COM
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
30 ივლისი 2017 08:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გოლების დიდ რაოდენობას ველით ლუკაკუსგან
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top