თბილისი:
მანჩესტერი:
29-07-2017, 14:52
ავტორი: Tyeshela,
ნანახია: 3387,
კომენტარები: 11
ათი კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე
სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე.
ათი კომენტარი ლუკაკუს ტრანსფერზე
სულ რამდენიმე საათი დასჭირდა ლუკაკუს ტრანსფერს იმისთვის, რომ ''იუნაიტედის'' გვერდს ტვიტერზე რეკორდული გამოხმაურება ჰქონოდა. ასევე, სხვადასხვა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთეს მის ტრანსფერზე.

ჩვენი საყვარელი კლუბის ოფიციალური საიტი გვთავაზობს მის ტრანსფერთან დაკავშირებულ 10 კომენტარს რომელიც დაახლოებით 3 კვირის წინ განხორციელდა.

მაიკლ კერიკი - ''მასთან დაპირისპირების დროს მისთვის ბურთის ართმევა რამდენიმეჯერ ვცადე, თუმცა საბოლოოდ მას ვერც კი მივუახლოვდი. კარგია რო ამის გაკეთება აღარ მომიწევს. ის დიდი ბიჭია დიდი აღნაგობით და იტანს გოლებს. ზუსტად ეგ გვჭირდება მისგან და მივიღებთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდებულ დროს გაატარებს აქ.''

ენდი კოული - ''ის უდიდესი შენაძენია. დღეისობით მისნაირი ფრხბურთელები ყველა დიდი ფასი ღირს, თუმცა მან უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგაში თამაში შეუძლია. ის აუცილებლად გაიტანს გოლებს, რაც იუნაიტედს ძალიან აკლდა გასულ სეზონში. ეს ყველაფერი მასშია.

კევინ დე ბრუინე - ''შენ უბრალოდ შენი საქმე უნდა გააკეთო და დარწმუნებული ვარ, რომ ის 20-25 გოლს გაიტანს ''იუნაიტედისთვის.'' თუ ნახავთ მისი გოლების სიხშირეს, - ის უბრალოდ საოცარია.ილრომელუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, და რა, ის მხოლოდ 24 წლისაა და მიუხედავად მისი ასაკისია შეგვიძლია მასზე ამის თქმა.

ანდერ ერერა - '' ის უამრავ გოლს გაიტანს, მაგრამ ასევე მინდა ავღნიშნო თუ თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს გუნდისთვის როდესაც მას ბურთი უჭირავს. ფიზიკურად ძლიერი ბიჭია, რაც მისთვის ბურთის წართმევას ერთი-ორად რთულს ხდის. ასე რომ ის აუცილებლად გახდება ჩვვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.''

ვინსენტ კომპანი - ''ერთ-ერთი მთავარი რასაცა მასთან ერთად თამაშისას იღებ გაუმჯობესება და გოლების უხვი რაოდრნობაა. ეს მართლაც უნიკალური თვისებაა, რომელზეც დაკვირვების შესაძლებლობა წლების წინ მქონდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ანდერლეხტში თამაშობდა. სწორედ ეს სისტემა გავიარე მეც ''ანდერლეხტში.''

ჟოზე მოურინიო - ''რომელუ ბუნებრუვად ერგება ''იუნაიტედს.'' ის ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. მას კარიერული გავითარება ჩვენთან, უდიდეს კლუბში სურს. ძალიან მინდა მასთან ისევ მუშაობის დაწყება.''

პოლ პოგბა - ''როგორც ფეხბურთელი, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ მისი აქ ყოფნით. ჩვენ ყოველთვის ერთი ოცნება და სურვილები გვქონდა. მოედნის გარეთ ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია და ასევე ტოპ კლასის ფეხბურთელიც. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.''

მარკუს რეშფორდი - ''ლუკაკუ ახლა თავისი კარიერის საუკეთესო წლებშია და ის აქ ალბათ ყველაზე სწორ დროს მოვიდა. მოედნის გარეთ ჩვენ ჯერ კიდევ ვეცნობთ ერთმანეთს. სწორედ ესაა გუნდი, ჩვენ ერთმანეთს კარგად უნდა ვიცნობდეთ როგორც მოედანზე, ისევე მის გარეთ.''

უეინ რუნი - ''იუნაიტედი'' არის კლუბი,რომელიც შენგან ყოველთვის წარმატებას ითხოვს. რომელუ საკმარისად ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. თუ ის ამას გააკეთებს, მისი შესაძლებლობებით ნამდვილად მიაღწევს წარმატებას.''

რუუდ ვან ნისტელროი - ''მოველი, რომ ის პიკში დაიწყებს ყველაფერს. კლუბის გადმოსახედიდან მისი ტრანსფერი საუკეთესო დროს განხორციელდა მომავალი 7-8 წლის განმავლობაში ''იუნაიტედ'' დიდებული ცნეტრ-ფორვარდი ეყოლება.''

წყარო:MANUTD.COM
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: M United is coming back
29 ივლისი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
ლუკაკუ არის უძლიერესი თავდამსხმელი და მანჩესტერში ის ახალ ისტორიას დაწერს,მაგრამ მას სჭირდება ფლანგები მიუხედავად ყველაფრისა მე პერისიჩს ლუკას მოურა მირჩევნია და კიდევ დაიერის ნაცვლად შეიძლება სტროოტმანი ვიყიდოთ ან თუნდაც მატუიდი,მიუხედავად ასაკისა
0
№2
ავტორი: PaLoMo
29 ივლისი 2017 15:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ციტატა: M United is coming back
ლუკაკუ არის უძლიერესი თავდამსხმელი და მანჩესტერში ის ახალ ისტორიას დაწერს,მაგრამ მას სჭირდება ფლანგები მიუხედავად ყველაფრისა მე პერისიჩს ლუკას მოურა მირჩევნია და კიდევ დაიერის ნაცვლად შეიძლება სტროოტმანი ვიყიდოთ ან თუნდაც მატუიდი,მიუხედავად ასაკისა

moura chalpa psgshi sastavshinmainc arayeneben da ambiciac ar aq etyoba arafris lijbi fuli miscen. strotmanma rac muxlis tramva miigo mis mere chakvda nu im doneze vegar uomarobs rasac tramvamde yobarobda. savaraudod matichs moiyvanen da imedia kargad moergena gunds.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: M United is coming back
29 ივლისი 2017 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
მოურა მარსიალის მოტივაციის გამოთან არ ღირს მაღალი ფასი,აქვს მარსიალს ნიჭი და შესაბამისი დონე,რომ მანჩეს ლიდერი გახდეს,მატიჩი ყველარეალურ ვარიანტზე უკეთესია ,მაგრამ სტროოტმანი ძალიან მომწონდა ადრე
0
№4
ავტორი: ikeoni
29 ივლისი 2017 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Razea bazarii Dzaan magarii igrokii moviyvanet❤️
0
№5
ავტორი: Paul Pogba6
29 ივლისი 2017 15:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Zdarova sastav me axali var.. Au marto me mgonia ro mous siurprizi neymaria tu Ara?!
0
№6
29 ივლისი 2017 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Paul Pogba6
Zdarova sastav me axali var.. Au marto me mgonia ro mous siurprizi neymaria tu Ara?!

Ravi me egre ara mgonia Chemi azrit ney 70% PSG- shia
0
№7
ავტორი: PaLoMo
29 ივლისი 2017 16:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
ragac siaxle daiwera mgobi andrlextis naxevarmcvelze mitchel wiliamze da iqneb dadot<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Paul Pogba6
29 ივლისი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: ლეგენდა რუნი
ციტატა: Paul Pogba6
Zdarova sastav me axali var.. Au marto me mgonia ro mous siurprizi neymaria tu Ara?!

Ravi me egre ara mgonia Chemi azrit ney 70% PSG- shia

Nu didi shansia imisa ro vcdebi mara ratomgac ase mgonia Ravi aba
0
№9
ავტორი: gaga1987
29 ივლისი 2017 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
chveni goleadori unda gaxdes
0
№10
ავტორი: dzia_David
30 ივლისი 2017 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ყველაფერი აქვს იმისთვის რომ მანჩესტერის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწეროს. დანარჩენი უკვე მასზე და ცოტა იღბალზეცაა დამოკიდებული
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top