ვიქტორ ლინდელოფი და რომელუ ლუკაკუ კლუბს ამ ზაფხულს შეურთდნენ, მოურინიომ წინა სასეზონო ტურნეზე უკვე ბევრჯერ აღნიშნა, რომ მას კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს.
სამშაბათს, ვაშინგტონში, "ბარსელონასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს სატრანსფერო სიახლეების შესახებ.
"არ ვიცი",განმარტა მან. "სიტუაციას ედ ვუდვორდი აკონტროლებს. მან მოიყვანა ლინდელოფი და ლუკაკუ. მან იცის, რომ მე კიდევ ორი ფეხბურთელი მსურს, მან ასევე იცის, რომ მე მაქვს ბალანსი გუნდში, მე მესმის სიტუაციის, მე მესმის ბაზრის და თუ ჩემს გუნდს არ შეუძლია ორი ფეხბურთელის გადმობირება და მოახერხებს მხოლოდ ერთს, მაშინ მე დავეთანხმები ამ ბაზრის შედეგებს.
"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მე მხოლოდ კარგ ამბებს ველოდები. ჩემთვის კარგი ამბავი, ფეხბურთელების მოყვანა იქნება, ან ამ სიტუაციაში ერთი ფეხბურთელის მაინც, თან რაც შეიძლება მალე, რათა შევძლოთ გუნდთან ერთად მუშაობა, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია. მე მშვიდად ვარ, მე მომწონს ჩემი ფეხბურთელები, ჩემი გუნდი, მე მათ ვენდობი, სულ ეს არის".
საინტერესოა ის, რომ მოურინიომ დაასახელა ორი პოზიცია, რომლის გაძლიერების იმედიც აქვს. "მე ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით, მაგრამ კიდევ მსურს ორი ფეხბურთელი"-ამბობს ჯოზე. "ერთი იქნება ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც უფრო მეტ ბალანსს და უფრო მეტი არჩევანის საშუალებას მომცემს, ხოლო მეორე იქნება შემტევი, განსაკუთრებით ფლანგზე მოთამაშე, რომელიც შეტევას გააძლიერებს".
"მე არასდროს ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვა გუნდის საკუთრება არიან. არ მესიამოვნება თუ რომელიმე მწვრთნელი გამოვა და იტყვის, რომ ჩემი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელი მოსწონს, ეს არასწორია. ასე რომ, მე მსურს ორი მოთამაშე, მაგრამ შესაძლებელია მივიღო მხოლოდ ერთი".