თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2017, 21:32
ავტორი: tedore,
ნანახია: 2317,
კომენტარები: 11
მოურინიო ტრანსფერების შესახებ საუბრობს
ჟოზე ტრანსფერების მოლოდინშია.
მოურინიო ტრანსფერების შესახებ საუბრობს
ვიქტორ ლინდელოფი და რომელუ ლუკაკუ კლუბს ამ ზაფხულს შეურთდნენ, მოურინიომ წინა სასეზონო ტურნეზე უკვე ბევრჯერ აღნიშნა, რომ მას კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს.

სამშაბათს, ვაშინგტონში, "ბარსელონასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მოურინიოს ჰკითხეს სატრანსფერო სიახლეების შესახებ.

"არ ვიცი",განმარტა მან. "სიტუაციას ედ ვუდვორდი აკონტროლებს. მან მოიყვანა ლინდელოფი და ლუკაკუ. მან იცის, რომ მე კიდევ ორი ფეხბურთელი მსურს, მან ასევე იცის, რომ მე მაქვს ბალანსი გუნდში, მე მესმის სიტუაციის, მე მესმის ბაზრის და თუ ჩემს გუნდს არ შეუძლია ორი ფეხბურთელის გადმობირება და მოახერხებს მხოლოდ ერთს, მაშინ მე დავეთანხმები ამ ბაზრის შედეგებს.

"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მე მხოლოდ კარგ ამბებს ველოდები. ჩემთვის კარგი ამბავი, ფეხბურთელების მოყვანა იქნება, ან ამ სიტუაციაში ერთი ფეხბურთელის მაინც, თან რაც შეიძლება მალე, რათა შევძლოთ გუნდთან ერთად მუშაობა, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია. მე მშვიდად ვარ, მე მომწონს ჩემი ფეხბურთელები, ჩემი გუნდი, მე მათ ვენდობი, სულ ეს არის".

საინტერესოა ის, რომ მოურინიომ დაასახელა ორი პოზიცია, რომლის გაძლიერების იმედიც აქვს. "მე
ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით, მაგრამ კიდევ მსურს ორი ფეხბურთელი"-ამბობს ჯოზე. "ერთი იქნება ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც უფრო მეტ ბალანსს და უფრო მეტი არჩევანის საშუალებას მომცემს, ხოლო მეორე იქნება შემტევი, განსაკუთრებით ფლანგზე მოთამაშე, რომელიც შეტევას გააძლიერებს".

"მე არასდროს ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც სხვა გუნდის საკუთრება არიან. არ მესიამოვნება თუ რომელიმე მწვრთნელი გამოვა და იტყვის, რომ ჩემი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელი მოსწონს, ეს არასწორია. ასე რომ, მე მსურს ორი მოთამაშე, მაგრამ შესაძლებელია მივიღო მხოლოდ ერთი".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Tyeshela
26 ივლისი 2017 21:49
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 104
ნახევარმცველი უკვე წარმოდგენა არ მაქვს ვიზე ამბობს. უამრავ ჩამშლელზე დაიწერა და ვერ გავიგე რომელი უნდა. და კრიაზე ალბათ პერეშიჩი. მეტი არც არავიზე დაწერილა თუ სწორად მახსოვს.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2017 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატიჩი დაიდება
0
№3
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 21:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვუდვორდიც ვასინგტონშია და ტოტენჰემიც მიდი შე გაიზვერა კაცო ცაუთვალე ლევს ფული და გამოიყოლე დაიერი,აიღოს მატამ 10 და დაიერმა 8.რა შუაშია მატა 8 ნომერთან ვერ ვხვდები
0
№4
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 22:00
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
კაროჩე აქაც დავწერ:

ასეთი ამბებია:
რაჯა ნაინგოლანი - სქაი სპორტსის თანახმად კონტრაქტი გაახანგრძლივა და მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ ამას
ფაბინიო - მონაკოს ვიცე პრეზიდენტის თქმით ფაბინიო და ლემარი წელს გუნდს არ დატოვებენ
ერიკ დაიერი - მოურინიომ გააკეთა კომენტარი: ტოტენჰემი კვლავ ძლიერი გუნდია, რადგან მათ ყველა ძლიერი ფეხბურთელი შეინარჩუნეს, დელე ალი, კეინი,ალდერვეირელდი,დაიერი...
რენატო სანჩესი - მილანთან მიაღწია შეთანხმებას და 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავა
ნემანია მატიჩი - არ წაყვა ჩელსის წინასასეზონო ტურნეზე, იუვეს ერთ-ერთმა დირექტორმა მაროტამ კი განაცხადა, რომ კლუბს მატუიდის დამატება სურს...
მოკლედ, დასკვნების გამოტანა ადვილია თუ ვის რამდენი შანსი აქვს ჩვენთან გადმოსვლის და რეალურად ვინ გადმოვა კიდეც... ყველაფერი დაიფილტრა, მოვიდა აგვისტოს თვეც, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 1 კანდიდატი და კი ხვდებით ვინც
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№5
ავტორი: giorgi_mg
26 ივლისი 2017 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Dato Sirabidze
ვერატს საერთოდ არ განვიხილავთ? :))
არ ვიცი ვის მოწონს ვის არა, ნუ არც მე ვგიჟდება მატიჩზე, მაგრამ ტიპი სერიოზული ბალანსია მინდორზე, აი როგორც კერიკი პროსტა ცოტა ახალგაზრდა რა და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ჩელსის წარმატებაში

აი მარტო სახელი რო დარჩეს და ვუპასუხო ვერ დავამუღამე რა )))
0
№6
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 23:00
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მე იმ ფეხბურთელებზე დავწერე რომელთა შეძენა ჩემი გადმოსახედიან რეალური (ასე თუ ისე) იყო... ვერატის შეძენა წელს მე არარეალურად მიმაჩნია და ყველაფერი რაც იწერება დიდი ჭორი მგონია... ჩემი აზრია ეს, სხვას სხვა მოსაზრება ჰქონდეს შეიძლება...თორემ ვერატი რო ყველას სჯობს თქმა არ სჭირდება მაგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№7
ავტორი: bziki
26 ივლისი 2017 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ორი ვარიანტია რა მატიჩი-პერისიჩი
მაგრამ მახსოვს ჟოზეს კომენტარიც არ ვაპირებთ გავბეროთ ფასები თუ შესაძლებელი იქნება რეალურ ფასებში შედგეს ტრანსფერი მაგ შემთხვევაში ვიმოქმედებთო, მაგიტო გაიწელა პერისიჩი ამდენი ხანი რაღაც 5-8 მილიონის თემაა. არ უნდათ გოიმის იარლიყი. როცა ვბერავდით ფასებს მაშინ მართლა ყველაფერზე უნდა წასულიყვნენ ეხლა სხვა სიტუაციაა ეგეთ წუმპეში აღარ ვართ
0
№8
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2017 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
რა საინტერესოა ბოლო ბოლო ვის ვიყიდით
0
№9
ავტორი: Phil Jones
27 ივლისი 2017 01:00
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ყველა მოსაზრებას ვკითხულობ და რათქმააუნდა პატივს ვცემ, მითუმეტეს ისეთი ხალხისას რომლებსაც ვხედავ რომფეხბურთი ესმით და სწორედ ამიტომ მაკვირვებს და მაქვს ერთი კითხვა, ვერატიში რა მოგწონთ და რატომ ჯობია ყველას?? გასაგებია კარგი ფეხბურთელი რომაა, ისევე როგორცბევრი სხვა, თუ გადმოვა ეგეც კარგი იქნება ყველაფერს თავი რო გავანებოთ ისეთი გაპიარებულია, მაგრამ მემაგის უმაღლესი ფეხბურთელობა არსად მინახავს და მგონია რომ ვერც ვნახავ... ვერატის დონის ფეხბურთელი მაგ პოზიციაზე პრემიერლიგაში თითქმის ყველა გუნდს ჰყავს.
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივლისი 2017 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რატომღაც მატიჩი-პერიშიჩი მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top