თბილისი:
მანჩესტერი:
25-07-2017, 14:57
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2547,
კომენტარები: 12
ჩიჩარიტო: "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება ამაღელვებელი იქნება"
ჩიჩარიტოს კომენტარი.
ჩიჩარიტო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი უკვე "ვესტ ჰემის" ფეხბურთელია. "ჩაქუჩებმა" მექსიკელი გუშინ გააოფიციალურეს.

მოგეხსენებათ პრემიერ ლიგის პირველ ტურში "ვესტ ჰემი" სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება სტუმრად. ჩიჩარიტო პირველად დაბრუნდება "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა მას გულშემატკივარი ამჯერად სხვა გუნდის მაისურში იხილავს. მექსიკელს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის იქ დაბრუნება, სადაც მან ძალზედ წარმატებული 4 წელი გაატარა.

"ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება ჩემთვის ამაღელვებელი იქნება. ეს გამორჩეული მომენტი იქნება და მოხარული ვარ, რომ ახალ სეზონს სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშით დავიწყებ. ძალიან მინდოდა მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში დავბრუნებულიყავი. ჩვენი მთავარი მიზანი ევროტურნირებზე თამაშის უფლების მოპოვება იქნება."

წყარო:MANUTD.RU
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2017 21:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ჩიჩა კარგი ფეხბურთელია მარა აქ დარჩენას აზრი არ ქონდა სულ სათადარიგოზე იყო და არამგონია ეს როლი მოწონებოდა
0
№12
ავტორი: stepno
25 ივლისი 2017 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Erti suli maq daiwyoos premierliga ra
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top