
ჯანლუკა დი მარციო: "იუნაიტედი" პერიჩისთვის ბრძოლას აგრძელებს. მართალია ისინი უარს აცხადებენ €50 მილიონის გადახდაზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით...

ჯიჯიო დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ველოდებით შემდეგ სათაურს: "დავიდ დე ხეა "რეალ მადრიდში" გადასვლასთან ახლოსაა"...

Talksport: "ევერტონი" უეინ რუნის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძენს.

AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" დორტუნდის ესპანელი მცველით, მარკ ბარტრათია დაინტერესებული.

ესპანური პრესის თანახმად "ბარსელონას" კვლავ სურს ანდერ ერერას შეძენა.

ესპანური AS: ალვარო მორატა "იუნაიტედს" 72 საათის განმავლობაში შეუერთდება.

"არასდროს მითქვამს, რომ "რეალ მადრიდის" დატოვება მსურს" - რონალდუს ამ სიტყვებს El Confidential ციტირებს.

იტალიური მედიის თანახმად ივან პერიშიჩი ყველაფერს აკეთებს მანჩესტერში გადასვლისთვის. მას უკვე ჰქონდა საუბარი "ინტერის" ხელმძღვანელებთან, ფეხბურთელი წინასასეზონო ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს.

M.E.N -ის თანახმად ჟოზე მოურინიო და უეინ რუნი ამერიკულ ტურნემდე ერთმანეთს შეხვდებიან. ისინი რუნის მომავალზე ისაუბრებენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ უეინ რუნი ახალ სეზონს კვლავ "იუნაიტედის" რიგებში დაიწყებს, რადგანაც კლუბს ფეხბურთელის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

ფაბინიოს შესახებ აქტიურობას კვლავ იტალიური მედია იჩენს. GDS ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მონაკოელებმა "პსჟ" -ს €45 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს. მათ არ სურთ ფაბინიოს გაშვება კონკურენტ გუნდში. გამოცემის თანახმად ბრაზილიელს დიდი ალბათობით "იუნაიტედი" შეიძენს.

Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიოსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგანაც პორტუგალიელს ახალი ფეხბურთელების შეძენა ამერიკულ ტურნემდე ჰქონდა დაგეგმილი. ის სრულიად უკმაყოფილოა კლუბის ასეთი პასიურობით სატრანსფერო ფანჯარაზე. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა, მათ ლისაბონის "ბენფიკადან" შვედი მცველი, ვიქტორ ლინდელოფი დაიმატეს.

ხავიერ ჰერნანდეზი შესაძლოა პრემიერ ლიგაში კვლავ ვიხილოთ. მექსიკელი ფორვარდით ლონდონის "ვესტ ჰემია" დაინტერესებული. ჩიჩარიტოს გამოსასყიდი თანხა £13 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მექსიკელი ლევერკუზენის "ბაიერში" 2 წლის წინ £7.5 მილიონად გაყიდა.

დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ალვარო მორატას მამა და მისი აგენტი შენიშნეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, მათ ფლორენტინო პერეზთან ჰქონდათ საუბარი. შეხვედრა 50 წუთს გაგრძელდა. რა თქმა უნდა მთავარი სალაპარაკო თემა მორატას მომავალი იყო. ფეხბურთელს "იუნაიტედში" გადასვლა სურს. ესპანური მედიის თანახმად ალვარო მორატა მანჩესტერს ამერიკულ ტურნემდე შეუერთდება.

მაიკლ კინი, მცველი რომელსაც "იუნაიტედში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ ლივერპულის "ევერტონში" გადავიდა. განხორციელებული ტრანსფერიდან "იუნაიტედი" £7.5 მილიონს მიიღებს.
