თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2017, 19:22
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3708,
კომენტარები: 11
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიივან პერიშიჩი 01:22
ჯანლუკა დი მარციო: "იუნაიტედი" პერიჩისთვის ბრძოლას აგრძელებს. მართალია ისინი უარს აცხადებენ €50 მილიონის გადახდაზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჯერჯერობით...
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჯიჯიო დონარუმა 01:18
ჯიჯიო დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ველოდებით შემდეგ სათაურს: "დავიდ დე ხეა "რეალ მადრიდში" გადასვლასთან ახლოსაა"...
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიუეინ რუნი 01:00
Talksport: "ევერტონი" უეინ რუნის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძენს.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიმარკ ბარტრა 00:58
AS: "მანჩესტერ იუნაიტედი" დორტუნდის ესპანელი მცველით, მარკ ბარტრათია დაინტერესებული.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიანდერ ერერა 00:35
ესპანური პრესის თანახმად "ბარსელონას" კვლავ სურს ანდერ ერერას შეძენა.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიალვარო მორატა 00:24
ესპანური AS: ალვარო მორატა "იუნაიტედს" 72 საათის განმავლობაში შეუერთდება.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიკრიშტიანუ რონალდუ 00:12
"არასდროს მითქვამს, რომ "რეალ მადრიდის" დატოვება მსურს" - რონალდუს ამ სიტყვებს El Confidential ციტირებს.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიივან პერიშიჩი 00:10
იტალიური მედიის თანახმად ივან პერიშიჩი ყველაფერს აკეთებს მანჩესტერში გადასვლისთვის. მას უკვე ჰქონდა საუბარი "ინტერის" ხელმძღვანელებთან, ფეხბურთელი წინასასეზონო ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიუეინ რუნი 00:01
M.E.N -ის თანახმად ჟოზე მოურინიო და უეინ რუნი ამერიკულ ტურნემდე ერთმანეთს შეხვდებიან. ისინი რუნის მომავალზე ისაუბრებენ. დიდია ალბათობა იმისა, რომ უეინ რუნი ახალ სეზონს კვლავ "იუნაიტედის" რიგებში დაიწყებს, რადგანაც კლუბს ფეხბურთელის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიფაბინიო 00:00
ფაბინიოს შესახებ აქტიურობას კვლავ იტალიური მედია იჩენს. GDS ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მონაკოელებმა "პსჟ" -ს €45 მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრეს. მათ არ სურთ ფაბინიოს გაშვება კონკურენტ გუნდში. გამოცემის თანახმად ბრაზილიელს დიდი ალბათობით "იუნაიტედი" შეიძენს.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჟოზე მოურინიო 23:58
Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიოსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგანაც პორტუგალიელს ახალი ფეხბურთელების შეძენა ამერიკულ ტურნემდე ჰქონდა დაგეგმილი. ის სრულიად უკმაყოფილოა კლუბის ასეთი პასიურობით სატრანსფერო ფანჯარაზე. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა, მათ ლისაბონის "ბენფიკადან" შვედი მცველი, ვიქტორ ლინდელოფი დაიმატეს.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჩიჩარიტო 23:50
ხავიერ ჰერნანდეზი შესაძლოა პრემიერ ლიგაში კვლავ ვიხილოთ. მექსიკელი ფორვარდით ლონდონის "ვესტ ჰემია" დაინტერესებული. ჩიჩარიტოს გამოსასყიდი თანხა £13 მილიონს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" მექსიკელი ლევერკუზენის "ბაიერში" 2 წლის წინ £7.5 მილიონად გაყიდა.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიალვარო მორატა 23:45
დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ალვარო მორატას მამა და მისი აგენტი შენიშნეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, მათ ფლორენტინო პერეზთან ჰქონდათ საუბარი. შეხვედრა 50 წუთს გაგრძელდა. რა თქმა უნდა მთავარი სალაპარაკო თემა მორატას მომავალი იყო. ფეხბურთელს "იუნაიტედში" გადასვლა სურს. ესპანური მედიის თანახმად ალვარო მორატა მანჩესტერს ამერიკულ ტურნემდე შეუერთდება.
03.07.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიმაიკლ კინი 23:40
მაიკლ კინი, მცველი რომელსაც "იუნაიტედში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ ლივერპულის "ევერტონში" გადავიდა. განხორციელებული ტრანსფერიდან "იუნაიტედი" £7.5 მილიონს მიიღებს.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 11
№1
ავტორი: dzia_David
3 ივლისი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ჩიჩარიტოო დღემდეე მარტო მე მევასება მაგრად? ;დ <3 <3
2
№2
ავტორი: Dato Sirabidze
3 ივლისი 2017 19:47
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: dzia_David
ჩიჩარიტოო დღემდეე მარტო მე მევასება მაგრად? ;დ <3 <3

ჩიჩარიტო არ იყო გუნდიდან გასაშვები, სულ რო არაფერი 7 მილიონად მაინც არ უნდა გაეშვათ... მაგრამ ვან გაალი იყო ....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივლისი 2017 20:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ ვიცი რამდენად მართალია ის რო მოურინიო უკმაყოფილოა გუნდის მუშაობით სატრანსფერო ბაზარზე მარა ბოლომდე კმაყოფილი ისედაც არ იქნება ასე მგონია, ეს ინფორმაცია ჭორიც რო იყოს ძაან გაიწელა საჭირო ფეხბურთელების მოყვანა... კი ბატონო ჯერ ადრეა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარა არამგონია ბოლო დღეს დაიწყონ და დაამთავრონ მუშაობა, ფაქტია რაღაც შეფერხებები არი, იგივე მორატაზე, ფაბინიოზეც არ იქნება ამდენი რამე ჭორი, ეჭვი მაქ ეგენი შედიან მოუს სიაში მარა აგვიანებს ტრანსფერები, ვუდვორდს კარგად ექნება თავი მოსაფხანი wink
0
№4
ავტორი: gache1991
3 ივლისი 2017 20:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Vso tonaldos ambavi oficialurad gairjva da setiozulad wava morataze chalichi iseti piri uchans turnemde morata gaoficialurdeba.didi imedi maq shemdegi perishichi matichi AR iqenbian..morata raja idealuri iqneboda
0
№5
ავტორი: rooney-scholes
3 ივლისი 2017 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: dzia_David
ჩიჩარიტოო დღემდეე მარტო მე მევასება მაგრად? ;დ <3 <3

Mec zaan mevaseba exlac konfederaciaze kargad itamasha

Ronaldos metrakeoba kidev ertxel dadasturda
1
№6
ავტორი: ana maniu
3 ივლისი 2017 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
roni ert erti sauketesoa mara metrakeobashi badali ar yavs, dediko ar azlevs uplebas etyoba
0
№7
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2017 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ronaldoze Ro Egre iqneboda magashi xo darwmunebuli viyavi tyuilad davkarget dro magis dedas ******iii
0
№8
ავტორი: giorgi_mg
4 ივლისი 2017 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რატო ყვინთავს ეს საიტი პერიოდულად? 2 დღე კარგად შებერავთ 2 დღე არაფერი არ ხდება facepalm
0
№9
ავტორი: Dato Sirabidze
4 ივლისი 2017 10:35
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: giorgi_mg
რატო ყვინთავს ეს საიტი პერიოდულად? 2 დღე კარგად შებერავთ 2 დღე არაფერი არ ხდება facepalm

მართალი ხარ... მაგრამ აქ ვინც ვწერთ ყველა მოყვარული იუნაიტედის გულშემატკივარია... ზოგს გამოცდები აქვს, ზოგი მუშაობს და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როცა შეგვეძლება და დრო გვექნება სიახლეებით მოგამარაგოთ... დროზე შეიძლება ვერ გაწვდით ინფოებს, მაგრამ დღის ბოლოს მაინც იდება ყველა სიახლე ტრანსფერებზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№10
ავტორი: giorgi_mg
4 ივლისი 2017 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: giorgi_mg
რატო ყვინთავს ეს საიტი პერიოდულად? 2 დღე კარგად შებერავთ 2 დღე არაფერი არ ხდება facepalm

მართალი ხარ... მაგრამ აქ ვინც ვწერთ ყველა მოყვარული იუნაიტედის გულშემატკივარია... ზოგს გამოცდები აქვს, ზოგი მუშაობს და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როცა შეგვეძლება და დრო გვექნება სიახლეებით მოგამარაგოთ... დროზე შეიძლება ვერ გაწვდით ინფოებს, მაგრამ დღის ბოლოს მაინც იდება ყველა სიახლე ტრანსფერებზე.

მესმის დავით თქვენი, რამე იქნებ მოგვეფიქრებინა ამასთან დაკავშირებით, როხოდიაბლოსთან დაკავშირებით რა ხდება? წავიდა საიტიდან თუ დროებითია ეს ამბავი? ადრე ბევრი იყო მწერალი და სად გაქრა ეგ ხალხი?! სამწუხაროდ არ ვიცი მაგდენი ინგლისური თორე სიამოვნებით ჩავერთვებოდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top