
ალვარო მორატას თაობაზე მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვაქვს. დღეს AS -მა კიდევ ერთხელ დაწერა რომ მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა მორატას "იუნაიტედში" ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერ არ შეუშლის.

რენატო სანჩესი "იუნაიტედის" კიდევ ერთი სამიზნეა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ "მიუნხენელები" მზად არიან პორტუგალიელი გაუშვან თუ შესაფერის შეთავაზებას მიიღებენ. დღეს კი უკვე რენატო სანჩესიც ადასტურებს რომ "ბაიერნის" დატოვება არ არის გამორიცხული.

ანდერსონ ტალისკას სახელს "მანჩესტერს" დიდი ხანია უკავშირებენ. ფეხბურთელმა ამ სპეკულაციებზე რამდენჯერმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით იასპარეზებდა "იუნაიტედში". მაგრამ როგორც "ბეშიქთაშის" სპორტული დირექტორი აცხადებს ანდერსონ ტალისკა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ დატოვებს.

ფრანგმა გულშემატკივრების ყურადღება "დორტმუნდში" ჩატარებული ბრწყინვალე სეზონით მიიპყრო. ევროპის გრანდებს მაშინვე დაუკავშირეს დემბელეს სახელი. ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს, თუმცა მის სახელს "იუნაიტედსაც" უკავშირებენ. ფრანგული Telefoot იტყობინება, რომ გერმანელები მზად არიან მას £79 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.

მოგეხსენებათ მილანის "ინტერს" ფინანსური პრობლემები აქვს და მათ თვის ბოლომდე £26.4 მილიონის გამომუშავება ევალებათ ტრანსფერებზე. ანუ მათ თვის ბოლომდე აუცილებლად უნდა გაუშვან რომელიმე ფეხბურთელი. იტალიური მედია დიდი ხანია ამ ფეხბურთელად ივან პერიშიჩს მოიაზრებს. უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ხორვატს "იუნაიტედს" უკავშირებენ. თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ხელს იტალიური გუნდი უშლის. მილანელებს პერიშიჩში €50 მილიონის გამომუშავება სურთ, "იუნაიტედი" კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. ყველაფერი თვის ბოლოს გახდება ცნობილი, ანუ მაშინ როცა გვეცოდინება თუ რომელიმე ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან "ნერაძურიმ".

ბოლო დღეებში სპორტული პრესა გამუდმებით უკავშირებს ნემანია მატიჩს "მანჩესტერ იუნაიტედს". სერბის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება, ამიტომ შევეცდები ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოგაწოდოთ. თავიდან ალბათ უნდა აღვნიშნოთ რომ "ჩელსი" ძალზედ ახლოსაა ტიმო ბაკაიოკოს შეძენასთან. ახალგაზრდა ფრანგის მოსვლა პირდაპირ ნიშნავს მატიჩის წასვლას. სწორედ ამიტომ უკავშირებენ ასე აქტიურად მის სახელს "იუნაიტედს". M.E.N და ESPN -ის თანახმად სერბი მომავალ კვირაში შეუერთდება "მანჩესტერს". თუ Sun -ს დავუჯერებთ ტრანსფერი 48 საათში უნდა განხორციელდეს. Guardian -იც იმას იტყობინება რომ მანჩესტერის მეორე შენაძენი მატიჩი იქნება. განსხვავებულ სიახლეს მხოლოდ Daily Telegraoh გვთავაზობს, რომელიც უარყოფს მატიჩის ტრანსფერის უახლოეს მომავალში განხორციელებას და ამბობს, რომ სერბი "იუნაიტედის" მხოლოდ მესამე სამიზნეა ერიკ დაიერისა და რაჯა ნაინგოლანის შემდეგ.
