თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2017, 21:29
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3272,
კომენტარები: 18
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიალვარო მორატა
ალვარო მორატას თაობაზე მნიშვნელოვანი სიახლეები არ გვაქვს. დღეს AS -მა კიდევ ერთხელ დაწერა რომ მოლაპარაკებები გრძელდება. თუმცა მორატას "იუნაიტედში" ტრანსფერის განხორციელებას ხელს არაფერ არ შეუშლის.
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებირენატო სანჩესი
რენატო სანჩესი "იუნაიტედის" კიდევ ერთი სამიზნეა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ "მიუნხენელები" მზად არიან პორტუგალიელი გაუშვან თუ შესაფერის შეთავაზებას მიიღებენ. დღეს კი უკვე რენატო სანჩესიც ადასტურებს რომ "ბაიერნის" დატოვება არ არის გამორიცხული.
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიანდერსონ ტალისკა
ანდერსონ ტალისკას სახელს "მანჩესტერს" დიდი ხანია უკავშირებენ. ფეხბურთელმა ამ სპეკულაციებზე რამდენჯერმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით იასპარეზებდა "იუნაიტედში". მაგრამ როგორც "ბეშიქთაშის" სპორტული დირექტორი აცხადებს ანდერსონ ტალისკა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ დატოვებს.
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიუსმან დემბელე
ფრანგმა გულშემატკივრების ყურადღება "დორტმუნდში" ჩატარებული ბრწყინვალე სეზონით მიიპყრო. ევროპის გრანდებს მაშინვე დაუკავშირეს დემბელეს სახელი. ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულ ინტერესს "ბარსელონა" იჩენს, თუმცა მის სახელს "იუნაიტედსაც" უკავშირებენ. ფრანგული Telefoot იტყობინება, რომ გერმანელები მზად არიან მას £79 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიივან პერიშიჩი
მოგეხსენებათ მილანის "ინტერს" ფინანსური პრობლემები აქვს და მათ თვის ბოლომდე £26.4 მილიონის გამომუშავება ევალებათ ტრანსფერებზე. ანუ მათ თვის ბოლომდე აუცილებლად უნდა გაუშვან რომელიმე ფეხბურთელი. იტალიური მედია დიდი ხანია ამ ფეხბურთელად ივან პერიშიჩს მოიაზრებს. უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ხორვატს "იუნაიტედს" უკავშირებენ. თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ხელს იტალიური გუნდი უშლის. მილანელებს პერიშიჩში €50 მილიონის გამომუშავება სურთ, "იუნაიტედი" კი ამ თანხის გადახდაზე უარს აცხადებს. ყველაფერი თვის ბოლოს გახდება ცნობილი, ანუ მაშინ როცა გვეცოდინება თუ რომელიმე ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან "ნერაძურიმ".
26.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინემანია მატიჩი
ბოლო დღეებში სპორტული პრესა გამუდმებით უკავშირებს ნემანია მატიჩს "მანჩესტერ იუნაიტედს". სერბის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება, ამიტომ შევეცდები ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოგაწოდოთ. თავიდან ალბათ უნდა აღვნიშნოთ რომ "ჩელსი" ძალზედ ახლოსაა ტიმო ბაკაიოკოს შეძენასთან. ახალგაზრდა ფრანგის მოსვლა პირდაპირ ნიშნავს მატიჩის წასვლას. სწორედ ამიტომ უკავშირებენ ასე აქტიურად მის სახელს "იუნაიტედს". M.E.N და ESPN -ის თანახმად სერბი მომავალ კვირაში შეუერთდება "მანჩესტერს". თუ Sun -ს დავუჯერებთ ტრანსფერი 48 საათში უნდა განხორციელდეს. Guardian -იც იმას იტყობინება რომ მანჩესტერის მეორე შენაძენი მატიჩი იქნება. განსხვავებულ სიახლეს მხოლოდ Daily Telegraoh გვთავაზობს, რომელიც უარყოფს მატიჩის ტრანსფერის უახლოეს მომავალში განხორციელებას და ამბობს, რომ სერბი "იუნაიტედის" მხოლოდ მესამე სამიზნეა ერიკ დაიერისა და რაჯა ნაინგოლანის შემდეგ.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 18
№1
ავტორი: kobinio
26 ივნისი 2017 21:39
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Dzaan chamkvdaria bazari rac fexburtelebis ararealurma fasebma gamoicvia.
Me ro viko milanis an torinos fexburteli albat mec minimum 90 000 000 gamkididnen. Ra samcuxaroa rom ar btamashob :)))
2
№2
ავტორი: yohan
26 ივნისი 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ღმერთო დალოცე Daily Telegraoh winked
0
№3
ავტორი: bziki
26 ივნისი 2017 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი ტელეგრაფი გვანუგეშებს :) და კიდე კაი სკაი რო არ წერს :D
0
№4
ავტორი: krekera
27 ივნისი 2017 05:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
აუ რა გახდა მართლა რააა ეს ტრანსფერები, ფაბინიო, მორატა, ხამესი, დაიერი და უკვე თემაა ძმებოო
0
№5
ავტორი: Phil Jones
27 ივნისი 2017 05:41
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სანჩესი კარგი იქნება, ოღონდ ისე არა რომ მაგის იმედად ვიყოთ მაგ პოზიციაზე, დაახლოებით როგორც ბაიერნს ყავდა წელს და მერე თუ მოუმატა ძაან კარგი.

თქვენ არ მოგწონთ, აგრამ მატიჩი მუშა და ძლიერი ბიჭია, თავის დროზე მეკერიკის ტრანსფერიც გამიკვირდა მარტივი მიზეზით რო არ ვიცოდი და არ მესმოდა მსგავსი მოთამაში მნიშვნელობა...
ჩემი სურვილია: ერთი მარცხენა მცველი, 1 ან 2 ცენტრალური ნახევარმცველი, მაგალითად მატიჩი ან ნაინგოლანი და პლიუს სანჩესი, ერთი "ყველაფერჩიკი"და ჩემი ოცნების ფეხბურთელი ბეილი და ერთიც ცენტრალური თავდამსხმელი, მორატა ან კეინი.
0
№6
ავტორი: JuanMata
27 ივნისი 2017 06:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე კონტე სულელი იქნება მატიჩს თუ გაუშვებს, ჯერ ერთი, მთელი სეზონის ორი ნახევარმცველით ჩატარება ძაან რთულია, მეორეც კანტე მატიჩის წყვილი შეწყობილ-შეთამაშებული იყო და რამდენიც არ უნდა ეძახონ მატიჩს ხე, ფაქტია მშვენივრად გამოიყურებოდა ჩელსი ცენტრში და ეს მარტო კანტეს დამსახურება არაა. ჩემი აზრით კანტე და ბაკაიოკო ერთმანეთს გვანან სტილით და ორივე აგრესიულია და წინ სირბილი უყვართ, ეგეთ ნახევარმცველთან მეორე მშვიდი და წყნარი საყრდენი გინდა, რომ დააზღვიოს და მის უკან თამაში დაალაგოს. მონაკოში ბაკაიოკოს ფაბინიო ედგა, კანტეს ჩელსიში -მატიჩი, ლესტერში დრინქუოთერი.
კანტეს და ბაკაიოკოს აგრესიული პრესინგი კარგად ჩანს, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევია ის ხალხი ვინც მათ უკან თამაშს ასუფთავებს. მე პირადად ბაკაიოკოს, როგორც კანტეს შემცვლელს ისე გამოვიყენებდი, ან სამივეს ერთად დავაყენებდი (ალბათ ძლიერ გუნდებთან), რომ გაუვალი ცენტრი ყოფილიყო და კონტრაზე თამაში, რომ კარგად გამოსდით კი ვნახეთ.

შეიძლება მატიჩზე უკეთესი საყრდენებიც არსებობენ, მაგრამ მე ვთვლი რომ მანჩესტერს ზუსტად ასეთი ტიპის ფეხბურთელი აკლია, 36 წლის კერიკს თუ არ ჩავთვლით, ასაკის და სხვა რაღაც დეტალების გამო ფაბინიო, ან დაიერი მირჩევნია, მაგრამ არც მატიჩზე მექნება უარყოფითი განწყობა.

რაჯაზე მეეჭვება, ეგეც უფრო ბოქს თუ ბოქს სტილია, წინ გარბის ხშირად და შეტევებში ერთვება, ეგეთი გვყავს უკვე პოგბა და (ერერაც) და მათ უკან გვინდა ტიპი რომელი პოგბას თავისუფლად მოძრაობის და შეტევაში უპრობლემოდ წასვლის საშუალებას მისცემს, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს, პოგბას საყრდენ ზონაში გამოყენება, ცოტა არ იყოს სულელურად მეჩვენება, თუნდაც კარგად გამოსდიოდეს.
2
№7
ავტორი: ikeoni
27 ივნისი 2017 06:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magari chawynarebulia yvelaferiii
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
27 ივნისი 2017 07:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: JuanMata
ისე კონტე სულელი იქნება მატიჩს თუ გაუშვებს, ჯერ ერთი, მთელი სეზონის ორი ნახევარმცველით ჩატარება ძაან რთულია, მეორეც კანტე მატიჩის წყვილი შეწყობილ-შეთამაშებული იყო და რამდენიც არ უნდა ეძახონ მატიჩს ხე, ფაქტია მშვენივრად გამოიყურებოდა ჩელსი ცენტრში და ეს მარტო კანტეს დამსახურება არაა. ჩემი აზრით კანტე და ბაკაიოკო ერთმანეთს გვანან სტილით და ორივე აგრესიულია და წინ სირბილი უყვართ, ეგეთ ნახევარმცველთან მეორე მშვიდი და წყნარი საყრდენი გინდა, რომ დააზღვიოს და მის უკან თამაში დაალაგოს. მონაკოში ბაკაიოკოს ფაბინიო ედგა, კანტეს ჩელსიში -მატიჩი, ლესტერში დრინქუოთერი.
კანტეს და ბაკაიოკოს აგრესიული პრესინგი კარგად ჩანს, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევია ის ხალხი ვინც მათ უკან თამაშს ასუფთავებს. მე პირადად ბაკაიოკოს, როგორც კანტეს შემცვლელს ისე გამოვიყენებდი, ან სამივეს ერთად დავაყენებდი (ალბათ ძლიერ გუნდებთან), რომ გაუვალი ცენტრი ყოფილიყო და კონტრაზე თამაში, რომ კარგად გამოსდით კი ვნახეთ.

შეიძლება მატიჩზე უკეთესი საყრდენებიც არსებობენ, მაგრამ მე ვთვლი რომ მანჩესტერს ზუსტად ასეთი ტიპის ფეხბურთელი აკლია, 36 წლის კერიკს თუ არ ჩავთვლით, ასაკის და სხვა რაღაც დეტალების გამო ფაბინიო, ან დაიერი მირჩევნია, მაგრამ არც მატიჩზე მექნება უარყოფითი განწყობა.

რაჯაზე მეეჭვება, ეგეც უფრო ბოქს თუ ბოქს სტილია, წინ გარბის ხშირად და შეტევებში ერთვება, ეგეთი გვყავს უკვე პოგბა და (ერერაც) და მათ უკან გვინდა ტიპი რომელი პოგბას თავისუფლად მოძრაობის და შეტევაში უპრობლემოდ წასვლის საშუალებას მისცემს, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს, პოგბას საყრდენ ზონაში გამოყენება, ცოტა არ იყოს სულელურად მეჩვენება, თუნდაც კარგად გამოსდიოდეს.

მშვენიერი ანალიზია ვერაფერს ვერ დაამატებს კაცი 100% გეთანხმები ყველაფერში.და ნაღდად არ მესმის მატიჩი რატო არ უნდა ვიყიდოთ და თუ ვიყიდით რატო ვქმნით ტრაგედიას აქედან.ძაან გამოსადეგარი იქნება ჩვენთან თან მოუს სტილს აკვდება პირდაპირ
1
№9
ავტორი: gigi_ryan
27 ივნისი 2017 07:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
რა დემბელე, რა ტალისკა, რა რენატო. საიდან მგაქვთ ტო ამდენი არაზუსტი ინფორმაცია, მაგათი გადმოსვლის შანსი არის 0.00000000000000000001%. ვის რაში ჭირდება საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთEლები
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2017 07:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ადრე ჭორებში მაინც გვიკავშირებდნენ წესიერ ფეხბურთელებს და ახლა ჭორებშიც მატიჩი-ტალისკაა მთავარი თემა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top