თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 07:43
ავტორი: Tidehunter,
ნანახია: 3086,
კომენტარები: 13
150 მილიონი რონალდუს სანაცვლოდ
შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყოფილი ვარსკვლავი უკან დაიბრუნოს
150 მილიონი რონალდუს სანაცვლოდ
როგორც The Telegraph წერს, კრიშტიანუ რონალდუს მრჩეველებმა დაინტერესებულ კლუბებს აცნობეს, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს ახალი გამოწვევისთვის და არა იმ პრობლემისთვის, რომელიც მას ესპანეთის საგადასახადო ორგანოსთან შეემთხვა.

მათ ასევე ცხადყვეს, რომ 150 მილიონი ევრო (131 მილიონი ფუნტი) სრულიად საკმარისი იქნება კრიშტიანუ რონალდუს გადასაბირებლად. "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ისეთ კლუბებს, როგორებიცაა პსჟ და მილანის "ინტერი".

ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ ინტერესს პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ფრანგული პსჟ იჩენს. არსებობს ინფორმაცია, რომ ფრანგლუს კლუბი ეკონტაქტები ჟოზე მენდეშს, ეს უკანასკნელი კი ცდილობს დაარწმუნოს რონალდუ. ისინი თვლიან, რომ რონალდუ საფრანგეთის დედაქალაქში ძალიან პოპულარული იქნება, რადგან პორტუგალიელებს ყველაზე დიდი დიასპორა პარიზში აქვთ.

ჯერჯერობით უცნობია "მანჩესტერ იუნაიტედის" დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, "იუნაიტედი" შედის იმ კლუბების სიაში, რომელიც რონალდუს ფასის გადახდა შეუძლია.
ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Witlebi
19 ივნისი 2017 09:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Puli chven rashi gvainteresebs mtavaria iseti dideba davibrunot rogoric fergifsonis dros iyo yvelas rom vudebdit
0
№12
ავტორი: giorgi_mg
19 ივნისი 2017 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ფულს ვინ დარდობს, 1 თვეში ამოიღებს გუნდი მაგ თანხას, გუნდის პოპულარობა კიდევ უფრო მოიმატებს და უკეთეს შედეგებსაც დადებს, ყველა ასპეკტში გამართლებული ტრანსფერია თუნდაც 35 წლის იყოს რონი
0
№13
ავტორი: Dato kutaisi
19 ივნისი 2017 12:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
რონალდოს გადმოსვლა ყველაზე მთავარი არის ის რომ არის მარკეტინგული დიდი სვლა.რეალისნაირად დაფარჩაგებული გუნდი ერთი მილანი ვიცი და რონალდოს გადასვლით განაცხადი გააკეთეს დიდი და რამდენიმე წელიწადში კიდეც დადო შედეგი.ახლა რაც შეეხება ჩვენ გვჭირდება თუ არა.პირველ რიგში რომც არაფერი აკეთოს რონიმ სასტავში როა უკვე მეტოქეზე ზეწოლაა.მერე მეორე რონალდოს დასაკეტად მინიმუმ 2 კაცი ცდება რაც 10იანს და ვინგერებს საშუალებას აძლევს და სივრცეებს.მერე მესამე ქარიზმა იმხელა აქვს ამ ადამიანს რაც არ ქონდა არც ზლატანს და არც რუნის.ორი პოლუსია ფეხბურთში მესი რონალდო და აქედან ერთერთი რო გყავს ეს ნიშნავს უამრავ ყურადღებას და ბოლოს.რონის აქ გადმოსვლა უკვე მოუსაც აიძულებს სხვაგვარი შემტევი ფეხბურთი ათამაშოს.ფულს რო თავი დავანებოთ ამ ტრანსფერში,ზლატანმა თუ 20ზე მეტი გაიტანა ეს რამდენს გაიტანს?პასუხია ბევრს და ამის მეტი რა უნდა გვინდოდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top