თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2017, 07:43
ავტორი: Tidehunter,
ნანახია: 3092,
კომენტარები: 13
150 მილიონი რონალდუს სანაცვლოდ
შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყოფილი ვარსკვლავი უკან დაიბრუნოს
150 მილიონი რონალდუს სანაცვლოდ
როგორც The Telegraph წერს, კრიშტიანუ რონალდუს მრჩეველებმა დაინტერესებულ კლუბებს აცნობეს, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავს კლუბის დატოვება სურს ახალი გამოწვევისთვის და არა იმ პრობლემისთვის, რომელიც მას ესპანეთის საგადასახადო ორგანოსთან შეემთხვა.

მათ ასევე ცხადყვეს, რომ 150 მილიონი ევრო (131 მილიონი ფუნტი) სრულიად საკმარისი იქნება კრიშტიანუ რონალდუს გადასაბირებლად. "მანჩესტერ იუნაიტედს" მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ისეთ კლუბებს, როგორებიცაა პსჟ და მილანის "ინტერი".

ამ მომენტისთვის ყველაზე დიდ ინტერესს პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ფრანგული პსჟ იჩენს. არსებობს ინფორმაცია, რომ ფრანგლუს კლუბი ეკონტაქტები ჟოზე მენდეშს, ეს უკანასკნელი კი ცდილობს დაარწმუნოს რონალდუ. ისინი თვლიან, რომ რონალდუ საფრანგეთის დედაქალაქში ძალიან პოპულარული იქნება, რადგან პორტუგალიელებს ყველაზე დიდი დიასპორა პარიზში აქვთ.

ჯერჯერობით უცნობია "მანჩესტერ იუნაიტედის" დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, "იუნაიტედი" შედის იმ კლუბების სიაში, რომელიც რონალდუს ფასის გადახდა შეუძლია.
ჭორები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
19 ივნისი 2017 07:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიყვანონ და გადაიხადონ 130 მერე რა მოხდა? დღეს სატრანსფერო ღირებულება უკვე აღარავის უკვირს, დიდი ხანია მოვეშვით ახალგაზრდა ფეხბურთელების 12-15 მილიონად დათრევას. თუ ვინმეს შეძენა გინდა, უნდა გადაიხადო კიდეც საკმარისი თანხა, მითუმეტეს როცა რონალდუზეა საუბარი

ყველაზე მეტად მე არ მომწონს როცა ფეხბურთელებში ამხელა თანხებს ისვრიან, მარა დრო შეიცვალა
0
№2
ავტორი: Witlebi
19 ივნისი 2017 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
Ra interi da psz moildit aqedan roca manchesters exeba saqme es kuana gundebi naxe ramdens bedavs

Shenkide ragaatrake shechema manchesteris porma rogixdeboda ise argixdebq arcerti porma da modi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 ივნისი 2017 07:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოკლედ რეალიდან თუ წავა ერთადერთი გზა მანჩესტერია
0
№4
ავტორი: kobinio
19 ივნისი 2017 08:07
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: GeorgeBest
მოიყვანონ და გადაიხადონ 130 მერე რა მოხდა? დღეს სატრანსფერო ღირებულება უკვე აღარავის უკვირს, დიდი ხანია მოვეშვით ახალგაზრდა ფეხბურთელების 12-15 მილიონად დათრევას. თუ ვინმეს შეძენა გინდა, უნდა გადაიხადო კიდეც საკმარისი თანხა, მითუმეტეს როცა რონალდუზეა საუბარი

ყველაზე მეტად მე არ მომწონს როცა ფეხბურთელებში ამხელა თანხებს ისვრიან, მარა დრო შეიცვალა

როცა ამ დონის პიროვნებაზეა საუბარი მემგონი თანხას არ აქვს აზრი,ეს პიროვნებაა რომელსაც თამაშში გარდატრხის შეტანა და არაფრისგან გოლის შექმნა შეუძლია რაც გასულ სეზო ში სასტიკად გვეკლდა. ჰაერივით საჭიროა დღეს ესეთი ფეხბურთელი მანჩესტერში და იმედი მაქ რონი დაუბრუნდება ოლდ ტრაფორდს და ვიმედოვნებ უბრალო პიარ აქცია არაა.
0
№5
ავტორი: MU1810
19 ივნისი 2017 08:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
სანამ არ გაოფიხუალურდება არ მჯერა მაინც )))
0
№6
ავტორი: Best Fan
19 ივნისი 2017 08:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
აუ მოიყვანონ თანხას ვინ ჩივის კაცო და იმ პსჟს კიდე პურის ფული არ ქონდა და ეხლა რონალდოზე აქვთ საუბარი :@
1
№7
ავტორი: gaga1987
19 ივნისი 2017 08:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია ძალიან დიდი ჭორი არაააა და რონი სახლში დაბრუნდება.
0
№8
ავტორი: PaLoMo
19 ივნისი 2017 08:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
uproblemod gasavixdeit magxela tanxas

uproblemod gasavixdeit magxela tanxas
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: ROI
19 ივნისი 2017 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Mobrdzandi roni gagvixardeba
0
№10
ავტორი: ikeoni
19 ივნისი 2017 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Mag fuls ert tveshi amoigeben maisurebit))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top